"უმცროსი ბორჯღალოსნები" ინგლისთან ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
"ავჭალაზე" ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან 36:41 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მიმდინარე პლეი-ოფების გამო "უმცროს ბორჯღალოსნებს" ლეგიონერთა ძირითადი ნაწილი ვერ დაეხმარა, მიუხედავად ამისა, მეტოქეს ბრძოლა გაუმართეს და მოგების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა, პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 24:15 მოიგო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

მეორე მატჩი 1-ელ ივნისს გაიმართება.

თბილისი. ავჭალა. 2000 მაყურებელი
საქართველო U20 – ინგლისი U20 36:41

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი
ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 17. ლუკა უნგიაძე (არწივები), 18. ბექა ბერიძე (ბათუმი), 19. დავით ვარდანიძე (აია), 20. ანდრო დვალი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. გიორგი ხაინდრავა (ლელო); 24. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 25. ლუკა კობაური (პერპინიანი), 26. ლუკა კეშელავა (არმია), 27. მურთაზ ცხადაძე (არესი), 28. ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), 29. დავით ბერიძე (ლელო), 30. საბა არჩვაძე (ლელო).

6 ლელო: საჯარიმო (7-ქულიანი), სახელაშვილი, ცირეკიძე (2), ცხადაძე, ხონელიძე

2 გარდასახვა: ხუციშვილი, ფირცხალაიშვილი

მკითხველის კომენტარები / 4 /
საღოლ ბიჭებს რაც არ უნდა მეხუთე სასტავი გამოეყვანათ იმათ რადგან წაიყვანეს ესიგი ძირითადში მოიაზრებიან მთელი გუნდი ხო არ წავა სახლში რადგან მწვრთნელას არ მოეწონა ესეიგი მაგარი შედეგია
ნოდო
21:21 27-05-2023
0
წაგება არაფერს ნიშნავს.მთავარი,ძლიერ გუნდებთან თამაშის მიჩვევა იყო!ნახეს,რომ მათთან თამაში შეიძლება და ჩემპიონატზე,არავისი შიში აღარ ექნებათ!ნეტავი კიდევ რამდენიმე თამაშის საშუალება გვქონდეს.
სოსო
22:41 27-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.