U20 - სამკვირიანი შეკრება "შევარდენზე"

AutoSharing Option
17 მაისიდან "უმცროსი ბორჯღალოსნები" 46-კაციანი შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 3-კვირიან შეკრებაზე შევიდა.

მსოფლიო რაგბის ზედიზედ ორი 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩაშლის (კოვიდ-პანდემია) შემდეგ მწვრთნელები აქცენტს 2022 წლის ჩემპიონატზე აკეთებენ და შეკრებაზეც 2002-03 წლებში დაბადებული მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც საერთაშორისო მატჩების არანაირი გამოცდილება არ აქვთ.

გაფართოებულმა ჯგუფმა პირველი, სასელექციო შეკრება 26 აპრილიდან 1-ელ მაისამდე უკვე გამართა, ამჯერად კი მზადება 7 ივნისამდე გაგრძელდება და მწვრთნელებს იმედი აქვთ, რომ გუნდი ზაფხულში მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ოფიციალურ ინფორმაციას, თუ რომელ ტურნირში ითამაშებს "უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო
ჩემპიონატამდე, უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

გუნდის მწვრთნელმა ლადო კილასონიამ განვლილ და მიმდინარე შეკრებებთან დაკავშირებით განაცხადა:

„პირველი შეკრება უფრო შერჩევითი ხასიათის იყო, ახლა კი შემადგენლობის კუთხით მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულები ვართ. რადგან 20-წლამდელთა ჩემპიონატი წელსაც არ ტარდება, აქცენტი 1 წლით უმცროს მორაგბეებზე გავაკეთეთ, რომელთა დიდ ნაწილს მაღალი მიღწევების აკადემიიდან ვიცნობთ“.

„შეკრებაზე 46 მოთამაშე გვყავს და ესაა ბირთვი, საიდანაც შეირჩევიან ის ბიჭები, რომლებიც ზაფხულში სავარაუდოდ გასამართ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი მიზანია, კვირიდან კვირამდე გავზარდოთ როგორც ტექნიკური, ასევე ტაქტიკური დავალებების მოცულობა, დავხვეწოთ სათამაშო კომპონენტები. რადგან ახალ მოთამაშეებთან გვიწევს მუშაობა, თავიდან ბოლომდე უნდა გავიაროთ სათამაშო სტილი. წინა 5-დღიანი შეკრებისას გარკვეული კომპონენტები გავაუმჯობესეთ, ახლა კი სამუშაოდ ბევრად მეტი დრო გვაქვს. გვექნება კონტაქტური, ორმხრივი თამაშებიც“.

შეკრებაზე არიან

შერკინება: თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), სერგი აბრამიშვილი (ხვამლი), გიორგი მამიაშვილი (ლელო), დავით გველესიანი (ლელო), გოჩა დიასამიძე (ბათუმი), გიორგი მაისურაძე (ლელო), ემზარ ხუჭუა (ხვამლი), ირაკლი აფციაური (ლელო), სანდრო ქუნთელია (ლელო), თაზო კევლიშვილი (არმაზი), ბადრი ციხისთავი (ლელო), ლაშა ფხაკაძე (აია), გუგა ღაინაშვილი (ლელო), ირაკლი სულეიმანაშვილი (ხვამლი), დავით არველაძე (ხვამლი), ალექსანდრე ბურდული (ლელო), გიორგი ქურხული (ვეფხვები), გიორგი ტერენტიევი (ლელო), რატი ზაზაძე (არმაზი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ნიკა სუთიძე (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), ოთარ ჯალაღონია (ლელო), პაატა გალდავა (აია);

ხაზი: კოტე იაშვილი (აკადემია), დავით ხუროშვილი (ლელო), ლუკა არჩვაძე (ლელო), გიორგი კურტანიძე (ლელო), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები), დავით ბაიაშვილი (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), გიორგი ჩიქოვანი (ლელო), თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), დიტო ბერაია (ლელო), რატი ბერაია (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), საბა ლიპარტელიანი (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ხარები), შალვა აფციაური (ლელო), საბა არაგველი (ხვამლი), ლუკა კვენეტაძე (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო), საბა არჩვაძე (ლელო), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), გოგიტა რიკაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, თორნიკე ბუბუტეიშვილი
ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
ექიმი: ოდისეი სადოევი
ოსტეო: ირაკლი შაორშაძე
ფიზიო: რომან სახოკია
ვიდეოანალიტიკოსი: ვლადიმერ კუპრეიშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი


მკითხველის კომენტარები / 1 /
არ არის სამართლიანი. 2000 წელს ანდ 2001 დაბადებულები გავტოვეთ? ჩემი აზრით მათი ზრდისთვის რაიმე პროგრამა უნდა შედგეს, ამხანაგური თამაშების სერია უნდა დაინიშნოს.
haha
10:50 18-05-2021
0