U20. იტალია საქართველოსთან ისევ უშანსოდაა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კვლავ ბონუს ქულით სძლიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 24:13 დაამარცხა.

მძიმე გაზონზე ჩატარებულ შეხვედრაში უპირატესობას თავიდან იტალიელები დაეუფლენ და საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რის შემდეგაც „უმცროსი ბორჯღალოსნები“ შეტევაზე გადავიდნენ, გერგედავამ ლელო დადო, გარდასახვის რეალიზება კი ცირეკიძემ ვერ მოახერხა. ცოტა ხანში მეტოქემ საჯარიმო გამოიყენა. გაწითლებულ დროში ქართველთა მრავალფაზიანი იერიში წულუკიძის ლელოთი და ცირეკიძის გარდასახვით დაგვირგვინდა და პირველი ტაიმი 12:6 დასრულდა. თან მსაჯმა მეტოქის მოთამაშეს, პისანის ყვითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები დომინირებდა, ქევხიშვილმა მოწინააღმდეგე ლამაზად დაალელოვა, ცირეკიძემ გარდასახა.
მერე ვნახეთ თაყაიშვილის სოლო-რეიდის შედეგად კეშელავას ლელო (ცირეკიძემ ვერ გარდასახა). ვიზავიმ ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა და საბოლოოდ - 24:13.

შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე კილასონიას გუნდმა იტალიას ასევე ბონუს ქულით 28:17 მოუგო. საერთოდ კი, რომ არა ირლანდიასთან არაობიექტური მსაჯობა, ჩვენი გუნდი ტურნირზე უკეთეს შედეგს აჩვენებდა.

საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, ირლანდიასთან მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა (16:22), იტალიას 28:17 მოუგო, ხოლო ფიჯი 40:36 დაამარცხა.

სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „ათლონ სპორტ სთედიუმი“

საქართველო – იტალია

საქართველო 24:13

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 10. გელა ხელაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა კობაური (ლეუკატე), 23. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეგ შოტლანდია სადაა?რაც გავარდა ვერ დაიბრუნა ადგილი თუ დაიშალა
ამე
08:21 20-07-2024
1
დამთავრდა ჩემპიონატი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ჩვენმა ნაკრებმა,ვერ მოასწრო,გუნდად შეკვრა და ამას,ტურნირის მიმდინარეობის პროცესში ახორციელებდა.არცაა საკვირველი.ჩვენ ხომ ფაქტობრივად არ გვქონია,მოსამზადებელი თამაშები.კი,ამ თამაშშიც აშკარად ჩანდა,ჩვენი ნაკლოვანებები,მაგრამ მიუხედავად ამისა,მიუხედავად თითქმის ყველა მატჩში,მსაჯების მხრიდან ჩვენი დაჩაგვრისა,მაინც ღირსეულად გამოვიყურებოდით.მაგარი ბიჭები გვეზრდებიან,6 ერის გუნდებს,თითქმის ტოლ სწორად რომ ეთამაშებიან და სათანადო სათამაშო პრაქტიკაც რომ გვქონდეს,არავის დავუდებდით ტოლს.ხომ ვნახეთ როგორ თამაშობდა ინგლისი,ყველას გადაუარა,მაგრამ თუნდაც ამხანაგურ თამაშში,ჩვენ მათი დამარცხება შევძელით.შარშან,სულ ერთი ლელო დაგვაკლდა,მთელი ჯგუფურ ეტაპის განმავლობაში და ოთხეულში შევდიოდით.ახლაც,მსაჯი რომ არა,სავარაუდოდ ოთხეულში ვიქნებოდით.ეს უკვე შემთხვევითობა აღარ არის.ჩვენ უკვე გავდივართ,საუკეთესო ქვეყნების დონეზე.ახლა მნიშვნელოვანია,შევძლოთ ამ ბიჭებისათვის ზრდის დინამიკის შენარჩუნება და უძლიერეს კლუბებამდე მიყვანა.ვულოცავ ჩვენ ბიჭებს,ამ გამარჯვებას და დიდ მომავალს ვუსურვებ,ყოველ მათგანს.
პ.ს.ბოლო ადგილების გადათამაშებაში,უდაძაბულეს მატჩში,ესპანელებმა დამატებითი დროის მეორე ტაიმში დაუდეს ლელო,ფიჯელებს და ქვედა ლიგაში გაისტუმრეს.ფიჯელებს უკვე აღარ შერჩათ ენერგია,ჩვენთან ბრძოლის შემდეგ,ძალიან ცუდი ამინდის პირობებში,ძველებური სიკასკასით ეთამაშათ.
სოსო
02:33 20-07-2024
0