საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მორიგი ტური არასრულად ჩატარდა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მორიგი ტური არასრულად ჩატარდა. "პოსა" და "ლიონის" დაპირისპირება ცუდი ამინდის გამო გადაიდო, "მეტრო რასინგმა" კი ჩემპიონთა თასის გამოტოვებული შეხვედრა გამართა ირლანდიურ "მანსტერთან".

სატურნირო ცხრილის სათავეში ბრძოლა სულ უფრო დაძაბული ხდება. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ათი ტურით ადრე პლეი ოფში მოხვედრის რეალური შანსი ერთბაშად ათ გუნდს აქვს. აღსანიშნავია, პირველი ხუთი საფეხური ისევ ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. ესენია: "კლერმონი", "ლა როშელი", "ტულუზი", "ტულონი" და "მონპელიე".

მიხეილ ნარიაშვილის, შალვა მამუკაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ" შინ მიიღო ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი "ბორდო" და დაძაბულ ბრძოლაში სძლია - 31:26. მასპინძელთა გუნდმა თამაში მთლიანად ქართული პირველი ხაზით დაიწყო. მეორეხაზელი მიქაუტაძე კი თადარიგში იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. ოთხი წუთით ადრე მოედანი ნარიაშვილმა და ქუბრიაშვილმა დატოვეს, მამუკაშვილმა მათზე ათი წუთით მეტი ითამაშა.

კვლავ წარმატებულად განაგრძობს სვლას ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელმაც შინ დაამარცხა პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი "კასტრი" - 22:8. ყაულაშვილი განაცხადში არ იყო.

პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლთა ჯგუფს შეუერთდა კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივი", რომელმაც შინ გაჭირვებით მოუგო აუტსაიდერ "გრენობლს" - 23:22. ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ბეკოშვილი და ლობჟანიძე განაცხადში არ იყვნენ.

საპლეიოფო ზონასთან კიდევ უფრო მიახლოების შანსი დაკარგა საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ", რომელმაც ვასილ კაკოვინის "ტულუზს" უმასპინძლა და 15:18 დამარცხდა. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, ჟვანია თამაშში შვიდი წუთის შემდეგ ჩაერთო, მელიქიძე განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.

TOP 14. XVI ტური

მონპელიე-ბორდო 31:26

ბრივი-გრენობლი 23:22

ლა როშელი-კასტრი 22:8

პო-ლიონი (გადაიდო)

რასინგი-ბაიონი (გადაიდო)

სტად ფრანსე-ტულუზი 15:18

კლერმონი-ტულონი 30:6

ქართველი ლეგიონერები

დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) გადაიდო

მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში

ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე

ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო

დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (58 წთ)

კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) შეცვლაზე (62 წთ)

მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (58 წთ)

შალვა მამუკაშვილი (მონპელიე) ძირითადში (68 წთ)

გაგი ბაზაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო

ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო

ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) შეცვლაზე (57 წთ)

გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) არ უთამაშია

ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (50 წთ)

სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო

კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში

ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო

დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში

ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) ძირითადში

ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) გადაიდო

გიორგი ჯავახია (ლიონი) გადაიდო

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)

1. ლა როშელი 16 9 3 4 +123 50(8)

2. კლერმონი 15 9 2 4 +122 46(6)

3. მონპელიე 16 10 0 6 +69 46(6)

4. ტულუზი 16 9 0 7 +25 42(6)

5. ტულონი 15 8 1 6 +72 41(7)

6. კასტრი 16 8 1 7 +78 39(5)

7. ბორდო 16 8 0 8 +9 37(5)

8. რასინგი 15 8 1 6 +13 36(2)

9. ბრივი 16 8 1 7 -38 36(2)

10. სტ.ფრანსე 16 7 1 8 -12 34(4)

11. პო 15 7 0 8 -39 33(5)

12. ლიონი 15 5 2 8 -48 28(4)

13. გრენობლი 16 3 0 13 -167 19(7)

14. ბაიონი 15 3 2 10 -207 16(0).

ელიტურ, მეორე დივიზიონში ქართველ მორაგბეთა გუნდებმა ლიდერობა დაკარგეს. მე-16 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში "მონტობანი" მოექცა, რომელსაც იქ ნაკლებად ელოდნენ. მიუხედავად ამისა, საპლეიოფო ზონაში ჩვენებურთა ხუთი გუნდია.

ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის "ორიაკმა" შინ დაამარცხა თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენი" - 19:16. შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს, ორი წუთის შემდეგ მოედანზე თეთრაშვილიც გამოჩნდა. "აჟენს" ახლა 46 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. "ორიაკი" მას ერთი ქულით ჩამორჩება და მეხუთეა.

პოზიციები დათმო ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსმა", რომელიც სტუმრად დამარცხდა "კარკასონთან" - 19:34. ვეფხვაძე თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო. "ოიონაქსს" ორიაკელთა მსგავსად 45 ქულა აქვს.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ" საკუთარ მოედანზე დაამარცხა დივიზიონის დებიუტანტი, შალვა სუთიაშვილისა და ასტამურ იოსელიანის "ანგულემი" - 41:9. სუთიაშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს, ლომიძე თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო.

გამარჯვების მიუხედავად, ლანგედოკური კლუბი, რომელსაც საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს, გავარდნის პირასაა. გამორიცხული არ არის, გუნდს მალე სათავეში წარსულში ცნობილი მორაგბე და ამჟამად მწვრთნელი ფაბიენ გალტიე ჩაუდგეს, რომელსაც კონფლიქტი აქვს ყოფილ კლუბ, "მონპელიესთან" და "ბეზიეში" "მოხალისეს" სტატუსით იმუშავებს.

პლეი ოფში მოხვედრისთვის განაგრძობს ბრძოლას ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი", რომელმაც შინ დაამარცხა კატალონიური "პერპინიანი" - 21:10. ჩვენებური განაცხადში არ იყო.

PRO D2. XVI ტური

ორიაკი-აჟენი 19:16

ალბი-ნარბონი 13:13

ბეზიე-ანგულემი 41:9

კარკასონი-ოიონაქსი 34:19

კოლომიე-ბურგუენი 42:5

მონტობანი-ვანი 36:13

ბიარიცი-დაქსი 30:18

მონ დე მარსანი-პერპინიანი 21:10

ქართველი ლეგიონერები

გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) შეცვლაზე (58)

ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო

შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში (51 წთ)

ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო

ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (65 წთ)

ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში (60 წთ)

მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში

გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო

ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო

ბექა შეყლაშვილი (ალბი) შეცვლაზე (50 წთ)

ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (49 წთ)

ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო

ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო

ვახტანგ ახობაძე (აჟენი) განაცხადში არ იყო

გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (62 წთ)

თამაზ მჭედლიძე (აჟენი) განაცხადში არ იყო

ვახტანგ მაისურაძე (ვანი) განაცხადში არ იყო

არჩილ ბეჟიაშვილი (ვანი) ძირითადში (40 წთ)

გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) განაცხადში არ იყო.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)

1. მონტობანი 16 11 0 5 +140 49(5)

2. აჟენი 16 10 1 5 +59 46(4)

3. კოლომიე 16 10 0 6 +111 45(3)

4. ოიონაქსი 16 9 0 7 +83 45(8)

5. ორიაკი 16 10 0 6 +13 45(5)

6. მარსანი 16 9 0 7 +34 43(7)

7. ანგულემი 16 9 1 6 +-2 40(2)

8. კარკასონი 16 8 1 7 +27 37(3)

9. ბიარიცი 16 8 0 8 +18 36(4)

10. ნარბონი 16 8 1 7 -80 35(1)

11. პერპინიანი 16 6 1 9 -1 33(7)

12. ალბი 16 6 2 8 -81 29(1)

13. დაქსი 16 6 0 10 -90 29(5)

14. ვანი 16 5 2 9 -86 28(4)

15. ბეზიე 16 5 0 11 -7 27(7)

16. ბურგუენი 16 3 1 12 -138 10(4).

ინგლისის ჩემპიონატში ქართველ მორაგბეთა გუნდები კვლავ დამარცხდნენ. ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერმა" სტუმრად ითამაშა "გლოსტერთან" და დიდი ანგარიშით, 19:55 დამარცხდა. ბრეგვაძე თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო. ვორსტერელები ამ მარცხის შემდეგ 14 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზე არიან.

"ვორსტერს" ერთი ქულით ჩამორჩება გიორგი ნემსაძის "ბრისტოლი", რომელმაც ასევე სტუმრად წააგო "ნორსჰემპთონთან" - 26:32. ნემსაძეს არ უთამაშია.

"კელტთა ლიგაში" ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფმა" სტუმრად ითამაშა შოტლანდიურ "გლაზგოსთან" და 15:29 დამარცხდა. ფეიქრიშვილს დიკვალიფიკაცია 3 იანვარს დაუმთავრდა და გლაზგოელებთან ძირითად შემადგენლობაში იყო. შერკინების ქართველი ბურჯი 63-ე წუთზე შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
[რაგბი. ლეგიონი] ასეიშვილის სიმბოლური, მჭედლიძის ჩხუბი [VIDEO]
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
ლეგიონერები. 20 ქართული ქულა და დებიუტები "სტად ჟან ბუენზე"
თარჯიმანი აღარ სჭირდება - lamontagne.fr-მა ვასილ ლობჟანიძეს წერილი მიუძღვნა
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
დავით ზირაქაშვილი და კარლენ ასეიშვილი TOP14-ის სიმბოლურში დასახელდნენ
მიქაუტაძე ფრანგულ ლიგაში ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა
მამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
რაგბი. ლეგიონი: ქართველები პლეი ოფში იბრძოლებენ
კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: ქართველების ოთხი ლელო საფრანგეთში [VIDEO]
რაგბის ლეგიონი: ვის ვუქომაგოთ ამ სეზონში
"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
რაგბი. ლეგიონი: გორგოძე და ჩილაჩავა "ტულონს" 1/2-ფინალში გასვლაში დაეხმარნენ
Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
რაგბი. ლეგიონი: ქართული რაგბისთვის ღირსშესანიშნავი მოვლენა მონპელიეში
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე "მიდი ოლიმპიკის" სიმბოლურში მოხვდნენ
საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა
რაგბი. ლეგიონი: გაგი ბაზაძის ლელო და "ლა როშელის" ტრიუმფი
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს