ხელსახოცზე დაწერილი ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი, რომლის ხელში ჩაგდებას "ბარსელონას" მუზეუმი ცდილობდა, ამჟამად ანდორის ბანკში ინახება

ხელსახოცის პატარა ნაჭერზე დეკლარირებულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ფეხბურთის ისტორიაში - ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი "ბარსელონასთან".

იმ დროს ლეო სუპერვარსკვლავი ჯერ კიდევ არ იყო, მაგრამ უკვე დიდ იმედებს იძლეოდა.

"ბარსას" ხელმძღვანელები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი და ეჭვები ღრღნიდათ - ღირდა თუ არა ესოდენ დიდ დანახარჯებად 13 წლის მოზარდი? საქმე ულტიმატუმამდეც კი მივიდა, რომელმაც ფეხბურთის მთელი ისტორია "გადააბრუნა".

როგორ აჭიანურებდა "ბარსა" გადაწყვეტილების მიღებას

ლიონელ მესი ბარსელონაში არგენტინიდან პირველად 2000 წლის 17 სექტემბერს ჩავიდა. ლეოს მონაცემების გასინჯვა "ბარსაში" საფეხბურთო აგენტებმა მარტინ მონტერომ და ფაბიან სოლდინმა მოაწყვეს, ქალაქ როსარიოდან. მათ ყმაწვილის თამაშის ვიდეოჩანაწერი თავიანთ ევროპელ პარტნიორს - ორასიო გაჯოლის გაუგზავნეს, რომელიც "ბარსელონას" აქციონერთან, ხოსე მარიო მენგელასთან და გუნდის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველთან - ჟოან გასპართან თანამშრომლობდა.

პირველივე საწვრთნელი თამაშის დროს მინდორზე გამოსულმა ლეომ ექვსი გოლი გაიტანა. მწვრთნელები აღფრთოვანებულები იყვნენ, მაგრამ მათ გადაწყვეტილების მიღება "ბარსას" სპორტული დირექტორის - კარლეს რეშაკის გარეშე არ შეეძლოთ. ის კი ამ დროს ავსტრალიაში იმყოფებოდა - ოლიმპიური თამაშების მონაწილე ფეხბურთელებთან.

კარლეს რეშაკის დაბრუნებისას ლეოს სერიოზული გამოცდა მოუწყვეს - მინდორზე 13 წლის ბიჭი 15-წლიანებთან სათამაშოდ გაუშვეს. პატარა არგენტინელმა მათ იმდენად აჯობა თამაშში, რომ მოზარდთა გუნდის მწვრთნელები რიფე და მიგელი პირდაპირ ყვიროდნენ: "ლეო უნდა ავიყვანოთ და თანაც, დაუყოვნებლივ". კარლეს რეშაკზე ამ ფაქტმა შთაბეჭდილება მართლაც მოახდინა.

ოქტომბერში ლეო მამამისთან ერთად არგენტინაში კარგი განწყობით დაბრუნდა - "ბარსას" დირექტორმა ისინი დაარწმუნა, რომ კონტრაქტი მალე გაფორმდებოდა. თუმცა, გავიდა რამდენიმე კვირა და მამა-შვილი ესპანეთიდან არავითარი შეტყობინებას არ იღებს. ლეოს მამა აღშფოთებული იყო. საფეხბურთო აგენტი ფაბიან სოლდინიც ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ნერვიულობდა: მის სატელეფონო ზარებს "ბარსელონიდან" პასუხობდნენ, რომ ჯერ კიდევ არაფერი იყო გადაწყვეტილი.

რადგანაც გადაწყვეტილების მიღება სადავო იყო და თანაც, კლუბის ჯიბეს ძალიან "ურტყამდა", "ბარსელონა" კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას აჭიანურებდა. ჯერ ერთი, რომ ლეოს ძვირად ღირებული მკურნალობა ესაჭიროებოდა - იგი ტანდაბალი იყო და სიმაღლის მოსამატებლად სპეციალური ინიექციები უნდა გაეკეთებინა; მეორე - მას არ სურდა საერთო საცხოვრებელში ყოფნა, რადგან მამამისს მთელი ოჯახის ბარსელონაში გადმოყვანა უნდოდა და ამისათვის ბინა იყო საჭირო.

ინიექცია, ბინის დაქირავება მთელი ოჯახისთვის, თანმდევი ხარჯები - ეს უკვე ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილისთვისაც კი ბევრი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ლა მასიას" ("ბარსას" სარეზერვო საფეხბურთო კლუბის) ბიუჯეტი სულ 30 მილიონ ევროს წარმოადგენდა.

ლეგენდარული ხელსახოცის ისტორია

2000 წლის 14 დეკემბერს ორასიო გაჯოლი და კარლეს რეშაკი სპორტული კლუბის, "პომპეის" გრუნტის კორტებზე ჩოგბურთს თამაშობდნენ. ვარჯიშის შემდეგ ისინი კლუბის კაფეში ლანჩზე შეჩერდნენ, სადაც მათ ხოსეპ მარია მინგელი - "ბარსას" ერთ-ერთი დირექტორი შეუერთდა (სხვათა შორის, სწორედ მან მიიყვანა კლუბში 1982 წელს არგენტინელი დიეგო მარადონა).

"კარლეს, ყველაფერი ძალიან შორს არის წასული... ლეო ან "ბარსელონაში" ითამაშებს, ან სხვა კლუბში მიდის", - ასეთი ულტიმატუმი წაუყენა ორასიო გაჯოლიმ კარლეს რეშაკს.

მოგვიანებით ორასიო იხსენებდა: "მე ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ბიჭის ხელიდან გაშვება არ მინდოდა".

რადგან მაგიდაზე სუფთა ფურცელი არ ჰქონდათ, კარლესმა უცებ ხელსახოცი აიღო და წერა დაიწყო:

"ბარსელონაში, 2000 წლის 14 დეკემბერს, ბატონების - ხოსეპ მინგელისა და ორასიო გაჯოლის თანდასწრებით, "ბარსელონას" ტექნიკური მდივანი კარლეს რეშაკი ვალდებულებას იღებს საკუთარი პასუხისმგებლობით, ზოგიერთების საწინააღმდეგო აზრის მიუხედავად, ხელი მოაწეროს კონტრაქტს მოთამაშე ლიონელ მესისთან იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება შეთანხმების პირობები უკვე მოლაპარაკებულ თანხაზე".

ტექსტის ბოლოს კარლეს რეშაკმა ხელი მოაწერა და ხელსახოცი ორასიო გაჯოლის და ხოსეპ მინგელს გადასცა, რომლებმაც ასევე დასვეს თავიანთი ხელმოწერა...

ერთი კვირის შემდეგ დოკუმენტი ნოტარიუსთან დაამოწმეს, ხოლო ხელსახოცზე დაწერილი კონტრაქტი "ბარსელონამ" საგარანტიო წერილით "გაამაგრა", რომელშიც აისახა ლიონელ მესის ოჯახის ბინის ქირა, სკოლაში მისი სწავლის ხარჯები და მამამისის ხელფასი ახალ სამუშაოზე.

2001 წლის 15 თებერვალს მესის ოჯახი მთლიანი შემადგენლობით არგენტინიდან ესპანეთში ჩაფრინდა...

ხელსახოცის შემდგომი ბედი

ისტორიული დოკუმენტი ორასიო გაჯოლის სახელზე ინახება ანდორაში, სადაც იგი საცხოვრებლად გადავიდა, ბანკ Credit Andorra-ს სეიფში.

ორასიო ძველებურად არის მოთამაშეთა ინტერესების წარმომადგენელი. მაგალითად, ამჟამად იგი კონსულტაციებს აძლევს მარკო ასენსიოს "რეალიდან". ორასიო აღიარებს, რომ მან ბევრი შეთავაზება მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ლეგენდარული ხელსახოცის მილიონად გაყიდვის თაობაზე, მაგრამ ის არ იყიდება.

"ვფიქრობ, ხელსახოცი "ბარსელონას" მუზეუმში უნდა ინახებოდეს. მან კლუბის თანამედროვე ისტორია შეცვალა. ის განსაკუთრებულ ადგილზე უნდა დაიდოს, ლეოს "ოქროს ბურთებთან" ერთად", - თვლის ორასიო გაჯოლი.

რამდენიმე წლის წინ "ბარსას" მუზეუმის წარმომადგენლები ორასიოს დაეკონტაქტნენ, მაგრამ მოლაპარაკება ისე დასრულდა, შედეგზე არავინ არაფერი იცის. კლუბის აზრით, ხელსახოცის თაობაზე მიღწეული შეთანხმება კონფიდენციალურია. "ბარსელონა" მიიჩნევს, რომ სანამ ლეო ფეხბურთს თამაშობს, დოკუმენტი საჯაროდ ცნობილი არ უნდა გახდეს.

ავტორი: სიმონ კილაძე

მომზადებულია tribuna-ს მიხედვით

ლერი
სრულიად გეთანხმები.იმ ხალხის მიკვირს მესის რომელიმე,თუნდაც მაღალი კლასის ფეხბურთელს რომ ადარებენ.მესი სულ სხვა სამყაროა.
ზურა
იცოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად თუ არ იცოდნენ, ხვდებოდნენ მაინც და ზუსტად იმიტომაც გაუფორმეს კონტრაქტი.
bidza
ეს კაცი არის ფენომენი, გენია, და ეს ყველაფერი ხალხმა დაივიწყა. არავის შედარება არ შეიძლება ამასთან, არათუ ჯობინება. გენიასთან ვერასოდეს ვერ მოდის შრომა, მშრომელი კაცი კარგია მაგრამ გენიას უნდა უჩოქებდეს და თავის ადგილი უნდა იცოდეს.
T.k
უმაგრესი სტატია :** უმაგრესი საიტი
ნონა
ოქროს ხელის მოწერა!!! რა იცოდნენ ვინ აწერდა ხელს? ფეხბურთის შემომქმენდი!
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მადრიდის "რეალი" პოლ პოგბას ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს
"ᓑᓐ
ჯაბა კანკავა კონტრაქტის გასაფორმებლად რეიმსში გაფრინდა
"მისი მსგავსი არაფერი მინახავს" - კროოსის განცხადება, რომელმაც "რეალის" ფანები გაანაწყენა
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
პსჟ-სთან მარცხმა მესის რადიკალური გადაწყვეტილებისაკენ უბიძგა?
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ᓔᓡᓞᓐᓜᓣᓠᕘ ᓛᓔᓓᓘᕐ: ᓗᓝᓠᓜᓘᓙᓔ ᓨᕔᓜᓒᓔᓚᕘᓐᓛ "ᓙᓐᓮᓐ ᓚᕐᓑᓝᓠᓐᓚᕗᓐᓜ" ᓙᓝᓜᓢᕠᓐᓥᓢᓘ ᓒᓐᓐᓤᓝᓠᕛᕐ
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
უკვე ცნობილია ვინ მოიგებს? - ინტერნეტში უეფას საეჭვო დოკუმენტი გავრცელდა
დანი ალვეში "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა
"ᓑᓐᓠᓡᓔᓚᓝᓜᕐᓛ" ᓚᓘᓝᓜᕔᓚ ᓛᕔᓡᓘᓡᓗᓐᓜ ᓐᓮᓐᓚᕘ ᓙᓝᓜᕢᓠᓐᓥᓢᓘ ᓨᓔᓐᓗᓐᓜᓮᓛᓐ