უეიდი დარჩა, რონდო მეფეებთან წავიდა
გასულ უქმეებზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგება განხორციელდა. ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი დეანდრე ჯორდანი ტოვებს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" და სათამაშოდ ტექსასში გადადის, სადაც უნივერსიტეტში სწავლობდა. დეანდრეს ახალი კლუბია "დალას მავერიქსი", რომელთანაც ცენტრი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში 80 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

"ჩვენ მასში ვხედავთ შაკილ ო'ნილის დონის მოთამაშეს, რომელსაც არ აძლევდნენ თავის გამოჩენის საშუალებას. ჩვენ ვუთხარით მას, რომ თუ კარიერის გასაგრძელებლად "დალასს" აირჩევდა, ყურადღების ცენტრში მოექცეოდა. მას შეუძლია ისეთ მოთამაშედ გაიზარდოს, რომლის გარშემოც იგება გუნდი. შეუძლია საშუალოდ მატჩში 20 ქულისა და 20 მოხსნის დაგროვება, უბრალოდ, მას ამის შანსი არ ეძლეოდა", - განაცხადა Bleacher Report-თან კომენტარში "დალასის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა.

2014-15 წლების სეზონში ჯორდანი "კლიპერსს" საშუალოდ 11.5 ქულითა და 15 მოხსნით ეხმარებოდა.

"პორტლენდის" მცველი უესლი მეტიუზი "დალასში" გადავა სათამაშოდ. კალათბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და "მავერიქსთან" კონტრაქტისთვის უარყო "საკრამენტოს" სოლიდური წინადადება - 64 მილიონი დოლარის ღირებულების ოთხწლიანი კონტრაქტი.

მ დღეებში, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სხვა საინტერესო გარიგებებიც განხორციელდა...

- მაგალითად, გაირკვა დუეინ უეიდის საკითხი. მცველი, რომელიც ვერ ახერხებდა ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთახმებას "მაიამისთან", ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს ფლორიდულ კლუბთან. ხელშეკრულების თანხა 20 მილიონი დოლარია, რაც ოთხი მილიონით მეტია შარშანდელ შემოსავალზე.

- მარკო ბელინელის გარდა, "საკრამენტოში" გადადის სათამაშოდ "დალასის" ყოფილი გამთამაშებელი რაჟონ რონდო. ის "მეფეებს" ერთწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა და 9.5 მილიონ დოლარს მიიღებს. 29 წლის მცველმა ვერ შეძლო ვერც ერთ კლუბთან მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმება "მავერიქსში" გატარებული წარუმატებელი სეზონის გამო.

- ფორვარდი გრეგ მონრო 50 მილიონი დოლარის ღირებულების სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს "მილუოკისთან". ხელშეკრულება "2+1" სისტემის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალათბურთელს უფლება აქვს საკუთარი სურვილისამებრ გააუქმოს კონტრაქტის ბოლო წელი. მონრო ხუთი წელი თამაშობდა "დეტროიტში". შარშან, "პისტონზის" რიგებში საშუალოდ 15.9 ქულასა და 10.2 მოხსნას აგროვებდა.

- "პორტლენდის" მორიგი დანაკლისი გახდა ცენტრი რობინ ლოპესი. კალათბურთელმა "ნიუ იორკ ნიქსში" ამჯობინა თამაში. ჯერჯერობით ხელშეკრულების დეტალები ცნობილი არ არის.

- "ორლანდოს" ხელმძღვანელობა კონტრაქტზე მოელაპარაკა გამთამაშებელ სი ჯეი უოტსონს. ვეტერანი სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და 15 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 31 წლის უოტსონმა გასული სეზონი "ინდიანას" რიგებში გაატარა და საშუალოდ 10.0 ქულა და 3.6 შედეგიანი პასი დააგროვა.

- გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ "ჰიუსტონმა" შეინარჩუნა შემადგენლობაში კორი ბრიუერი (სამი წელი, 23.4 მილიონი) და პატრიკ ბევერლი (ოთხი წელი, 23 მილიონი).

- "ინდიანა პეისერსმა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" განახორციელეს გაცვლა, რომლის მიხედვითაც 28 წლის ცენტრი როი ჰიბერტი კალიფორნიულ კლუბში გადადის სათამაშოდ. მის სანაცვლოდ, "ინდიანა" მიიღებს დრაფტის მეორე რაუნდში რამდენიმე არჩევანს და უფლებას რამდენიმე უცხოელ მოთამაშეზე. ჰიბერტი, რომელიც გასულ სეზონში 10.6 ქულასა და 7.1 მოხსნას აგროვებდა, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ორგზის მონაწილეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
NBA. პლეი ოფი: ყველაზე სინტერესო დაიწყო
NBA-ს 2-გზის ჩემპიონი ყოფილ მეუღლეს სახლში იარაღით მიადგა - ვარსკვლავს დიდი პრობლემები ელის
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელესური დებიუტი კრის პოლის და რაჟონ რონდოს ხელჩართულმა ჩხუბმა გადაფარა [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
რაჟონ რონდო ჩიკაგოელი "ხარი" გახდა
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" სტუმრად გაანადგურა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია NBA-ს 30 საუკეთესო ცენტრში მოხვდა
სტეფ კარის პასი ჯორდანის ფეხებშორის და ზაზა ფაჩულიას ჩაგდება [VIDEO]
მორიგი ვარსკვლავი სუპერგუნდში! ჰარდენმა გრიფინის გადასვლაზე მცირედი კომენტარი გააკეთა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიუსტონს" უმწვრთნელობამ უშველა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
NBA. რეგულარული ჩემპიონატი რონდოს პირველი ტრიპლი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გასული კვირა ასოციაციაში
NBA. მატჩები: უესტბრუკმა პირველივე მატჩში სამმაგი დუბლი გაიფორმა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები