რადგან ორივე გუნდს მოთამაშეთა საქმეში ხილვა სურდა, თამაში ოთხ ბლოკად დაიყო და გუნდებმა 20-20 წუთიანი ტაიმები ითამაშეს, ორი ტაიმის შემდეგ დიდი შესვენებით.
დებიუტში ფრანგები დაწინაურდნენ, რაზეც ნიკა ლომიძემ ლელოთი უპასუხა. კარგად თამაშობდა ხაზი და რამდენჯერმე სახიფათო კონტრშეტევა განვახორციელეთ. ნიკოლას რაგოევს ჩვენი 22-იდან დაწყებული შეტევის შემდეგ ლელოც უნდა გაეტანა, მაგრამ მსაჯმა ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირა და პირველი 40 წუთი 5:19 დასრულდა, საბოლოოდ კი მეტოქემ 36:5 იმარჯვა.
„გუნდი
„თამაშის გარკვეულმა ნაწილმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა გამოჩნდა, რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. სამწუხაროდ, აქამდე თამაში ვერ მოვახერხეთ და მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ კონტურები მოვხაზეთ, ახლა კი დავინახეთ რაზე გვაქვს მეტი ყურადღება მისაქცევი. ფრანგებთან შეხვედრამ, როგორც მწვრთნელებს, ასევე მოთამაშეებს დაგვანახა სად ვართ და სასარგებლო გამოცდილება შევიძინეთ“.
"უმცროსი ბორჯღალოსნები" შინ 20 მაისს ბრუნდებიან, ცოტას დაისვენებენ და მომდევნო საკონტროლო მატჩებისთვის გააგრძელებენ მზადებას. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველოს ინგლისის 20-წლამდელთა პირველი შემადგენლობა ეწვევა და ქართველ თანატოლებთან 27 მაისსა და 1 ივნისს ორ საკონტროლო თამაშს გამართავს. შეხვედრები „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება და ქომაგს "უმცროსი ბორჯღალოსნების" სამხრეთ აფრიკაში გაცილების შესაძლებლობა ექნება.
„საერთაშორისო დონეზე დრო საკმარისი არასდროსაა, მაგრამ რა მოცემულობაც გვაქვს, იმას უნდა მოვერგოთ. ვეცდებით მოკლე დროში ინგლისთან თამაშამდე განვახორციელოთ საჭირო ცვლილებები“ – დაამატა კილასონიამ.
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი წელს, 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. საქართველო გ ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს, რის შემდეგაც ფლეი ოფის კიდევ ორი შეხვედრა ელის.
საფრანგეთი U20 – საქართველო U20 36:5 (19:5)
საქართველო
ხაზი: 9. დავით ხუროშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 11. საბა არჩვაძე (ლელო), 12. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 15. ვაჟა მიქაძე (ლელო).
მარქაფა: ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), ლუკა უნგიაძე (არწივები), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), გიგა თუთისანი (კლერმონი), დავით მჭედლიშვილი (ლელო), გიორგი ქურხული (პროვანსი), დავით ვარდანიძე (აია); ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), დიტო ბერაია (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა კობაური (პერპინიანი).
Rugby.ge