2022 წლის დებიუტი საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის ბარაქიანი აღმოჩნდა – პირველ 9 დღეში ჯამში 5 ლელო გავიდა.

წელს ტოპ 14-ში უკვე ორი ტური ჩატარდა და ლელოები დავით ნინიაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანეს. პრო დე2-ში მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და თავი ზაურ თევდორაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინეს.

ნინიაშვილის სადებიუტო ლელო ტოპ 14-ში

19 წლის დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. "პოს" წინააღმდეგ მან სრულად ითამაშა და თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა. მისმა "ლიონმა" 35:10 მოიგო და ბონუსიც აიღო.

"კასტრმა" "სტად ფრანსეს" 15:9 მოუგო. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. სტუმართა რიგებში 57-ე წუთზე გამოჩნდა ვასილ კაკოვინი, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო.

"პერპინიანმა" დრამატულ შეხვედრაში "ბიარიცს" სტუმრად 25:23 სძლია. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ, ძირითადში იყო გიორგი ნუცუბიძე და მის ნაცვლად 49-ე წუთზე მოედანზე ლუკა აზარიაშვილი შევიდა. სტუმართა მარქაფიდან თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო დუდუ ქუბრიაშვილი.

ლიდერ "ბორდოს" უმასპინძლა და 19:22 დამარცხდა "ბრივი", რომლის ძირითად შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძე (58-ე წუთზე შეცვალეს) და ოთარ გიორგაძე (49-ე წუთზე შეცვალეს) იყვნენ. ვანო კარკაძემ 10 წუთი პირველი ტაიმის მიწურულს ითამაშა და სრულფასოვან შეცვლაზე 56-ე წუთზე, სოსო ბეკოშვილთან ერთად შევიდა. სტუმართა შორის 46-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

"რასინგ 92"-მა "კლერმონს" 33:28 სძლია. მასპინძელთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა გურამ გოგიჩაშვილმა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.

ლობჟანიძემ და ჯალაღონიამ ახალი წელი ლელოებით აღნიშნეს

ტოპ 14-ის მე-14 ტურში ვასილ ლობჟანიძემ "პოს" ლელო მესამე წუთზევე დაუდო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მისი "ბრივი" 20:43 დამარცხდა. ლობჟანიძემ მოედანზე 64 წუთი გაატარა. "ბრივის" სასტარტოში იყო ლუკა ჯაფარიძე, რომლის ნაცვლად 35-ე წუთზე თამაშში სოსო ბეკოშვილი ჩაერთო. "პოს" რიგებში სრულად ითამაშა ბექა გორგაძემ.

ამავე ტურში 70-ე წუთზე ლელო გაიტანა თორნიკე ჯალაღონიამ. მისი "ბიარიცი" ბორდოში დიდი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა სტუმრებმა დასკვნით 10 წუთში 3 ლელო გაიტანეს და შინ ბონუსი წაიღეს – 27:30. ჯალაღონიამ შეუცვლელად ითამაშა, ლუკა აზარიაშვილი კი ძირითადში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

"კასტრმა" "ლა როშელთან" ჩამორჩენა აღმოფხვრა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 31:30 იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 59-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, რომელმაც ჯერ კიდევ 2021 წელს, 26 დეკემბერს, ლელო "პერპინიანს" გაუტანა და მისი წყალობით "კასტრმა" სტუმრად ის თამაში 20:19 მოიგო.

"ლიონმა" "რასინგ 92"-ს გამარჯვების ლელო 78-ე წუთზე გაუტანა და 37:35 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს ბექა საღინაძე. თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო დავით ნინიაშვილი. სტუმართა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

1-ელ იანვარს "სტად ფრანსემ" "პერპინიანს" უმასპინძლა და 27:17 დაამარცხა. სტუმართა ძირითადში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს დუდუ ქუბრიაშვილი. მასპინძელთა შორის თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე კი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.

გამარჯვების და პრესტიჟის ლელო პრო დე2-ში

პრო დე2-ის მე-16 ტური "აჟენისა" და "ბაიონის" ფრით გაიხსნა – 16:16. "აჟენის" შემადგენლობაში დასკვნითი 20 წუთი ითამაშა გრიგორ ქერდიყოშვილმა.

ტურის დასკვნით მატჩში "ოიონამ" "გრენობლს" ბონუსით, 38:10 მოუგო. ირაკლი მირცხულავა შეცვლაზე 49-ე წუთზე, ხოლო ბექა კაკაბაძე 71-ე წუთზე შევიდა. სტუმართა ერთადერთი საპასუხო ლელო გაწითლებულ დროზე ზურაბ ჟვანიამ გაიტანა, რომელიც თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო.

ზაურ თევდორაშვილის მიერ 77-ე წუთზე გატანილი ლელოთი "ბურგ-ან-ბრესმა" სტუმრად 18:11 მოუგო "რუანს". თევდორაშვილი და ვაჟა კაპანაძე სტუმართა მარქაფაში იყვნენ და შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდნენ. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა ხვიჩა ცოფურაშვილმა.

"ორიაკმა" "ნარბონს" 18:13 სძლია და ამ წარმატებაში წვლილი სამ ჩვენებურს მიუძღვის. სამივე ძირითადში იყო – გიორგი ცუცქირიძემ სრულად ითამაშა, გიორგი ჯავახია 54-ე, ხოლო გიორგი ქართველიშვილი 77-ე წუთზე შეცვალეს.

"ბეზიე" "პროვანსში" 15:20 დამარცხდა და შინ ბონუს-ქულა წამოიღო. სტუმართა შორის პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ახალაძემ.

"ნევერი" სტუმრად "ვანთან" დამარცხდა – 23:35. სტუმართა შორის პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა თორნიკე მატარაძემ.

"მონტობანმა" "კოლომიე" მიიღო და 22:8 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 45-ე წუთიდან ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა შორის მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა ბექა შეყლაშვილი.

rugby.ge

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
წელიწადში 30 მილიონზე მეტი - ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
[VIDEO] ეს უკვე მეტისმეტია - ცარუკიანმა თოფურიას დასცინა
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
"ჩელსიმ" "აიაქსის" მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა - ამსტერდამული კლუბი 60 მილიონს ითხოვს
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
რა რეაქცია ჰქონდა ვასილ ლობჟანიძეს საოცარ ფოტოზე - ავტორის კომენტარი
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
ლეგიონერები - ჯალაღონიას მესამე ფრანგული ლელო
ზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე
ოთხი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამშობლოში დაბრუნდნენ [VIDEO]
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში