ზურაბ პეტრიაშვილმა საინტერესო ამბავი გვიამბო
ჩვენ ვიცით, რომ გერმანიისთვის სანაკრებო დონეზე არასოდეს მოგვიგია. არადა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ასეთიც მომხდარა - მართალია, ადრე, მაგრამ მაინც. ეს საინტერესო ამბავი დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციისა და "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ პეტრიაშვილმა გვიამბო...

1967 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გდრ-ის (მაშინდელი კომუნისტური გერმანია) თანატოლთა ნაკრებს შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ამ შეხვედრის მონაწილეებში საინტერესო გვარებს წააწყდებოდით, პეტრიაშვილი კი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.

"ეს თამაში ისე მახსოვს, როგორც გუშინდელი ამბავი. მას შემდეგ ზუსტად 50 წელი გავიდა. 1966 წელს, საქართველოს სპარტაკიადა გაიმართა და საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა. ამ ბიჭებიდან დიდი ფეხბურთი მანუჩარ მაჩაიძემ და ბესო მჭედლიშვილმა ითამაშეს.

ჩვენ საკავშირო სპარტაკიადის ფინალში გავედით, სადაც უკრაინასთან პენალტების სერიაში დავმარცხდით. მანამდე "იმედის" თასზე ზონალური ტურნირი მოლდოვასა და ბელარუსის ჯგუფში მოვიგეთ და მთავარ გათამაშებაში მე-3 ადგილი დავიკავეთ. გერმანიას კი "იმედის" თასის ფინალური ეტაპის გათამაშებამდე შევხვდით", - იხსენებს პეტრიაშვილი.

მან გერმანიასთან შეხვედრის პერიპეტიები გაიხსენა:

"ჩვენთან შეხვედრამდე გერმანელებმა სტავროპოლში საბჭოთა კავშირის ნაკრებს 1:0 მოუგეს. ამის შემდეგ, როგორც ვხვდები, სადღაც პერიფერიაში, უსახურ სტადიონზე სუსტ გუნდთან თამაშს ელოდნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სტადიონზე შემოსულებს გაოცება დაეტყოთ - მაშინ "დინამოს" სტადიონი განახლებული არ იყო, მაგრამ მაშინდელიც ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი იყო. განათებაზე გვათამაშეს და 10 000 გულშემატკივარი შეიკრიბა.

ისინი მანქანასავით გამართულად თამაშობდნენ, შეუპოვრები და მებრძოლები იყვნენ. ჩვენ ინდივიდუალიზმი დავუპირისპირეთ და უპირატესობა მოვიპოვეთ. მანუჩარ მაჩაიძის გადაცემის შემდეგ, ანგარიში მე გავხსენი. მერე ნოიბერტმა ანგარიში გაათანაბრა 1:1. გამარჯვება კი სოსო ქორიძემ მოგვიტანა, რომელიც ბაღდადელი იყო და 2:1 მოვიგეთ.

ეს გერმანელებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ასე რომ, გერმანიისთვის ასაკობრივი ნაკრებების დონეზე მაინც მოგვიგია".

პეტრიაშვილის თქმით, ამ 50 წლის შემდეგ ქართული ფეხბურთის საერთო დონე საგრძნობლად დაეცა:

"ახლა გერმანიას კი არა, მოლდოვასაც ძლივს ვუგებთ. იუნიორებსა და ახალგაზრდების დონეზე მაინც ვთამაშობდით და ახლა ასაკობრივებშიც გვიჭირს. მე ასე ვიტყოდი - რა ქვეყანაც ვართ, დაახლოებით ისეთი ფეხბურთი გვაქვს - ნაკლები ნამდვილად არა.

ჩემპიონატი სასურველი დონის არაა, რადგან არაა ფული და ყველა სრულწლოვანი ფეხბურთელი გაქცევაზეა. თუ პირობები არ იქნება და ფეხბურთის მასობრიობა არ გაიზრდება, არაფერი გვეშველება.

მიხარია, რომ მასობრიობის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, სოფლების მოყვარულთა გუნდები რომ ჩაერთო. მაგრამ ეს რიგითი მოყვარულებისთვის არის მისაღები, მთავარია, ეს ხარისხში გადაიზარდოს და მეტი პროფესიონალი გავზარდოთ.

სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაციამ ამ კუთხით ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა: თუ საფეხბურთო სკოლა დაადასტურებს, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ან ზოგადი განვითარებისთვის თანხა სჭირდება, მომავალი წლიდან ფეხბურთის ფედერაცია 25 ათას ლარს გამოუყოფს.

ბოლოს მთავარი მინდა ვთქვა: ქართული ფეხბურთის აწმყოს შევეხეთ და გერმანიის ნაკრებთან მოგება შემთხვევით არ გამხსენებია. როდესაც თანაბარ პირობებში ვიყავით, ფეხბურთელებს მოედნებს არ უნგრევდნენ და მეტ-ნაკლებად იყო სავარჯიშო და სამონაწილეო პირობები, სპარინგების პრობლემა არ გვქონდა და საქართველოს ფეხბურთელები იზრდებოდნენ. ამიტომ, ძლიერ ნაკრებებთან მოგება ჩვენთვის იშვიათობა არ იყო.

გერმანიას ერთხელ მოვუგეთ, მაგრამ უკრაინას, რუსეთს და, მით უფრო, სომხეთსა და აზერბაიჯანს რამდენჯერ მოვუგეთ, ვინ გაიხსენებს? მჯერა, რომ ასეთია ქართული ფეხბურთის რეალური პოტენციალი და ადრე თუ გვიან, ის მაინც ფეხზე დადგება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯონდო
სულ გააფრინეთ რეებზე წერთ?
ვვვ
ბოლო-ბოლო, 1:0 მოვიგეთ თუ 2:1? ;)
კარგი რა
ასი წლის წინ, ქართველმა ბავშვებმა მოუგეს გერმანელ ბავშვებს, დიდი ამბავი. დღესასწაული დააწესეთ 13 მაისივით.
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ვინ თქვა, სპორტი და პოლიტიკა შორს არიანო?
SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!
გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
ვასილ მაისურაძე: ექიმების გამო, 5 წელი ფეხბურთს ჩამოშორებული ვიყავი
ნოდარ ახალკაცი - დიდი ეპოქის შემოქმედი
ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს
შოთა არველაძე: ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და მე ეს მომწონს...
"ფეხბურთით უკმაყოფილონი ვართ, სხვა სახეობებში პროგრესია"