"უმცროსი ბორჯღალოსნები" | ინგლისთან ორმატჩიანი სერიისთვის

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ლადო კილასონიას შეგირდები ქართველი ქომაგის წინაშე ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 27 მაისსა და 1 ივნისს, თბილისში, „ავჭალაზე“, მათი მეტოქე ინგლისის 20-წლამდელთა გუნდი იქნება, რომელიც საქართველოს უძლიერესი შემადგენლობით ეწვევა შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს 20-წლამდელებს ინლისის პირველი გუნდის წინააღმდეგ აქამდე არასდროს უთამაშიათ.

„ინგლისის 20-წლამდელთა პირველი გუნდის სტუმრობა ძალიან მაგარი ფაქტია და მადლობა ამისათვის რაგბის კავშირს, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია. ყველამ კარგად იცის, როგორი სარაგბო პოტენციალის ქვეყანაა ინგლისი. ვნახეთ ჩვენი მომავალი მეტოქის თამაში. მათ
მობილური, დიდი ბიჭებისგან დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ. მსოფლიო ჩემპიონატამდე ინგლისის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანი იქნება“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია და განაგრძობს:

„საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშის შესაძლებლობა, მით უმეტეს ასეთი დონის მეტოქის წინააღმდეგ, იშვიათად ეძლევა. გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ ის ჩვენთვის მე-16-ეა. ამ ბიჭების ნაწილი, საკუთარი ქომაგის წინაშე პირველად წარსდგება ნაკრების კვართით და მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქომაგის აქტივობას, 27 მაისს და 1 ივნისს სიამოვნებით ვიხილავთ და ვითამაშებთ სავსე ტრიბუნების წინაშე“.

40 მორაგბით

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ აღდგა და წელს სამხრეთ აფრიკაში, 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მზადების ბოლოსწინა ეტაპს გადიან. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, მორაგბეებმა ორიოდე დღე დაისვენეს და 40-კაციანი შემადგენლობით შეკრებაზე შევიდნენ. მწვრთნელები ამჯერადაც მოისაკლისებენ ლეგიონერთა დიდ ნაწილს, რომელთა კლუბები საფრანგეთის ჩემპიონატის ფლეი ოფებში არიან გასული.

„მოსამზადებლად ორი სრული სავარჯიშო დღე გვაქვს, მესამე დღეს კაპიტნის ვარჯიში, მეოთხე დღეს კი ინგლისთან პირველი თამაში გვიწევს. საფრანგეთიდან მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერის ჩამოყვანა მოხერხდა და წინასწარ არ ვიცით ვინ როდის დაგვემატება, რაც სირთულეებს ქმნის. ინგლისთან ორმატჩიანი სერია მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა ეტაპია. სამხრეთ აფრიკაში 13 ივნისს მივდივართ გუნდი საბოლოო სახეს ამ პერიოდისთვის მიიღებს“ – აღნიშნავს კილასონია.

ერთი კვირის წინ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" „მარკუსის“ ბაზაზე საფრანგეთის 20-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ მართვადი თამაში გამართეს, რომელიც ოთხი 20-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და შემადგენლობები მუდმივად იცვლებოდა. გამარჯვება მასპინძელ საფრანგეთს დარჩა – 36:5:

„ვეცდებით უფრო აგრესიულები ვიყოთ კონტაქტის არეში და გამოვასწოროთ შეცდომები. როდესაც მოსამზადებლად ასეთი მცირე დრო გაქვს, აქცენტის გაკეთება მხოლოდ მთავარ ფაქტორებზე გიწევს. ვეცდებით უკეთესი რაგბი ვითამაშოთ და თუ ყველაფერი კარგად გამოგვივა, ეს ანგარიშზეც აისახება“.

ინგლისთან ორმატჩიანი სერიისთვის ემზადებიან

შერკინება: ლუკა უნგიაძე (არწივები), ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), ონისე იოსელიანი (აია), ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), დავით ბერიძე (ლელო), გიორგი ჭუმბურიძე (აია), დავით მჭედლიშვილი (ლელო), ბექა ბერიძე (ბათუმი), ვანო ნუცუბიძე (ლელო), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ნიკოლაძე (აია), მურთაზ ცხადაძე (არესი), ოთარ კინწურაშვილი (ანგულემი), ნიკა ლომიძე (ხარები), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), დავით ვარდანიძე (აია), ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), ანდრო დვალი (ლელო);

ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), გელა ხელაძე (ლელო), პეტრე ხუციშვილი (ლელო), ზურაბ ფირცხალაიშვილი (ბათუმი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი), დიტო ბერაია (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ლელო), ლუკა კობაური (პერპინიანი), საბა არჩვაძე (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო), სანდრო დარძულიძე (ლელო), შალვა აფციაური (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა კეშელავა (არმია).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.