"ბათუმმა" crocobet დიდი 10-ის ფინალურ მატჩში ქუთაისის "აიას" 14:10 სძლია და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა. სატიტულო ლელო ზღვისპირელთა შუამარბმა სერგი ჩხაიძემ 64-ე წუთზე, კონტრშეტევაზე გაიტანა.

ბათუმელებმა პირველი ორი ჩემპიონობა 1999 და 2002 წლებში, "დათვების" სახელით მოიპოვეს, ბოლო 7 წელიწადში კი თასი 3-ჯერ შემართეს - 2019, 2022 და 2025 წელს. 2017 წლიდან მოყოლებული, ზღვისპირელებმა ფინალში მეექვსედ ითამაშეს და სამი მოგების წილ, გადამწყვეტი თამაში 3-ჯერ დათმეს - 2017 წელს "ჯიქთან", 2021 წელს "აიასთან" და 2023 წელს რუსთავის "ხარებთან".

4 წლის წინანდელი მარცხისთვის "ბათუმმა" ახლა სრულფასოვანი რევანში აიღო. მაშინაც და ახლაც საჩემპიონო თამაში ქუთაისის "აია არენაზე" გაიმართა. "აია" 2024 წლის ჩემპიონია, რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა და "ბათუმს" შესარჩევ ფინალშიც აჯობა, მაგრამ ორი კვირის თავზე აჭარლებს ვეღარ აჯობა.

"აია არენაზე" შეკრებილმა მაყურებელმა დაძაბული თამაში იხილა. სტუმარ გუნდს ქუთაისში გულშემატკივართა დიდი არმიაც ჩამოყვა და სტადიონზე სასიამოვნო ატმოსფერო შეიქმნა. პირველ ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ, მაგრამ "ბათუმმა" შეძლო თამაშში დარჩენა და მიუხედავად იმისა, რომ მე-15 წუთიდან მოედანზე კაცნაკლული დარჩა, საბოლოოდ მატჩის სასურველი შედეგით დასრულება მოახერხა.

ანგარიშის გახსნა ქუთაისელებს დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ბაბუნაშვილის დარტყმა მიზანს ასცდა. მე-6 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ოთარ მეტრეველმა ხაზი სისწრაფეში გაჭრა და კაპიტანს ბურთი დროულად დაუბრუნა. გიორგი ლელოს სიახლოვეს შებოჭეს, ორიოდე ფაზის შემდეგ კი ლელო მაინც გავიდა (გიორგი ფრუიძე), მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და შეტევის საწყის ფაზაში ბაბუნაშვილზე წინპასი დააფიქსირა.

მე-15 წუთზე სტუმართა მდგომარეობა დამძიმდა. "ბათუმის" კვაჭი ვაჟა თაგაური რაქში სახიფათო გადაყრის გამო წითელი ბარათით დაისაჯა. "აიამ" რიცხობრივი უპირატესობით 27-ე წუთზე ისარგებლა, მოლისა და ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი ხაზზე დროულად გავიდა და ფრუიძემ თავისი ლელო მაინც გაიტანა. ბაბუნაშვილმა გარდასახა.

ნახევარი საათის შემდეგ ქულების აღების პირველი შანსი "ბათუმმაც" მიიღი და ბუბა ნოზაძემ შორიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა, 5 წუთში კი გასატანი პოზიციიდან სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა. ფრუიძის კარგი თამაშის შემდეგ ტიმოთი მბოლა ლელოს აუცილებლად გაიტანდა, თუმცა ბურთი ვერ შეიმაგრა. სამაგიეროდ შემდეგ ეპიზოდში ბაბუნაშვილმა არეკნი ზუსტად შეასრულა, მაგრამ გაწითლებულ დროზე ნოზაძემ თავისი მესამე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა - 10:9.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. კაცნაკლულმა "ბათუმმა" შეძლო ინიციატივის დაუფლება, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში არ შეცვლილა. ერთხელ ქუთაისელებმა მეტოქეს ბურთი ლელოში ჩაუხურეს, მერე ნოზაძის ჯარიმა იყო არაზუსტი, 64-ე წუთზე კი სერგი ჩხაიძემ ალღო და ინტელექტი გამოავლინა, გადაცემა საკუთარ ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან ჩაჭრა და ლელომდე 60 მეტრი ირბინა.

გარდასახვა არაზუსტი იყო,"აიას" სწრაფად შეეძლო უპირატესობის დაბრუნება, როდესაც ოთარ მეტრეველმა ხაზი გაჭრა და მეტოქის 22-მდე ირბინა, მაგრამ იქ შებოჭეს და მერე "ბათუმი" დაჯარიმდა. შემდეგ ეპიზოდში ზღვისპირელებმა ფორვარდების მიძალება მოიგერიეს, დარჩენილი ორიოდე წუთი გაიყვანეს და მეხუთე ჩემპიონობა იზეიმეს!

"ბათუმისთვის" ეს მე-12 მედალია (5 ოქრო, 6 ვერცხლი, 1 ბრინჯაო), რითაც "ლელოს" გაუტოლდნენ. "აია" ვერცხლის მედლებს მე-13-ედ დაეუფლა. ქუთაისელებმა ჩემპიონატი მეორე ადგილზე მეხუთედ დაასრულეს (+5 ოქრო და 3 ბრინჯაო). ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გამარჯვების მომტანი ლელოს ავტორი სერგი ჩხაიძე გახდა.

Rugby.ge

დათო
საფეხბურთო გუნდსაც რომ ბათუმი ერქვას ხომ უკეთესი იქნება? რა მაგარი სახელია სახელია და დინამო ქვია
ზაზა
ვულოცავ ბათუმს ჩემპიონობას🏆
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის