მაკედონიის კლუბმა "პრილეპმა", სადაც 4 ქართველი ხელბურთელი თამაშობს, წინასასეზონო ტურნირში ითამაშა და მეექვსე ადგილი დაიკავა.

"პრილეპში" ახალი სეზონის წინ სკოპიეს "მეტალურგიდან" გადავიდა რევაზ ჭანტურია, ხოლო ხაზეინ რუსტამოვი, მირიან გავაშელიშვილი და მეკარე ზურაბ ცინცაძე კლუბმა საქართველოს ჩემპიონატიდან დაიმატა.

წინასასეზონო ტურნირი ქალაქ სტრუგის ღია მოედანზე გაიმართა. მონაწილეობდა მაკედონიის 8 უძლიერესი კლუბი, მათ შორის სამი გრანდი - "ვარდარი", "მეტალურგი" და "ეუროფარმ-პელისტერი".

ჯგუფურ ეტაპზე "პრილეპმა" 32:-28 დაამარცხა მასპინძელი ქალაქის, სტრუგის გუნდი, ხოლო "ეუროფარმ-პელისტერთან" და "მეტალურგთან" წააგო (17:38, 24:33). მეხუთე ადგილისთვის "პრილეპი" შეხვდა მეორე ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ "ბუტელ-სკოპიეს" და 23:25 დამარცხდა. ტურნირი მოიგო "ეუროფარმ-პელისტერმა", რომელმაც ფინალში 26:23 მოუგო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს, სკოპიეს "ვარდარს". მესამე ადგილზე გავიდა "მეტალურგი".

ოთხივე ქართველმა საკმაოდ ბევრი ითამაშა და მწვრთნელის, გორან კუზმანოსკის მოწონებაც დაიმსახურა. ეგაა, ჯგუფურ ეტაპზე მცირე ტრავმა მიიღო მირიან გავაშელიშვილმა, რის გამოც ბოლო მატჩი გამოტოვა და გუნდურ ფოტოზეც ვერ მოხვდა.

"პრილეპი" მაკედონიის ბოლო, შეწყვეტილ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იყო. 2020-21 წლების ჩემპონატი ახალი ფორმატით გაიმართება. პირველ ეტაპზე 14 გუნდი 2 ჯგუფად გაიყოფა. თითო ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს - ამ 6 გუნდს დაემატებიან სკოპიეს "ვარდარი" და "ეუროფარმ რაბოტნიკი" და საჩემპიონო პლეი-ოფს შექმნიან. დანარჩენი 8 გუნდი პლეი-აუტში ითამაშებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

A ჯგუფი: "ოჰრიდი", "სტრუგა", "პროლეტი", "რადოვიში", "ასტარიონი", "კისელა ვოდა", "კლუბ 7"

B ჯგუფი: "პრილეპი", "მეტალურგი", "რაბოტნიჩკი", "ბუტელ სკოპიე", "მლადოსტ ბოგდანცი", "ტიკვეში", "ეუროფარმ პელისტერ-2".

geohandball.ge

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდი EHF-ის თასის გათამაშებას გამოეთიშა
ცინცაძეს ვერაფერი მოუხერხეს
ჭანტურიას 13 გოლი ერთ თამაშში
პლეი-ოფში გასასვლელად ქართველების გუნდს ცოტა დააკლდა
გავაშელიშვილმა ქულა გადაარჩინა
რევაზ ჭანტურია: ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს
მაკედონიის სუპერლიგას სამი ქართველი დაემატა
რევაზ ჭანტურია და ირაკლი კბილაშვილი EHF თასზე
მაკედონიაში ქართული დერბი ფრედ დასრულდა