U20. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს ნაკრები კლასით და სისწრაფით დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკასთან 20:48 წააგო.

დებიუტში ჩვენი მეტოქე დაწინაურდა - მე-9 წუთზე რიჩარდსონმა ლელო დაგვიდო, ხოლო ჰენდრიქსმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და მრავალფაზიანი იერიში ოთარ ლაშხმა ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა.

თუმცა, შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოთი (ნტაბაკანიე და მბატა) და გარდასახვებით ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 5:21 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში 8:21 გახადა. ისევე როგორც პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე
საქართველოს ნაკრებს სისწრაფეში ჯაბნიდა და პრეტორიუსმა ლელო დაგვიდო, გარდასახვა კი ჰენდრიქსმა გააცუდა.

54-ე წუთზე ლაშხმა მეორე ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა - ვერა. ამას ვიზავის შემოტევა და აბრაჰამსის ლელო მოჰყვა (გარდასახვა გააცუდეს) - 13:31 და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ დაუშვა შეცდომები, სამი ლელო მიიღო, ჭიჭინაძემ კი ერთი იქით გაუტანა.

მოკლედ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სამხრეთ აფრიკას ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

12 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.

საქართველო:
ხაზი

15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

შერკინება
1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ლუკა გელაშვილი ისვენებდა

3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 48 /
წინსვლა აღარ არის აშკარად. წინსვლა კი არა, ამ და წინა სტატიის ავტორს ახლა მაისი ჰგონია ))
ვვვ
13:32 09-06-2019
0
დიახ ფულია საჭირო და იმ პირობებში როცა ქვეყანას აქვს უსუსტესი ეკონომიკა არ გვაქს ისეთი ბუნებრივი რესურსები როგორიცაა ნავთობი გაზი ვერც მრეწველობას ვანვითარებთ გვრჩება ერთადერთი ინტელექტის ექსპორტი ანუ ვართ ნიჭიერები და არ გვაქვს სკოლა ამიტომ მთავრობამ უნდა მოახდინოს განათლების ძირეული რეფორმა უნდა შეიქმნას უმაღლესი დონის სკოლა-ინტერნატები ყველა პროფილით და მიმართულებით ყველა სკოლა უნდა აღიჭურვოს სრული მატერიალურ ტექნიკური რესურსით წარჩინებულ ბავშვებს დაენიშნოს სტიპენდია თავდაპირველად შეიძლება არ იყოს ბევრი და აი აქ მივედით მთავარზე როცა სკოლა გამოუშვებს მოთხოვნად პროდუქტს მოხდება ამათი ექსპორტი რაც აისახება სპორტზეც სპორტსკოლაინტერნატების შექმნით ჩვენი სპორტსმენები გახდება მოთხოვნადი როგორც ბრაზილიელები ფეხბურთში და ყოფილი იუგოსლავები მოთხოვნადია თითქმის ყველა სახეობაში ქართველების მიმართ გაჩდება მოთხოვნა და მოქალაქეები თვითონვე მოიწყობენ მატერიალურ პირობებს ეს ეხება არამარტო სოპრტს ასევე ტექნიკურ მეცნიერულ მხარესაც მოკლედ ქვეყანამ უნდა აწარმოოს ინტელექტის ექსპორტი და ამისთვის შეიქმნას პირობები მაქსიმალურად უმაღლეს დონეზე გადამზადდეს პედაგოგები მოვიწვიოთ სპეციალისტები პროფესიონალები აღვზარდოთ სწორად მოაზროვნე ჯამრთელი თაობა და არა ვითომ "კაიბიჭური"არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფარა
კახა
12:11 09-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ