ფოტო: არჩილ გეგენავა

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის დასკვნით ტურს ცხრა გუნდი განსხვავებული მიზნებით ხვდება. გასარკვევია, ვინ გავა შესარჩევ ფინალში, ვინ ითამაშებს საჩემპიონო პლეი-ოფში, ვინ იქნება პლეი-ოფის პირველ ეტაპზე მასპინძელი, ვინ დარჩება დიდ 10-ში და ვინ დააღწევს თავს გადათამაშებას.

ხუთივე თამაში ერთდროულად, 6 აპრილს, 15:30 საათზე პარალელურ რეჟიმში, თბილისში, პატარძეულსა და რუსთავში დაიწყება.

ერთადერთი, ვინც დასკვნით ტურს უმოტივაციოდ ხვდება, "ბათუმია", რომელსაც პირველი ადგილი გარანტირებული აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, გასულ ტურში ის "არმიას" უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდა და 30:13 დაამარცხა. ახლა ზღვისპირელები თბილისში, ვაზისუბანში "არმაზს" სტუმრობენ, რომელიც ექვსეულში დამკვიდრებისთვის იბრძვის.

მარნეულელებმა გასულ ტურში უშუალო კონკურენტ "ლელო-სარასენსს" 26:7 სძლიეს, რითაც ექვსეულში შევიდნენ, 37 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და "ბათუმთან" მოგებით არა მხოლოდ ადგილს შეინარჩუნებენ, არამედ მეოთხე ადგილზე ასვლის და პლეი-ოფის პირველ ეტაპზე შინ თამაშის შანსიც ექნებათ. პირველ წრეში "არმაზმა" ბათუმელებს დიდი ბრძოლა გაუმართა და ზღვისპირეთიდან ბონუსით დაბრუნდა (20:15).

„ავჭალაზე“ თბილისის "არმია" გორის "ჯიქს" მასპინძლობს. გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან - თბილისელებს ბოლო ადგილისთვის სურთ თავის დაღწევა, გორელებს - ექვსეულში შესვლა. მიზნის მისაღწევად თავისი თამაში ორივეს მოსაგები აქვს, ოღონდ პარალელურ თამაშებში სასურველ შედეგებს უნდა ელოდონ. "არმიას" დიდ 10-ში დარჩენის შანსი მხოლოდ "აკადემიას" მარცხის შემთხვევაში ექნება, "ჯიქს" კი "აიას", "არმაზის" ან "ლელო-სარასენსის" მარცხი აძლევს ხელს.

გასულ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა. 2019 წელს კარგად ათამაშებული "არმია" წინა ტურში ბათუმში დამარცხდა, "ჯიქმა" კი "ლოკომოტივთან" დათმო შეხვედრა. პირველ წრეში "ჯიქმა" "არმიას" 11:6 მოუგო, თუმცა მაშინ ორივე გუნდი სასურველი ფორმისგან შორს იყო, ახლა კი ბევრად უკეთესი ხარისხის რაგბის თამაშობენ.

თბილისში მესამე მატჩი ნუცუბიძეზე გაიმართება და დედაქალაქურ დერბიში "აკადემია" "ლელო-სარასენსს" ეთამაშება. „მხატვრებს“ ოთხი თამაშია არ მოუგიათ და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებთ. ამრიგად, მათ გავარდნისგან თავის ასარიდებლად მოგება სჭირდებათ და ასეთ შემთხვევაში, თუ "ვეფხვები" დამარცხდა, გადათამაშებასაც აირიდებენ.

ბოლო ორი თამაში დათმო "ლელო-სარასენსმა". ის ახლა მე-6 ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით უსწრებს "ჯიქს". აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეხვედრებში გორელებს "ლელო-სარასენსთან" უკეთესი მაჩვენებელი აქვთ და თბილისელებს ექვსეულში ადგილის დასაბევებლად პრემიით გამარჯვება სჭირდებათ. ამავდროულად, მათ მეოთხე ადგილზე ასვლის და პლეი-ოფის პირველი მატჩის საკუთარ მოედანზე გამართვის შანსიც აქვთ. პირველ წრეში "აკადემიამ" შეძლო მეტოქის დამარცხება, მოკრძალებული სხვაობით 5:3. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ორივე გუნდმა ბოლო გამარჯვება ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ლოკომოტივთან" მოიპოვა და ორივემ მინიმალური სხვაობით.

დიდი 10-ის დებიუტანტი "ვეფხვები", რომელმაც უძლიერესთა შორის დარჩენის საკითხი გასულ ტურში ქუთაისში "აიას" ბონუსით დამარცხებით გადაჭრა, პატარძეულში რუსთავის "ხარებს" მასპინძლობს. ახლა კახელები უნდა ეცადონ, რომ მე-8 ადგილი შეინარჩუნონ და "იუნკერებთან" გადათამაშებაც აირიდონ. ამისთვის მათ გამარჯვება სჭირდებათ, მაგრამ გამარჯვება სწყურია "ხარებსაც", რომელიც მოგებით მეორე ადგილს შეინარჩუნებს და პირდაპირ შესარჩევ ფინალში მოხვდება. პირველ წრეში რუსთაველებმა "ვეფხვებს" 19:12 მოუგეს.

მეორე ადგილის მაძიებელი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" რუსთავში ქუთაისის "აიას" მასპინძლობს. რკინიგზელებს გამარჯვებით შესარჩევ ფინალში გასვლის შანსი ეძლევათ, თუმცა "აიას" ექვსეულში დასარჩენად უწევს ბრძოლა და იოლად არაფერს დათმობს. სტუმრებს საჩემპიონო პლეი-ოფში თამაშის შანსი მარცხის შემთხვევაშიც ექნებათ, ოღონდ ამისათვის მათი სამი მდევრიდან ერთ-ერთმა ვერ უნდა გაიმარჯვოს. არის კიდევ ერთი მოტივაცია - ქუთაისელებს მოგებით მეოთხე ადგილის შენარჩუნების და შესაბამისად, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე საკუთარ მოედანზე თამაშის შანსი ექნებათ. პირველ წრეში "ლოკომოტივმა" ქუთაისში 28:14 იმარჯვა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
წელიწადში 30 მილიონზე მეტი - ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
[VIDEO] ეს უკვე მეტისმეტია - ცარუკიანმა თოფურიას დასცინა
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
"ჩელსიმ" "აიაქსის" მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა - ამსტერდამული კლუბი 60 მილიონს ითხოვს
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"მას ბევრი აქვს სასწავლი" - მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა
დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება
შიდა ჩემპიონატები სექტემბერში იწყება
დიდი 10: 12 გუნდი ერთი წლით - გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღო
კოვიდის 14 შემთხვევა და გადადებული შეხვედრა
კიდევ ერთი სახალისო ეპიზოდი ნიაზ მამრიკიშვილის შესრულებით [VIDEO]
დიდი 10 - ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება