ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U20. ბრძოლაში ბედნიერნი და გამარჯვებულნი - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის საოცარი მატჩი მოუგო! [VIDEO]

U20. ბრძოლაში ბედნიერნი და გამარჯვებულნი - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის საოცარი მატჩი მოუგო! [VIDEO]

17 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ფიჯის 12:8 მოუგო.

თამაშს დაღი ტალახიანმა და მძიმე საფარმა დაასვა, დებიუტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მე-10 წუთზე მეტოქე ლელოთი წინ გაიჭრა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ სველი მოედნისა და ბურთის გამო იერიშების დაგვირგვინება ჭირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდი ამჯერად დერეფანს კარგად იყენებდა.

24-ე წუთზე, ლამაზი კომბინაციის შემდეგ ზურა ქავთარაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხი ხაზს დაადგა და მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ არ ჩათვალა.

33-ე წუთზე ვანგას ლელო ქავთარაძემ არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:5 წავაგეთ.

53-ე წუთზე მაღალი ბოჭვისთვის დანიშნული ჯარიმა ფიჯიმ გამოიყენა და 8:0 დაწინაურდა.

მერე მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. იოანე იაშაღაშვილმა მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა.

57-ე წუთზე მოწინააღმდეგის მოთამაშემ ტრავმა მიიღო, კაცნაკლულნი დარჩნენ, გაწითლებულ დროზე 20-ფაზიანი იერიში ლელოთი ვანო კარკაძემ დაააგვირგვინა და ჩვენმა გუნდმა საოცარი მატჩი მოიგო.

მადლობა "უმცროს ბორჯღალოსნებს" თავდადებისა და გამარჯვებისთვის.

ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია, სადაც ზედიზედ მეხუთედ ვიასპარეზებთ.

22 ივნისს იტალიასთან მეცხრე ადგილისთვის ომი გველის!

ხაზი | ბექები:

15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურა ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ლაშხი (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები:

1. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა:

16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

2 ლელო: იაშაღაშვილი, კარკაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი

ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბი, ირაკლი შაორშაძე

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი

ჯიპიესი: შავლეგ მახარაშვილი

• დათო

მადლიერება კარგი გრძნობაა, დაფასებახ და პატივისცემაც არ გაწყენდათ

• ბედუინი

ეს მწვრთნელები ეროვნულ ნაკრებში უნდა მოსინჯონ. მილტონას ძალიან დიდი მადლობ.ახალგაზრდულებში უცხოელები უნდა დაასაქმონ. .

• Londoni

სოსო !სულ გაგვემარჯოს ჭკვიანო ქართველო თქვენ გამზადებულ რეცეპტს აწვდით ქართველთა უ20ის ეროვნულიი ნაკრების მოქმედ მწვრთნელებს თანაც დროული ამომწურავი ანალზით თუ რა უნდა გამოასწორონ სანამ ჯერ ბრძოლა მიდის , ეხლა და არა მერე ,წლობით გაწელვით, მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს სისწრაფის გასაზრდელად 3-4 რაგბისტი 100 იარდს 11 წამიდან ამოსვლით მაინც უნდა გარბოდნენ თამაშისას დღეს გაგვაჩნია ამგვარი "რესურსი"გუნდში.სწრაფი და ამასთანავე საკმაოდ ფიზკურად ძლირი ბიჭები გვყვავს ეროვნულ გუნდში .ავსტრალიელ ან ახალზელანდიელ პროფესიონალ მწვრთნელს აუცილებლად ეყოლებოდა ან ეცდებოდა რომ ჰყოლოდა სისწრაფეზე სისწრაფით ლელოს დამდები რაგბისტი.....

• giorgi

Mrgvali burtitac chveni iyo odesgac ARA marto fexburti titqmis yvela saxeobashi

• გიო

რაგბი ჩვენი თამაშია, ქართული სული და ვაჟკაცობა გამოაჩინა ამ სპორტმა, ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის, თქვენს მშობლებს და ამღზრდელებს უფალი ფარავდეს ყველას დიდი მადლობა...

• სიმართლე

ოვალური ბურთის თამაში ჩვენია (მრგვალ ბურთზე არაფერს ვიტყვი)

• patrioti

აი რატომ გვიყვარს ქომაგებს რაგბი. აქ ნამდვილი კაცები არიან: სამშობლოზე გულანთებული, თავგანწირული, მუდამ მოსაგებად შემართული და ქვეყნისთვის თავგანწირული. ეს ყველაფერი თუნდაც მათ მიერ ეროვნული ჰიმნის შესრულებისას ნათლად ჩანს. გაუმარჯოს ქართულ რაგბს და მასში მოღვაწე ხალხს - საამაყო და ხელისგულზე სატარებელ ადამიანებს! რაგბი ჩვენი თამაშია!

• goga

ვინ თქვა და ქართული ფეხბურთის ერთუჯრედიანმა წურბელებმა, სავარჯიშო პროცესის დაგეგმის გაგებაში რომ არ არიან...

• ლაშა

აი რატომ აქვს აზრი ყოველთვის ბოლომდე ბრძოლას! რა ძალა რა ენერგია, ყოჩაღ ბიჭებო!

• goga

საერთოდ არ დავმჯდარვარ

• qar

ასეთ მოგებას აქვს განსაკუთრებული გემო და პეწი, ახლა მინდა ფიჯიმ შოტლანდიას გადაუაროს და დატოვოს გარეთ, მერე იქნებ იკადრონ და იფიქრონ ჩვენზეც იმ ბობოლებმა.

• როგითი

ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას.. ისე კი ეს წყვეტები, გაჭედვები და კიდე ათასი უბედურება მარტო რაგბი ტვ-ის რატო “ემართება” ? ნახევარ თამაშს გვაყურებინებენ ხოლმე თან ცუდი ხარისხით ოცდამეერთე საუკუნეში..

• mamuka09ze

გილოცავთ ბრძოლაში ბედნიერებო! ტქვენს ჟინს და ბრძოლისუნარიანობას გაუმარჯოს! მიყვარხართ სულით და გულით! კიდევ მრავალი გამარჯვება სამშობლოს და არა მარტო რაგბის მოედანზე!

• ქუჯი

მგონი უკვე დროა მწვრთნელიც შეიცვალოს( სადაც მილტონი გადის თამაშიდან ) ბიჭებმა ცოტა განსხვავებულად ბურთაობა რომ დაიწყონ. აი ზელანდიელი მწვრთნელი ბავშვებში ძალიან წაგვადგებოდა.

• London

Dიდი წინდახედულობა და მთელი თავით სწრაფად!!! წინსვლა გვმართებს ოთხ ოთხ წლობით რეგულარულად ელითის შვიდეულში შეღწევით ყველა მთავარ და ასაკობრივ ნაკრებების ჩათვლით უძლიერესებში ადგილის წინასწარ დაბევევბით.ბევრს მსოფლიო რაგბის ხელმძღბანელობაში ბიუროკრატ- კონსერვატორებიდან გულზე არც ვახატივართ ისეა აწყობილი მათვე მიერ გავარდნის სისტემა ამ ბონუსებით და ზოგჯერ მოგება წაგების გაუფასურებით და შემდეგში ურთიერთ მხარდაჭერითაც , რომ როცა "საჭიროა", გუნდების რეალური სიძლიერის იგნორირების მცდელობით ,ჩაერიონ ჩემპიონატების მსვლელობაშიც... მაგალითი სქოთებმა იმდენი ლელო დაუდეს ოლლ ბლექსს " "საჭირო" ბონუსის აღებით რომ ნუთუ ხელი ხელს ბანსო ? გვაფიქრებინეს.ყველაფერი გასათვალისწინებელია ზოგჯერ სუბიექტურ- ფანტასტიური მიზეზის ძებნითაც,და ჩვენც ვუწყობთ ხელს ამგვარ ვითარება გაურკვევლობასჩვენი ნელი ,ვადებში, წინსვლით ...აბა გავიხსენოთ აქ, ნისლიან ალბიოNში ეროვნული ნაკრების მიერ ძლივს მოგების ნიუანსები ნამიბიასთან 17-16 ზე.მსაჯის "ჩალიჩით" , კინაღამ რომ წაგვაგებინეს ჩვენზე სუსტ გუნდთან, ტონგასთან მოგების შემდგომ,რომ ჯგუფში მესამე ადგ ვერ დაგვეკავებინაა... და ეხლაც,რას "სჩადიოდა" ოკეანელების " სახის ფერის მქონე" მინდორზე მყოფი რეფერი ,და რომ არ გაეგდოთ ფიჯელი მოთამაშე ათი წუთით ,არასწორი ბოჭვისთვის გეიმის მეორე ნახევარში ვიდეო რეფერის გამეორების ჩარევით და მსაჯმა რატომღაც გამოტოვა ეს ბოჭვა არ დაფიქსირა, შეიძლება მართლა ვერ დაინხა...როგორ წავიდოდა თამაში, FიFთი-FიFთი ალბათობით. საინტერესოა ჩვენ მოვითხოვეთ? AM ბოჭვის ვიდეო გამეორება თუ? Yოჩაღები ვართ თუ დროულად შემჩნეულზე მივანიშნეთ ვიდეოს ჩარევა.მაშინაც ნამიბიასთან და ეხლაც ფიჯისთამ ქართულმა ჯიშმა და ბრძოლის უნარიანობამ იმარჯვა....მაგრამ მთელი თავით წინსვლა 5-6 გუნდზე მაინც გადაუდებლად სწრაფად მათზე წინწასწრებით გვმართებს, ელითაში უპრობლემოდ ყოფნისთვის თორმეტეულში დარჩენა-გავარდნის "ციებ-ცხელების" გარეშე, და ამგვარი წინსვლისთვის რაც გვესაჭიროება ყველამაც ვისაც მოეკითხებათ ჩემნაირ გულშემატკივრებზე არანაკლებად უწყიან....

• niko

ფეხბურთელებმა

• გიზოგ

ლომისობას გილოცავთ ლომებოოო! გაიხარეთ და სულ გამარჯვებულებს გევლოთ სამშობლოს სასახელოდ. გფარავდეთ ლომისის წმინდა გიორგის მადლი და ძალი.

• დათო

ვინ მოიგონა, რომ ქართველები ფიზიკურად ვერ ძლებენ იღლებიან სპორტში? აგერ ფიჯი დაღალეს კია რა და ქანცი გააძრეს, აბა!

• ნახალოვკელი

ჩემს უძლეველ ლომებს შემოვევლე. ვინც დისლაიკებს წერს ის არი ტუუუუუ

• სოსო

ადმინ,ფიჯელები ტრავმის გამო,57-ე წუთზე კი არ დარჩნენ უმცირესობაში,არამედ მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე და თანაც ეს, მე მგონი ეშმაკობა უფრო იყო,შერკინებაში მუდმივი დაჯარიმების გამო,ფიჯელებს ბურჯსაც გაუსიმბინებდა მსაჯი და საჯარიმო ლელოსაც ჩაუთვლიდა,ამიტომ ტრავმაზე დაყრდნობით არჩიეს ბურჯი გაეყვანათ და საქართველოსათვის შერკინებაში უპირატესობა წაერთმიათ.ჩვენ ხომ მიწოლის უფლება დავკარგეთ.გაიხსენეთ უელსში წაგებული ცნობილი მატჩი.არ ვამბობ,რომ ტრავმა არ მიიღეს,მაგრამ არა მგონია არ ჰყოლოდათ სხვა ბურჯი,რომელსაც ტრავმირებულის ადგილზე დადგომა შესძლებოდა..რეალურად ფიჯი ძალიან ძლიერი ნაკრებია და ვნახეთ,რომ ხუთ მეტრიან ზონაში მათ დაჯარიმებას ვერ ვახერხებდით,ვერც მოლით ვავიწროვებდით და ერთადერთი,რამაც გამარჯვება მოგვიტანა,გამარჯვების შეუდრეკელი ნება იყო.ქება და დიდება ჩვენს ბიჭებს ამისათვის.ახლა იტალიასთან დაგვრჩა სათამაშო და ვიცით როგორი პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათთან თამაშს, ჩვენთვისაც და მათთვისაც.ასე რომ უკვე მოუთმენლად ველი ამ თამაშს,კიდევ ერთი ნერვების წყვეტით და გამარჯვების იმედით. ამ ოთხმა თამაშმა გვიჩვენა,რომ ნაკრებს ძალიან უჭირს შეტევაში ქულების მოგროვება.ვერც ერთ თამაშში ვერ ავიღეთ 20 ქულაზე მეტი.იმედია იტალიასთან შევძლებთ უფრო მაღალ სიჩქარეებზე თამაშს და უფრო შედეგიანი რაგბის თამაშს,არ მინდა,რომ ჩვენი გუნდი ყველაზე ჩაკეტილ რაგბის თამაშობდეს ტურნირზე.რაგბი ხომ დადებული ლელოებითაა ლამაზი.

• N

საოცარი თამაში იყო. ასეთი თავდადება ნებისმიერ სპორტში ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ასაკის გუნდს შეშურდება! ვულოცავ გმირებს!!! ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში ფეხზე ვიდექი: დაჯდომა არ შემეძლო! ახლა იტალიასთან გვაქვს "სისხლი ასაღები" დიდების დამარცხებისათვის!!!

• გულშემატკივარი.

უყურეთ და ისწავლეთ ბრძოლა, სპორტში და ცხოვრებაშიც. პ.ს. კიდევ ერთხელ მაგრძნობინეს ქართული ჟინი.. მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის.

• გოგა

გილოცავთ ბიჭებო

• შალვა 73

ლომის ბოკვერებო, ალალი იყოს ჩემი დაკარგული ხმა თქვენთვის, მადლობა თქვენს აღმზრდელებს, მადლობა უსაზღვრო სიხარულისთვის, მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვის. მ ა დ ლ ო ბ ა!!! რაგბი ჩვენი თამაშია!!! ლელო, ლელო, საქართველო!!!

• ფიჯუკელი

გოლიათებო, ანტლანტებო და ტიტანებო!

• ნიკ

ქართველებო გილოცავთ გამარჯვებას! გაწითლებულ დროში 20-ზე მეტფაზიანი შეტევის ლელოთი დამთავრება უდიდესი ნაბიჯია ქართული რაგბის მაღალ დონეზე განვითარების გზაზე

• დიდგორელი!

თქვენ ხართ ლომები! თქვენ ხართ გმირები! თქვენ ხართ საქართველო!

• დათო

ლომებო! არწივებო! - არა ფასკუნჯებოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!

• კკკ

ვაუ! ახლა იტლიასთან მოგებით ასმაგი ფასი დაედება ამ გამარჯვებებს, ისევე როგორც დამარცხების შემთხვევაში, ძალიან გაუფერულდება ყველაფერი, თუმცა მჯერა, რომ იტლიას დადებენ ბეჭებზე!

• batu

75 წუთზე ბურთი რომ დავკარგეთ გული გამიჩერდა კინაღამ,მაგრამ მერე ამათ რა ბრძოლის ჟინიც გამოავლინეს ამისთვს ღირდა ყველაფერი.დიდი მადლობა ,გენაცვალეთ,არ ვიცი სიტყვებს ვერ ვპოულობ..უუუ თქვენ გენაცვალეთ!!!!!!!

• ქუთათური

გილოცავთ ყველას და განსაკუთრებით ბიჭებს-ქართველ ლომებს... ღირდა ნერვიულობად... გილოცავთ

• Gio

მომკალი და ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების. საცოდაობა იქნებოდა წაგება. გილოცავთ ლომებო

• Zero

გილოცავთ ყველას, ბიჭებს დიდი მადლობა ხასიათისა და შემართებისთვის, კი გვანერვიულეთ, მაგრამ .....

• TanoLife

სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს! ჯეროდათ გამარჯვების და გაიმარჯვეს კიდეც! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაგბში ყველაზე ღონიერები ვართ! გენაცვალეთ ლომკაცებო!

• გიორგი

გილოცავთ! ეს მარტო ხასიათის კიდევ ერთი, მერამდენე უკვე, გამოვლენა არ არის. რეალურად რა შეუძლიათ ამ ბიჭებს მაშინ ავლენენ როცა მარცხი გარდაუვალი ჩანს. იმის თქმა მინდა მინდა რომ გაცილებიტ მეტი შეუძლიატ ვიდრე ჯერ ჯერობიტ გამოავლინეს და იტალისთან ეს პოტენციალი უნდა დადონ!

• გულშემატკივარი

ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებებმა (გინდა დიდებმა და გინდა პატარებმა), მოწინააღმდეგეებთან შეთანხმებით, ყველა მატჩი უნდა დაიწყონ პირდაპირ მეორე ტაიმიდან და საწყისი ანგარიში უნდა იყოს 0:10 ან 0:15!!! ))))))

• კობა

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. გვარიანად კი მანერვიულედ მაგრამ ნამდვილად ღირდა ეგ ნერვიულობა. გილოცავთ და მომავალში უფრო წინ წაგეწიოთ. ჟილკა და ძალა კი გაქვთ სამაგისოდ. ცოტა სისწრაფე და ფეხით მოკლე პასები და გაისად მაღალ ადგილებისთვის გებრძოლოთ უფრო. დიდი მადლობა იმისთვის ბიჭებო რასაც მოედანზე აკეთებთ. წარმატებები ლომებო!

• შოთა

ჯიგრით, ხასიათით და მონდომებით მოვიგეთ თორემ არ იყო ჩვენზე სუსტი გუნდი

• Bacho

Genacvalet bijeboo

• ლეო

აი ქართული სული და ბრძოლის ჟინი! თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! კიდევ ბევრი გამარჯვებები გელოდებათ!!!

• დათო

ფიფელები ფაითრებულები და ქართველები გაშავებულები ტალახისგან, არც იწმენდნენ სახეს ისე ომობდნე - ლომები!

• ზას.

მადლობა ბიჭებს ჩემი გახარებისთვის,ღმერთმა სულ გაგამარჯვებინოთ სპორტში და ცხოვრებაში.

• გუჯა

დედა რა იყო ეს!? კინაღამ გავთავდი კაცი! ჯიგრიანი ბიჭები მოდიან ხალხო!

U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

U20. რა მატჩი! რა ემოციები! - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის მსაჯიანად მოუგო

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

U20. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან პირველი ტაიმი 0:5 წააგო

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ფიჯისთან