მსოფლიო რაგბის ვებგვერდი არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი ნაწილი დაქვეითების საკითხს ეხება.
სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებზე საუბარი სტატიის სწორედ ამ ნაწილშია.
"იმ 4 გუნდის ვინაობა, რომლებიც ჯგუფური ეტაპის შემდეგ მე-9-მე-12 ადგილს დაიკავებენ, ოთხშაბათს გახდება ცნობილი. ამ ეტაპისთვის ფიჯი, საქართველო, იტალია და შოტლანდია არიან გადარჩენისათვის ბრძოლის კანდიდატები.
მარცხის მიუხედავად, ფიჯიმ ძალიან კარგი რაგბი ითამაშა არგენტინასთან და საფრანგეთთან.
იტალიას სულ ცოტა დააკლდა ინგლისის წინააღმდეგ პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად.
საქართველო ორივე მატჩში თამაშში რჩებოდა დიდი ხნის განმავლობაში.
რაც
შეეხება შოტლანდიას, გუნდი, რომელიც 33 ქულას მოიპოვებს ახალ ზელანდიასთან და 5 ლელოს დაუდებს, რაღაცას ძალიან სწორად უნდა აკეთებდეს."
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველი ორი შეხვედრა ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკასთან დათმო. ჯგუფის უკანასკნელ მატჩს ხვალ, 12 ივნისს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: რთული იქნება 12 უძლიერეს შორის დარჩენა, მაგრამ...
U20. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს ნაკრები კლასით და სისწრაფით დაჯაბნა [VIDEO]