სამხრეთაფრიკელთა მწვრთნელი: ქართველებს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა...

AutoSharing Option
ფოტო: springboks

სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ლუის კოენმა შოტლანდიის დამარცხების შემდეგ მოგებული მატჩის, მომავალ მეტოქისა და "ახალგაზრდა ქურციკების" არგენტინული ამბების შესახებ ისაუბრა.

მწვრთნელმა ინტერვიუ სამხრეთ აფრიკის რაგბის ასოციაციის საიტს მისცა.

"არ იყო სასიამოვნო, როცა რამდენიმე კარგი შანსის გამოყენება ვერ შევძელით. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ხელოვნურსაფარიანი მოედანი თამაშის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მორწყეს და ხელით თამაში პირველ ნახევარში გაგვიჭირდა. თუმცა, პრობლემა ორივე მხარისთვის იდენტური იყო. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოსთან თამაშს უფრო მეტად ადაპტირებულები შევხვდეთ".

კოენი აღფრთოვანებულია ქართველთა ფიზიკური შესაძლებლობებით,
თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი საკუთარი სათამაშო გეგმის ეფექტიანად განხორციელებაზე იქნებიან ფოკუსირებულები.

"ჩვენ ბოლო 2 წელში დაძაბული შეხვედრები გვქონდა საქართველოს ნაკრებთან და ვიცით მათი ძალის შესახებ", - თქვა კოენმა.

"ძალიან დიდ პატივს ვცემთ მათ. განსაკუთრებით ძლიერები შერკინებასა და ფიზიკურ თამაშში არიან, თუმცა ჩვენ საკუთარ გეგმაზე ვართ ორიენტირებულები და იმაზე, თუ რისი მიღწევაც გვინდა შეხვედრაში".

"ახალგაზრდა ქურციკების" მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ მოთამაშეებზე გაამახვილა ყურადღება და ქალაქზეც თქვა ორი სიტყვა.

"ბიჭებს ამაღლებული განწყობა აქვთ, ერთად ყოფნით სიამოვნებას იღებენ. თან როსარიო პატარა ქალაქია (ცნობისათვის, ქალაქის მოსახლეობა 1 200 000 ადამიანს შეადგენს) და სანახავიც ბევრი არაფერია. აქედან გამომდინარე, მოთამაშეები ერთმანეთთან დიდ დროს ატარებენ და ეს ძალიან კარგია".

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის С ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკამ შოტლანდია დაამარცხა - 43:19, ხოლო საქართველო ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 13:45.

"ახალგაზრდა ქურციკებისა" და "უმცროსი ბორჯღალოსნების" თამაში ხვალ, 8 ივნისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კი მაგრამ ზელანდიასთან თუ წავაგეთმაგათ როგორ უნდა მოვუგოთ?მაგ ასაკში მაგათი დონე არ განსხვავდება.
sdfffff
02:05 08-06-2019
3
აფრიკა ფავორიტია,ვეთამაშეთ მათ და ვნახეთ მათი ძალა,მაგრამ ჩვენმა ბიჭებმაც უკვე იციან მათი თამაში და არა მგონია, რაიმე რიდი ჰქონდეთ მათი.ბოლო ბოლო ქურციკები არიან და ვინძლო გავბდღვნათ კიდეც.დარწმუნებული ვარ მაგარი თამაში იქნება და ჩვენ უშანსოდ არ ვიქნებით.წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს,გამარჯვებას.
სოსო
16:40 07-06-2019
2