U20. რა მატჩი! რა ემოციები! - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის მსაჯიანად მოუგო

AutoSharing Option
2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ფიჯი 40:36 დაამარცხა.

თამაში მართლაც საინტერესო და ლამაზი სანახავი გამოვიდა: დებიუტში ლაგვილავამ ყვითელი ბარათი მიიღო, მიუხედავად კაცნაკლულობისა ინიციატივას ქართველი მორაგბეები ფლობდნენ და საჯარიმოდან ცირეკიძემ დააწინაურა. შემდეგ მან კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა. ამას მეტოქის სწრაფი კონტრშეტევისას ლამაზი ლელო მოჰყვა, ზუსტადაც გარდასახეს და წინ გავიდნენ. თუმცა, კარგად აგორებული მოლის შედეგად ხახუბიამ ლელო გაიტანა, ცირეკიძემ კი უზადოდ გარდასახა. მერე ცირეკიძემ მორიგი ჯარიმის რეალიზება მოახერხა. ფიჯელები შერკინებაში აშკარად იჩაგრებოდნენ და არბიტრმა ყვითელი
ბარათი ნასაუს უჩვენა. მორიგი იერიშისას ლელო ბურთიკაშვილმა დადო, ხოლო ცირეკიძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა. ბოლოს მოწინააღმდეგემ ლელოთი სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმი 21:12 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვიზავი მოგვეძალა, დვალმა ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი „უმცროსი ბორჯღალოსნების“ შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა - კოტორაშვილის გარღვევა გერგედავამ დააგვირგვინა, ცირეკიძემ გარდასახა, თუმცა მეტოქემ ორი ლელოთი და არაზუსტი გარდასახვებით გვიპასუხა. შემდეგ ლომიძის გარღვევას ლელო მოჰყვა, ცირეკიძემ გარდასახა. ამას ფიჯელთა მიერ ლელო-გარდასახვით ანგარიშის შემცირება მოჰყვა. ცოტა ხანში კვესელავამ ლელო დადო, ცირეკიძემ ვერ გარდასახა. ფიჯი იერიშებისას უფრო სწრაფი იყო, ისევ შეამცირა ანგარიში (40:36), შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა, ბოლოს კილასონიას შეგირდებმა შეუტიეს, ქუნთელიამ და კოტორაშვილმა ტრავმები მიიღეს და ვიხილეთ მიკერძოებული მსაჯობა - აგორებული მოლის შედეგად ჭამიაშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ არ ჩათვალეს. გაწითლებულ დროში მეტოქე იერიშზე გადმოვიდა, ცხადაძეს ყვითელი ბარათი უჩვენეს, თუმცა ჩვენმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა.

მე-9-10 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, ირლანდიასთან მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა (16:22), ხოლო იტალიას 28:17 მოუგო.

სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – ფიჯი 40:36

საქართველო

ხაზი:
15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა:
16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).

მკითხველის კომენტარები / 22 /
ამდენი ლელოს გაᲨვება ისე რომ წინააᲦმდეგობს საერᲗოდ ვერ ვუწევდიᲗ ლამის დამᲦუპველი გამოდგა.ნუᲗუ არ ᲨეიᲫლებოდა რამე დაგვეპირისპირებინა და ამხელა მოპოვებული უპირატესობა არ გაგვენიავებინა?!მწვრᲗნელის ხელი(Ჭკუა) არ ეტყობა ნაკრებს და მხოლოდ ინსტიქტებიᲗ მოქმედებენ.
გია
06:44 16-07-2024
0
ძალიან სასიხარულოა,ეს გამარჯვება!გილოცავთ!ბიჭებმა,თანაც ორივე მხრიდან,თავები გადადეს და ყველაფერი აჩვენეს,რაც შეეძლოთ.ძალიან სანახაობრივი და მხიარული მატჩი გამოვიდა,თუმცა ასე ადვილად და უდრტვინველად ლელოების გაშვება,ვერც ერთ მხარეს ვერ ამშვენებს.კი,ფანტასტიკური სილამაზის მარაოებს შლიდნენ ფიჯელები და ასევე ულამაზეს ლელოებს გვიდებდნენ,მაგრამ სისტემატურად რომ გიკეთებენ,ესე იგი,შენ არ უშლი ხელს,თორემ რატომ სხვა ნაკრებებთან ვერ გაჰქონდათ ამდენი?ზუსტად ასევე ჩვენი ლელოებიც.სათამაშო დისციპლინას არც ერთი მხარე არ იცავდა და სწორედ აქედან იყო,ამდენი გარღვევა და რეიდი.გულშემატკივარმა,განსაკუთრებით გამარჯვებული გუნდის გულშემატკივარმა(ჩვენ),ასეთი სანახაობით დიდი სიამოვნება მიიღო,მაგრამ არა მგონია მწვრთნელებიც ასეთივე ნასიამოვნები იყვნენ,თამაშის ხარისხით და დისციპლინით.ისევ იტალიასთან გვიწევს თამაში და ერთ ტურნირზე,ერთი გუნდის ორჯერ დამარცხება,ძალიან ძნელია,მაგრამ თუ გავიმარჯვეთ,ფსიქოლოგიურად ძალიან დავჩაგრავთ და ჩვენი ფსიქოლოგიური უპირატესობაც ძალიან გაიზრდება.სწორედ ამას გისურვებთ,ბიჭებო.
სოსო
01:48 16-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.