საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანური კლუბ "ბასკონიას" წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. ფედერაციისა და ესპანური საკლუბო გრანდის საერთო პროექტის ფარგლებში, თბილისში მორიგი საკალათბურთო კემპი დაიწყო, რომლის მიზანიც პერსპექტიული ქართველი კალათბურთელების გამოვლენაა.

"ბასკონიას" კემპი უკვე მეოთხედ ტარდება. პირველად ის 2015 წელს, "დინამოს" ბაზაზე გაიმართა და მასში 180-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელ კემპში 160 კალათბურთელი გამოიცდება, რომელთა ასაკიც 12-16 წლებში მერყეობს.

ვარჯიშებს "ბასკონიას" სპეციალისტები ატარებენ, რომლებსაც დახმარებას უწევენ და ამით მდიდარ გამოცდილებას იღებენ ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები - ირაკლი ძიძიგური, მიხეილ ბერიშვილი, ჯაბა ბაქრაძე, ნიკა ცინცაძე და დავით მუმლაძე.

"ბასკონიას" კემპი ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსში ტარდება. ორივე დარბაზში ერთდროულად მიმდინარეობს ვარჯიშები. ესპანელი მწვრთნელები ქართველ ახალგაზრდებს დილით და დღის მეორე ნახევარში ავარჯიშებენ.

პირველ ეტაპზე კემპში მონაწილეობას მიიღებენ 15-16 წლის კალათბურთელები, შემდეგ კი ასპარეზი 12-14 წლის მოზარდებს დაეთმობათ.

როგორც დასაწყისში ვთქვით, კემპის მიზანი პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენაა, რომლებსაც უფრო მაღალ ეტაპზე ასვლისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

ესპანელი მწვრთნელები შეარჩევენ 16 ახალგაზრდას, რომლებიც ივლისის თვეში ესპანეთის ქალაქ ვიტორია-გასტიესში, "ბასკონიას" ბაზაზე დაგეგმილ გენერალურ კემპში მიიღებენ მონაწილეობას. ვიტორიულ კემპში ქართველებთან ერთად იქნებიან ის ახალგაზრდებიც, რომლებიც "ბასკონიას" მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ თბილისის ანალოგიურ კემპებზე შეირჩევა.

სწორედ ვიტორიულ კემპზე დასახელდებიან ის მოთამაშეები, რომლებსაც "ბასკონია" კონტრაქტს გაუფორმებს და მომავალი სრულყოფა-განვითარებისთვის საკუთარ კლუბში დაიტოვებს.

"ბასკონიას" თბილისური კემპი 9 აპრილს დაიწყო და 14 აპრილამდე გაგრძელდება.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
თორნიკე შენგელია: თვალს ვეღარ დავხუჭავ - ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ...
გიორგი შერმადინი ესპანურ ლიგაში წლის გიგანტად დაასახელეს
შენგელიას "ბასკონიამ" თითქმის წაგებული მატჩი მოიგო და პლეი-ოფს მიუახლოვდა
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება [PHOTO]
კახა შენგელია: სჯობს, ფედერაციის ხელმძღვანელობამ წასვლის ფორმა დროულად შეარჩიოს!
შენგელიას საოცრება - თოკოს აღებული ქულა, რომელმაც ყოფილი გუნდის ფანებიც კი აღაფრთოვანა [VIDEO]
"ტენერიფემ" "ბასკონია" ბრძოლაში დაამარცხა, შერმადინი ისევ მატჩის MVP გახდა
შერმადინის 17 ქულა და ტენერიფელთა დასანანი მარცხი "ბასკონიასთან" [VIDEO]
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული კონტრაქტი [PDF]
საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა "ბასკონიას" ბოლო წამებზე მოაგებინა და მატჩის გმირი გახდა [VIDEO]
მიხეილ გაბრიჩიძე: ნუ დავკარგავთ ყველაფერს, სჯობს დავსხდეთ და დავილაპარაკოთ
მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის სემინარები თბილისში დასრულდა