"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალიაში გასამართ "ექვსი ერის" 18-წლამდელთა ფესტივალამდე საფრანგეთში, "ლიონის" თანატოლთა გუნდთან ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და მეტოქე 36:7 დაამარცხა.

"ლიონმა" საქართველოს სათანადოდ უმასპინძლა და მატჩიც "ლიონის" პირველი გუნდის საშინაო არენაზე, "სტად მატმუტზე" შედგა, მაგრამ წვიმამ გუნდებს ტექნიკისა და ტაქტიკური მონახაზების სათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა არ მისცა. მიუხედავად ამისა, საქართველო სრულ უპირატესობას ფლობდა, ტაიმებში 3-3 ლელო გაიტანა და 36:7 გაიმარჯვა.

„გუნდის სახელით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ჩვენი თამაშების დაწყების დრო ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა გადამწყვეტ მომენტს ყველამ ერთად ვუყურეთ და ძალიან გავიხარეთ“ – განაცხადა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა პაატა მაისურაძემ:

„რაც შეეხება თამაშს, ამინდმა გეგმების განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. წვიმის ფონზე ბევრი იყო ტექნიკური წუნი და ხაზში უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. მოცემულობიდან გამომდინარე, აქცენტი კონტაქტის არეზე გაკეთდა, რაშიც დომინანტები ვიყავით და მოლით არაერთი ლელო გავიტანეთ. კარგად ვიმუშავეთ დაცვაში და მხოლოდ ერთი ლელო გავუშვით. გამოწვევა იყო ახალი წესები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ბოლო მომენტში მივიღეთ და ეს თამაში ადაპტაციისთვისაც კარგი იყო“.

ლიონი. "სტად მატმუტი". ამხანაგური მატჩი (U 18)

ლიონი – საქართველო 7:36 (7:17)

საქართველო:

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. დათა ახვლედიანი (ლელო), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (ისფვიჩი), 18. იკა კვარაცხელია (ლელო), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. თორნიკე ტორაძე (აია), 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. საბა შარვაშიძე (აია), 24. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 25. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 26. არჩილ ნოზაძე (ყოჩები).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

6 ლელო: შველიძე, ეზიაშვილი, არჩვაძე (3), კუმარიტოვი

3 გარდასახვა: წიკლაური, სირბილაძე (2)

Rugby.ge

დიმა
კიდევაც დაიზრდებიან .... ! გამარჯვების ჟინი არ მოგკლებოდეთ, ლომებო! სულ ზევით-ზევით .... !
კოლხიდელი
მოდის,მოანგრევს,ახალი გამარჯვებების მომტანი ახალი თაობა!მათ გაუმარჯოს!!!
mamuka09ze
ყოჩაღ, ბიჭები. ასე გააგრძელეთ იტალიაშიც! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
18 წ. | უელსთან 8 ცვლილებით
18 წ. | საფრანგეთისა და ექვსი ერისთვის მზადება გრძელდება
18 წ. | დემეტრე დევდარიანი - ინგლისური გამოცდილებით საფრანგეთთან და ექვსი ერის ფესტივალზე
18 წ. | ზედიზედ მეექვსედ - საქართველო ევროპაში პირველია!
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალზე იტალიასთან, უელსთან და ირლანდიასთან
ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - მესამე ნაწილი