ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გასული კვირა ასოციაციაში

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გასული კვირა ასოციაციაში

დღის მიღწევები და სტატისტიკა
დასავლეთ კონფერენციაში ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება პლეი ოფის მერვე საგზურისთვის. შანსი თითქმის ყველა გუნდს რჩება, ჯერჯერობით კი ყველაზე მომგებიანი პოზიცია დაიკავეს "დენვერმა", პორტლენდმა" და "საკრამენტომ", თუმცა, გასულ კვირას მათ ძალიან მიუახლოვდა "ნიუ ორლეანი".

ენტონი დევისის გუნდმა გაიმეორა ამ სეზონში მოგებათა საუკეთესო სერია (4 მატჩი), როცა დაამარცხა "მაიამი" (91:87), "დალასი" (111:104), "კლიპერსი" (102:98) და "ნიუ იორკი" (104:92).

ვარდნა

მეშვიდე პოზიცია დაიკავა "კლიპერსმა". ამგვარ სცენარს სეზონის წინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ის შესაძლებელი გახდა ბლეიკ გრიფინისა და კრის პოლის ტრავმების ხარჯზე. თავისი ორი ლიდერის გარეშე, "კლიპერსი" ძალიან მალე დაეცა იმ გუნდის დონეზე, რომელიც პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.

პირველად მიმდინარე სეზონში, დოკ რივერსის შეგირდებმა ვერ მოიგეს ვერც ერთი მატჩი ერთი კვირის განმავლობაში, რითაც ექვს მატჩამდე გაზარდეს მოუგებელი სერია.

უესტბრუკი

გასულ კვირას, რასელ უესტბრუკმა კიდევ ორი სამმაგი დუბლი შეასრულა "მაიამისთან" (106:94) და "კლიპერსთან" მოგებულ მატჩებში, რითაც სეზონში ტრიპლ-დაბლების რაოდენობა 16-მდე აიყვანა. ამასთან, "ოკლაჰომას" ლიდერს გასულ კვირას ისეთი მატჩიც ჰქონდა, რომელშიც ვერც ერთი (!!!) შედეგიანი გადაცემა ვერ შეასრულა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ "მემფისთან" შეხვედრა (80:114) მთელს გუნდს არ გამოუვიდა. საერთო ჯამში, "ოკლაჰომას" კარგი ტემპი აქვს აღებული, მოგებების რაოდენობით უთანაბრდება მეოთხე ადგილზე მყოფ "იუტას" და უფრო ზემოთ ასვლაც შეუძლია.

გმირობა

სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობით მეორე ადგილზეა ჯეიმს ჰარდენი. თავისი ლიდერის წყალობით, "ჰიუსტონმა" გასულ კვირას ყველა მატჩი მოიგო, ჰარდენმა კი ნამდვილი სპექტაკლი შემოგვთავაზა "ნიუ იორკთან" მატჩში.

ლიგის მთავარმა წვეროსანმა 53 ქულა, 16 მოხსნა და 17 შედეგიანი პასი დააგროვა! აქამდე, ლიგის ისტორიაში არ ყოფილა კალათბურთელი, რომელსაც ერთ მატჩში დაეგროვებინოს მინიმუმ 50 ქულა, 15 პასი და 15 მოხსნა. ბრენდონ ჯენინგსისა და დერიკ როუზის ერთობლივი მონდომებაც კი (53 ქულა, 10 მოხსნა, 14 პასი) არასაკმარისი იყო ჰარდენის სტატისტიკის გადასაფარად.

რეკორდი

"ტორონტო" დიდი ხანი ასოცირდებოდა ვინს კარტერთან, მაგრამ დრო მიდის და სცენაზე ახალი გმირები გამოდიან. და აი, ამიერიდან, კანადური კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არა კარტერი ან კრის ბოში, არამედ დემარ დეროზანი გახდა. თუ გავითვალისწინებთ "ტორონტოს" ხანმოკლე ისტორიას (22 წელი), დეროზანს აქვს შანსი, კიდევ არა ერთი საკლუბო რეკორდი მოხსნას.

კრიზისი

აღმოსავლეთშიც დიდი ბრძოლაა გაჩაღებული: პლეი ოფის ზონაში გუნდები თითქმის ყოველდღე იცვლებიან. ბოლო დროს, პირველ რვა გუნდში იშვიათად ვხედავთ "ჩიკაგოს", რომლის წარუმატებლობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა რაჟონ რონდო. გამთამაშებელი იმდენად არასტაბილურია, რომ დაკარგა მთავარი მწვრთნელის ფრედ ჰოიბერგის ნდობა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რონდო "მილუოკისთან" მატჩში ერთი წამითაც არ გასულა მოედანზე. მცველმა უკვე განიხილა ეს სიტუაცია გუნდის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ჯერ არ ჩქარობს კალათბურთელის ტრანსფერზე დაყენებას.

კონტრაქტი

"მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელობამ ხელშეკრულება გააგრძელა მთავარ მწვრთნელთან ერიკ სპოელსტრასთან. ფილიპინური წარმოშობის ამერიკელმა, რომელიც 2008 წლიდან ხელმძღვანელობს ფლორიდულ კლუბს და ის ორჯერ მიიყვანა ჩემპიონობამდე, მომავალ სეზონში პლეი ოფის პრეტენდენტთა რიგებში უნდა დააბრუნოს "მაიამი", რომელსაც მხოლოდ მე-13 ადგილი უკავია აღმოსავლეთ კონფერენციაში.

კვირის მოთამაშეები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად "ვაშინგტონისა" და "ჰიუსტონის" მცველები - ჯონ უოლი და ჯეიმს ჰარდენი დაასახელა.

აღმოსავლეთის ლაურეატმა უოლმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "ვაშინგტონმა" გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო და თავისი მოგებათა სერია რვა შეხვედრამდე აიყვანა. უოლის სტატისტიკა იყო - 24.3 ქულა, 13.0 შედეგიანი პასი (საუკეთესო ლიგაში), 5.3 მოხსნა და 2.67 ჩაჭრა.

ჰარდენმა "ჰიუსტონს" ოთხიდან ოთხ მატჩში მოაგებინა. მცველი გასული კვირის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო (37.3 ქულა), მეორეზე გავიდა შედეგიანი პასების რაოდენობით (12.5) და დასავლეთში მერვე ადგილზე იყო მოხსნებით (9.8). ჰარდენმა თამაშიდან 56 პროცენტის სიზუსტით ისროლა, სამქულიანების 45.9 პროცენტი მოათავსა კალათში და საჯარიმოების - 88.9 პროცენტი. და კიდევ, ჰიუსტონელმა ოთხივე მატჩში მინიმუმ 30 ქულა დააგროვა და მინიმუმ 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ჰარდენი ჯადოქრებთანაც ჯადოქარია

"ჰიუსტონ როკეტსის" უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა "ვაშინგტონთან" მატჩში ზედიზედ მესამე სამმაგი დუბლი გაიფორმა. ეს მისთვის 23-ე სამმაგია მიმდინარე სეზონში.

თუმცა ჰარდენს გორდონი რომ არ დახმარებოდა, "ჰიუსტონი" "ვაშინგტონის" დამარცხებას ვერ შეძლებდა - გორდონმა 31 ქულა ჩააგდო.

"როკეტსმა" კი ჯადოქრებთან 15-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 101:91 გაიმარჯვა.

მოგება უარესი პროცენტით

"კლივლენდ კავალიერსმა" მიმდინარე სეზონში თამაშიდან ყველაზე დაბალი პროცენტით "პელიკანსთან" მატჩში სტყორცნა - 37.8%. თუმცა ამის მიუხედავად "კავალერებმა" "ნიუ ორლეანს" გამარჯვება მაინც არ დაუთმეს, რაც უმთავრესად 26-ქულიანი ლებრონ ჯეიმსის დამსახურებაა.

ხარირმებმა ელვა შეაჩერეს

"მილუოკი ბაქსი" მიმდინარე სეზონში რთულად დასაძლევი ოპონენტია, რაშიც საკუთარი თვალით დარწმუნდა რასელ ვესტბრუკი. 30 ქულა კი ჩააგდო, მაგრამ "ხარირმების" დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

"მილუოკის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა იანის ადეტოკუმბომ, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. 19 ქულით წაეხმარა კიდევ ერთი ახალგაზრდა ჯაბარი პარკერი.

ბრუკლინს იუტამაც აჯობა

არცთუ დამაჯერებელი სტარტის შემდეგ "იუტამ" მესამე პერიოდში თამაში გამოასწორა და "ბრუკლინი" მისსავე მოედანზე 12 ქულის სხვაობით დაამარცხა.

იუტელმა გორდონ ჰეივარდმა 30-დან 13 ქულა მესამე პერიოდში ჩააგდო, როდნი ჰუდმა - 15-დან 9 ქულა მეოთხე პერიოდის დასაწყისში, ხოლო ფრანგი რუდი გობერი სეზონის 24-ე ორმაგ დუბლს გამორჩა.

ნიქსის ზედიზედ მეხუთე

"ნიუ იორკ ნიქსს" ვერც ენტონის 19-მა ქულამ უშველა და ვერც როუზის - 18-მა. ნიუიორკელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგეს.

"ორლანდოს" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა მონტენეგროელმა ნიკოლა ვუჩევიჩმა - 14 ქულა, 13 მოხსნა. ელფრიდ პეიტონს სარკისებურად შებრუნებული სტატისტიკა ჰქონდა: 13 ქულა, 14 მოხსნა.

ბატლერმა უოლკერი დაჩრდილა

დღის სნაიპერი ჩიკაგოელი ჯიმი ბატლერია, რომელმაც თამაშიდან 24-ჯერ სტყორცნა და 15 ჩააგდო, ხოლო 22 საჯარიმოდან ერთადერთი აუცდა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 52 ქულა დაფიქსირდა. "ჩიკაგოს" კი 118 მოუგროვდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა "შარლოტ ჰორნეტსის" ბარიერის გადასალახად.

ბატლერის 52-მა კემბა უოლკერის 34 ქულიანი წარმოდგენა დაჩრდილა...

ვაჟა სიმონიშვილი

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. კლივლენდი 33 26 7 78.8

2. ტორონტო 33 23 10 69.7

3. ბოსტონი 34 20 14 58.8

4. შარლოტი 35 19 16 54.3

5. ატლანტა 34 18 16 52.9

6. მილუოკი 33 17 16 51.5

7. ინდიანა 35 17 18 48.6

8. ჩიკაგო 35 17 18 48.6

9. ვაშინგტონი 33 16 17 48.5

10. ნიუ იორკი 34 16 18 47.1

11. დეტროიტი 36 16 20 44.4

12. ორლანდო 36 16 20 44.4

13. მაიამი 35 10 25 28.6

14. ფილადელფია 32 8 24 25.0

15. ბრუკლინი 33 8 25 24.2

დასავლეთი

თ მ წ %

1. გ. სტეიტი 35 30 5 85.7

2. სან ანტონიო 34 27 7 79.4

3. ჰიუსტონი 36 27 9 75.0

4. იუტა 35 22 13 62.9

5. კლიპერსი 37 23 14 62.2

6. მემფისი 36 22 14 61.1

7. ოკლაჰომა 35 21 14 60.0

8. საკრამენტო 33 14 19 42.4

9. პორტლენდი 36 15 21 41.7

10. დენვერი 34 14 20 41.2

11 ნ. ორლეანი 36 14 22 38.9

12. ლეიკერსი 37 12 25 32.4

13. მინესოტა 34 11 23 32.4

14. დალასი 34 10 24 29.4

15. ფინიქსი 35 10 25 28.6

გოლდენ სტეიტი- დენვერი 127:119

35:33, 33:31, 26:21, 33:34

გ: ტომპსონი (25), კარი (22), დურანტი (21), გრინი (15 + 10 მოხსნა + 13 პასი), ფაჩულია (11 + 9 მოხსნა), კლარკი (12), მაკგი (9)

დ: ჩენდლერი (21), იოკიჩი (21 + 13 მოხსნა), გალინარი (19 + 8 მოხსნა), ჰარისი (11), ნურკიჩი (15), ბარტონი (14 + 7 მოხსნა)

მილუოკი-ოკლაჰომა 98:94

22:30, 28:26, 29:16, 19:22

მ: პარკერი (19 + 6 მოხსნა), ადეტოკუმბო (26 +10 მოხსნა + 5 პასი), ჰენსონი (12), ბროგონი (12), მონრო (15 + 7 მოხსნა).

ო: ადამსი (20 + 8 მოხსნა), ვესტბრუკი (30 + 7 მოხსნა + 6 პასი), ოლადიპო (18), ჩრისტონი (11)

კლიპერსი-ფინიქსი 109:98

27:26, 37:32, 25:18, 20:22

კ: რედიკი (22), ფელტონი (16), მბა ა მუტე (13), ჯორდანი (9 + 20 მოხსნა), კროუფორდი (18 + 7 მოხსნა)

ფ: უორენი (24 + 8 მოხსნა), ბლედსოუ (22 + 8 მოხსნა + 9 პასი), ბუკერი (13), ჩენდლერი (12), ლენი (10 + 7 მოხსნა), თაკერი (6 + 12 მოხსნა)

კლივლენდი-ნიუ ორლეანი 90:82

15:22, 29:21, 23:26, 23:13

კ: ჯეიმსი (26 + 7 მოხსნა + 6 პასი), ლავი (12 + 11 მოხსნა), ფრაი (14), ფელდერი (12), ჯეფერსონი (12 + 12 მოხსნა)

ნ: ჰილდი (20), დევისი (20 + 17 მოხსნა), ჰოლიდეი (11 + 13 პასი)

ბრუკლინი-იუტა 89:101

26:24, 26:26, 18:20, 19:31

ბ: ბუკერი (17 + 15 მოხსნა), ლოპესი (14), უაითჰეიდი (12), ჯეფერსონი (11)

ი: ჰეივორდი (30), მაკი (15), ჰუდი (15), გობერი (15 + 16 მოხსნა)

ნიუ იორკი-ორლანდო 103:115

32:33, 27:34, 21:25, 23:23

ნ: ენტონი (19 + 7 მოხსნა), როუზი (18), ლი (14), ტომასი (10), ნოა (8 + 10 მოხსნა), ჯენინგსი (12)

ო: მიკსი (23), გორდონი (22 + 6 პასი), იბაკა (22), ვუჩევიჩი (14 + 13 მოხსნა), პეიტონი (13 + 14 პასი)

ჩიკაგო-შარლოტი 118:111

25:23, 33:34, 24:28, 36:26

ჩ: ბატლერი (52 + 12 მოხსნა + 6 პასი), მაკდერმოტი (11), კარტერ-უილიამსი (10 + 9 მოხსნა), მიროტიჩი (12)

შ: უოკერი (34 + 11 მოხსნა), ბატუმი (19), ლემბი (15), ჰოუზი (10)

ჰიუსტონი-ვაშინგტონი 101:91

14:29, 27:24, 37:17, 23:21

ჰ: ჰარდენი (23 + 10 მოხსნა + 10 პასი), ჰარელი (14 + 9 მოხსნა), არიზა (10), გორდონი (31)

ვ: ბილი (27), უოლი (18 + 12 პასი), გორტატი (13 + 14 მოხსნა), მორისი (12 + 8 მოხსნა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gulshematkivari

ჰარდენი ამჟამად ყველაზე მაგარ ფორმაშია.

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება -1.8%-იანი შანსი და პირველი არჩევანი "დალას მავერიქსს"

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

NBA-ს 2-გზის ჩემპიონი ყოფილ მეუღლეს სახლში იარაღით მიადგა - ვარსკვლავს დიდი პრობლემები ელის

ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელესური დებიუტი კრის პოლის და რაჟონ რონდოს ხელჩართულმა ჩხუბმა გადაფარა [VIDEO]

რაჟონ რონდო ჩიკაგოელი "ხარი" გახდა

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიუსტონს" უმწვრთნელობამ უშველა

NBA. რეგულარული ჩემპიონატი რონდოს პირველი ტრიპლი

NBA: დეანდრემ "დალასი" აირჩია