მანამდე, თითქმის მთელი 75 წუთი, მასპინძლები დომინირებდნენ და ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოს იყვნენ. 15-კაცა რაგბში საქართველოს ინგლისი არც ერთ ასაკობრივ დონეზე არ დაუმარცხებია, 20-წლამდელებში კი სულაც პირველად ეთამაშა.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სათითაოდ ყველა მოთამაშეს, რომლებიც დღეს მოედანზე გავიდნენ. მაყურებელი ნახავდა, რომ თამაშის მსვლელობისას შემადგენლობა სამჯერ შევცვალეთ. დამწყებებმაც, გამგრძელებლებმაც და დამაგვირგვინებლებმაც, მოედანზე სული და გული დადეს, მაგრამ ინგლისი ძალიან მაღალი
„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის თანახმად აქცენტი კეთდება როგორც გუნდის ჩამოყალიბებაზე, ასევე გამოცდილების მიღებაზე და შეცვლების სიმრავლეც ამითაა განპირობებული. მოთამაშეებზე სათამაშო დრო თანაბრად გადავანაწილეთ და ასეთ პირობებშიც გვქონდა გამარჯვების შანსი. როდესაც გულით თამაშს ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები ახლდა, ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ მთელი 80 წუთის განმავლობაში ამის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ“.
სამხრეთ აფრიკაში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, "უმცროს ბორჯღალოსნებს" დასკვნითი საკონტროლო თამაში ელით. კილასონიას შეგირდები ინგლისს მეორედ 1 ივნისს, ასევე „ავჭალაზე“ ერკინებიან და ქომაგებს მათი ტურნირზე გაცილების კარგი შესაძლებლობა ექნებათ.
რა ცვლილებები იქნება მომავალი თამაშის წინ?
„ვიდეო-ანალიზი და ბიჭების ფიზიკური მდგომარეობა გვაჩვენებს, რა ცვლილებები გვექნება მეორე მატჩში. საფრანგეთიდან ველით ლეგიონერთა ნაწილს. ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. მთლიანობაში, ინგლისთან 10-მდე მორაგბე დაგვაკლდა და მათ ნაწილს უახლოეს პერიოდში ველოდებით, ნაწილი კი პირდაპირ სამხრეთ აფრიკაში შემოგვიერთდება“ – აღნიშნავს კილასონია.
Rugby.ge