საქართველო 4 ივლისს, ჩვენი დროით 13 საათზე, იტალიას ეთამაშება. მომავალ შეხვედრას ორივე გუნდი თითო გამარჯვებით ხვდება. იტალია პირველ ტურში არგენტინასთან 15:43 დამარცხდა, სამი დღის წინ კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკას 34:26 სძლია და ბონუსიც აიღო. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ ტურში სამხრეთ აფრიკას 10 ქულით ჩამორჩნენ (23:33), არგენტინა კი მშრალზე დატოვეს და 20:0 დაამარცხეს.
იმ თამაშის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ტრავმირებული კვაჭის, ნიკა ბაბუნაშვილის ნაცვლად
სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა გიორგი მამაიაშვილმა და ირაკლი აფციაურმა, მეორეხაზელმა გურამ ღანიაშვილმა და მესამეხაზელებმა – რატი ზაზაძემ, ლაშა ციხისთავმა და ნიკა ლომიძემ. უცვლელია ღერძი და ხაზი. ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი შველიძე, შალვა აფციაური, პეტრე ხუციშვილი და დავით ხუროშვილი ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ, ლუკა ხორბალაძე კი სასტარტოში მეორედაა.
მარქაფაში ორი ახალი სახეა – ბურჯი ბადრი ციხისთავი და კვაჭი თამაზ ჭამიაშვილი. წინა მატჩში სასტარტო იყო და ახლა შეცვლაზეა მეორეხაზელი გიორგი გერგედავა. მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯმა ლაშა ფხაკაძემ, მესამეხაზელმა თორნიკე ღანიაშვილმა, 9 ნომერმა ალექსანდრე ჯიღაურმა და ხაზის მოთამაშეებმა – ნიკოლას რაგოევმა და ვაჟა მიქაძემ.
„გუშინ დაბალი, დღეს კი მაღალი ინტენსივობის ვარჯიში გვქონდა და ორივემ კარგად ჩაიარა. იტალიას ბოლო წლებში ერთ-ერთი უძლიერესი 20-წლამდელთა ნაკრები ჰყავს. წელს მას "ექვს ერზეც" კარგი შედეგები ჰქონდა. არგენტინასთან მწარე მარცხის შემდეგ მათ შეძლეს და მასპინძლებს მოუგეს, რაც ჩვეულებრივ გუნდს არ შეუძლია. ის არის კარგად მომზადებული, მებრძოლი ხასიათის გუნდი, რომელიც კარგად იყენებს თავის ძლიერ მხარეებს და ეს სამხრეთ აფრიკასთან მატჩმაც დაგვანახა. ჩვენი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დეტალებს, რომლებიც ჩვენი აზრით, გადამწყვეტი იქნება. ვფიქრობ, მაყურებელი ორი ხისტი ხასიათის გუნდის საინტერესო ჯახს იხილავს“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
4 ივლისი. სამშაბათი. 13:00 (საქ. დრო)
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
იტალია – საქართველო
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge