ლაშა-გიორგი გამყრელიძემ კალათბურთელის კარიერა დაასრულა, მაგრამ კალათბურთში საკმაოდ აქტიური სტატუსით რჩება
ლაშა-გიორგი გამყრელიძემ კალათბურთელის კარიერა დაასრულა, მაგრამ კალათბურთში საკმაოდ აქტიური სტატუსით რჩება.

მრავალი წლის მანძილზე საქართველოს ნაკრების წევრსა და სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს წინ კლუბის მმართველობის საპასუხისმგებლო გამოცდილება ელის, რომლის განხორციელებაც მას A ლიგის გუნდ "ტიტებში" მოუწევს. თბილისის "ტიტების" პრეზენტაცია ბიზნეს ცენტრ "ტიფლის დეველოპმენტში" შედგა.

ლაშა გამყრელიძე გახლავთ საქართველოს კალათბურთელთა კავშირის პრეზიდენტი, რომელშიც მოქმედი ქართველი კალათბურთელები არიან გაერთიანებულნი და ამ ორგანიზაციას კარსმოდგარ კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია აქვს დასაფიქსირებელი.

გავიხსენოთ გამყრელიძის საკალათბურთო კარიერა: თითქოს გუშინ იყო, ქართულ კალათბურთში ლაშა გამყრელიძე რომ გამოჩნდა. სპეციალისტებმა და გულშემატკივრებმა ახალგაზრდა მოთამაშე უმალ საიმედო, მაღალი კლასის კალათბურთელად შერაცხეს და ლაშამაც თავისი ოსტატური თამაშით მასზე გაცემული ავანსი სრულად გაამართლა. მას საქართველოსა და უცხოეთის (ავსტრია, გერმანია) არაერთ კლუბში უთამაშია, ყველგან მოწინავე პოზიციაზე იყო და ტიტულიც არაერთი მოხვეჭა - ლაშა საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელია. წლების განმავლობაში ლაშა გამყრელიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების სრულუფლებიანი წევრი გახლდათ და ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდთან ერთად ევროპის ორ პირველობაზე იასპარეზა. და აი, ლაშას დიდი სპორტიდან წასვლის დროც დაუდგა...

ზემოთ დროის სწრაფად სვლაზე ვთქვით. გულშემატკივრისთვის ასეცაა, მაგრამ ამ 14 წლის განმავლობაში ლაშამ რამდენი სიხარული და წარმატებასთან ერთად უზარმაზარი მოცულობის შრომა გაიარა, იყო ნებისმიერი სპორტსმენისთვის ნაცნობი ტრავმები და გულისტკივილიც. ლაშა გამყრელიძისთვის 14 წელიწადი ნამდვილი საკალათბურთო მარათონია, რომელიც მან დღეს დაასრულა.

სასტუმრო "ტიფლის დეველოპმენტში" ლაშა გამყრელიძემ საკალათბურთო საზოგადოებას, სხვადასხვა თაობის კალათბურთელებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებსა და მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას, ჟურნალისტებს უმასპინძლა და სიტყვით მიმართა.

ლაშამ უპირველესად სამადლობელი სიტყვები ოჯახის წევრების მიმართ წარმოსთქვა, შემდეგ კი არც თავისი დამრიგებელი გურამ მეგრელიძე დაივიწყა. ცხადია, პარტნიორებიც საქებარი ფრაზებით მოიხსენია და ილიას ზუროსიც არ დავიწყნია. ლაშამ ბერძენ სპეციალისტს მადლობა ნაკრებში გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნების გამო გადაუხადა, ელადელი მწვრთნელი მაღალი კვალიფიკაციის დამრიგებლად მოიხსენია და იმის რწმენაც გამოთქვა, ზუროსის წინამძღოლობით ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ წარმატებებს რომ მიაღწევს.

ლაშა გამყრელიძეს ვიდეომიმართვებით დაულოცეს პოსტსაკალათბურთო გზა თორნიკე შენგელიამ, მანუჩარ მარკოიშვილმა, გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ. მათ ერთხმად გაუსვეს ხაზი აწ უკვე ყოფილი პარტნიორის მაღალ საკალათბურთო ოსტატობას და გამორჩეულ პიროვნულ თვისებებს. ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ოთხეულს მხარი დარბაზში მყოფმა ვიქტორ სანიკიძემაც აუბა. ვიკამ ის დრო გაიხსენა, როდესაც ლაშასთან ერთად დიდ საკალათბურთო გზაზე გადიოდა, შემდეგ იყო მრავალწლიანი პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც აქტიური კარიერის დასრულების შემდეგაც აუცილებლად გაგრძელდება.

ლაშა გამყრელიძის მოქმედი კალათბურთელის სტატუსის შეწყვეტას თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის პირველობების ხუთგზის ტრიუმფატორი, ორგზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძეც გამოეხმაურა. მან ქართული კალათბურთის წინაშე გაწეული სამსახურისთვის ლაშა მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღონისძიების ბოლოს სიტყვა კვლავ გამყრელიძემ ითხოვა, რომელმაც განაცხადა:

"მინდა გაცნობოთ, რომ მე გახლავართ საქართველოს კალათბურთელთა კავშირის პრეზიდენტი. რამდენიმე თვის წინ შექმნილი ამავე პროფილის ორგანიზაციისგან განსხვავებით, ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა 4 წლის წინ და მასში გაერთიანებულია 100-ზე მეტი კალათბურთელი. ჩვენი მიზანია, დავიცვათ ქართველი კალათბურთელების უფლებები ყველგან - იქნება ეს სასამართლო, კლუბები თუ კალათბურთის ფედერაციასთან ურთიერთობა.

ჩვენ მომზადებული გვაქვს რიგი საკითხები, რომელსაც განვიხილავთ არჩევნებში გამარჯვებულ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და მკაცრად დავიცავთ მოთამაშეების უფლებებს. ჩვენს ორგანიზციას არჩევნებში აქვს 5%-იანი წილი და ამით მოხარულები ვართ, რომ ფედერაციის მომავალი ხელმძღვანელის არჩევაში მოქმედი კალათბურთელების ხმა გათვალისწინებულია. ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ კალათბურთელთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
"ტიტები", ნაკრები, "ტიტები" - ინტერვიუ ლაშა გამყრელიძესთან
ბალტიის ლიგა - ახალი ერა ქართულ კალათბურთში
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
ვლადიმერ ბოისა: ეს ილიას ზუროსისთვის ცუდია, ჩვენთვის - კარგი...
სუპერლიგა 2017/18: 5 ლეგიონერი და "ბათუმი"
არც ზაზა, არც ცქიტა, არც მანუ - ნაკრები ევრობასკეტისთვის ცვლილებებით ემზადება