ალექსანდრე წულაია შოთა აფშინაშვილზე: "ბედნიერი ვარ, რომ მიეცა შანსი, ნორმალურ ცხოვრებასა და ოჯახს დაბრუნებოდა"
ზუსტად ერთი წლის წინათ ყოფილ მსჯავრდებულს, 23 წლის შოთა აფშინაშვილს სოხუმის "ცხუმმა" კონტრაქტი გაუფორმა და მის სპორტულ კარიერაზე პასუხისმგებლობა აიღო...

შარშან, 29 იანვარს, რუსთავის მე-17 დაწესებულებას "ცხუმის" ფეხბურთელები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ვასაძემ სწორედ ამ მატჩზე აღმოაჩინა შოთა აფშინაშვილი, რომელიც სასჯელს 2011 წლიდან იხდიდა. ახალგაზრდა კაცმა თავი გამოიჩინა - კარგი თამაშის წყალობით, თამაში მსჯავრდებულებმა მოიგეს.

ცოტა ხანში, "ცხუმის" პრეზიდენტმა ალექსანდრე წულაიამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აფშინაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება სთხოვა, რათა საფეხბურთო კლუბში ჩაერიცხა, კარიერულ წინსვლასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარებოდა...

საკითხი განიხილეს და აფშინაშვილი ვადამდე 4 თვით ადრე, 1-ელ მარტს პირობით გაათავისუფლეს. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო - ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინათ სასჯელს იხდიდა, ციხიდან პირდაპირ საფეხბურთო კლუბში მოხვდა. "ცხუმმა" ყველას აჩვენა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება რეალურად ზრუნვა ახალგაზრდის მომავალზე...

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და დავინტერესდით, როგორ წარიმართა აფშინაშვილის ცხოვრება. "ცხუმის" პრეზიდენტის თქმით, შოთა ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდება:

"თავიდან, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა, ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო თვისებებს ავლენს. გათავისუფლებიდან ზუსტად ერთ წელიწადში, შოთა აფშინაშვილმა გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ლიდერ "თბილისი 2016"-თან დუბლი შეასრულა, მოგვაგებინა და პირველ ადგილზე გადაგვიყვანა.

ახლა ის ისეთ კარგ ფორმაშია, დარწმუნებული ვარ, მაღალი ლიგების გუნდები დაინტერესდებიან.

შეიძლება ითქვას, აფშინაშვილი "ცხუმს" ვალს უბრუნებს. მისი გამოშვებისას ვამბობდი, რომ გვსურდა, შოთა დიდ ფეხბურთს დაბრუნებოდა და ეჩვენებინა, რა შეეძლო. ვიმედოვნებდი, რომ გამოადგება გუნდსაც და საკუთარ თავსაც.

ბედნიერი ვარ, რომ მიეცა შანსი, ნორმალურ ცხოვრებასა და ოჯახს დაბრუნებოდა. ამ შესაძლებლობას ის ღირსეულად იყენებს", - ამბობს წულაია.

მისივე თქმით, "ცხუმს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - გიორგი ფეიქრიშვილი, რომელსაც თბილისის "შევარდენი 1906"-ის აღმასვლა უკავშირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MARADONA
აქ არ შეიძლება უხამსი სიტყვები და რა თქმა უნდა სწორიცაა. მხოლოდ იმას ვეტყვი ზოგ ზოგიერთებს რომ ცხუმი იყო არის და იქნება ყოველი ქართველის დიდი სიყარული და ტკივილი. ცხუმი არის დიდი ქართველის გურამ გაბისკირიას შვილი, ცხუმი არის სოხუმის გუნდი და ქართველობას-განსაკუთრებით ფულიან ქართველობას ნამუს-სინდისი რომ ქონდეს თვალისჩინივით გაუფრთხილდებოდა და მოუვლიდა. მართალია ბევრია ქართველი რომელსაც სამწუხაროდ ეროვნულ თვითშეგნებას ვერ მოსთხოვ,მაგრამ რომ იძახი ვინ არის და საიდან მოვიდა ცხუმიო,თანაც ირონიით და ცინიზმით... არა ,გასაგებია რომ არ გცხვენია...გურამ გაბისკირია კი სოხუმის მერი და ცხუმის პრეზიდენტი იყო,რომელმაც მტრის წინაშე არ დაიჩოქა. გაანათლოს მისი წმინდა სული ღმერთმა...
irakli Apkhaidze
ნეტა იმათ თავებში და სულებში ჩამახედა ვინც ამ ფაქტს მასხრად იგდებს და და გულისამრევ კომენტარებს წერს
nini
სადაა და ვინაა ცხუმი?სად სოხუმი, რისი სოხუმი არა და არ ითამაშოთ სოხუმის სტადიონზე ხვალ
სოსო
კარგი საქმე გაუკეთებიათ და უფასდებათ კიდეც.წარმატებები ცხუმსაც და აფშინაშვილსაც. ნიკო, რას გულისხმობ წერაობაში?ამჟამად სხვა,ცოტა განსხვავებული მნიშვნელობა აქვს,რამდენადაც ქართული ვიცი.
სდასუ
კაი საქმე გაუკეთებიათ
nikos
უფრო მნიშვნელოვანი ვერაფერი ვერ აღმოაჩინე? სტატია ნამდვილად მომეწონა და რად უნდა ასეთი სულელური კომენტარები? ეგრე შეიძელება არასწორია და ბრტყელ ბრტყელი დეფისით იწერება თავს რომ იწონებ ენათმცოდნეობით
niko
1-ელ? ქართული ან სად ისწავლეთ ან წერა ან სტილი, ბრტყელ ბრტყელი სიტყვები, ან საერთოდ როგორ შეიძელება ყოველი სტატიის ავტორი საკუთარი ენის უცოდინრობით გამოირჩეოდეს. სპორტული პორტალი თუ სალტო მორტალე? ქართული ისწავლეთ თუ შეიძლება და მერე იწერავეთ
კ ო მ ბ ლ ე
სუდიას შეაგინა და 2011-ში 13 წელი მისცეს.
jj
კი მარა 2011-იდან თუ იჯდა 2012-ში ლამის ყველა გამოუშვენ ამინისტიით და ამას რა ქონდა ასეთი დანაშაული, რომ 2016-დე დატოვეს.D
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
"რეალი" და "ინტერი" არ ვეგონოთ - პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ - "ჩელსის" ფეხბურთელები იქადნებიან
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] "ეს ვინ თქვა?!" - მარესკა ფინალის წინ პსჟ-ისთან მატჩთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
ციხიდან პირდაპირ... ფეხბურთში! "ცხუმმა" ყოფილ პატიმარს კონტრაქტი გაუფორმა
მზიური (გალი)-ცხუმი (სოხუმი) 0:0 - შეხვედრა წარსულთან
სოხუმური დერბი - პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
საქართველოს მეორე ლიგის მატჩში ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს [VIDEO]
"შევარდენი 1906" - დაბალ ლიგაში დიდხანს დარჩენა სირცხვილი იქნება...
სოხუმის "ცხუმი": ტერიტორია არის, პრეზიდენტი სტადიონის აშენებაზე ჯერ ფიქრობს...
გიორგი ფეიქრიშვილი: ყაზახები წინ წავიდნენ
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."
გიორგი ფეიქრიშვილი ისევ ყაზახეთში დაბრუნდა
საფეხბურთო სკოლა და მოედანი - სოხუმის "ცხუმის" მფლობელის გეგმები