საქართველოს ნაკრების 27 წლის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე სერბეთის ნოვი სადის "ვოივოდინას" ფეხბურთელი გახდა.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ გიორბელიძეს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მან კომენტარიც გააკეთა: "გამიხარდა, როდესაც "ვოივოდინამ" მიმიწვია, რადგან ვიცი, ეს სერბეთის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. როდესაც შეთავაზება მივიღე, არც დავფიქრებულვარ. ახლა მოუთმენლად ველი ახალი გამოცდილების მიღებას. ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებ ჩემი კლუბისა და გულშემატკივრებისთვის, რომელთა შესახებ ბევრი კარგი რამ გამიგია. აქამდე სერბეთში არასოდეს არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი სერბი მეგობარი მყავს და თქვენს ქვეყანაზე მხოლოდ კარგი მსმენია. კარიერაში ახალი ეტაპის დაწყებას მოუთმენლად ველი".

გიორბელიძე გასულ სეზონში "ზაგლემბედან" ბათუმის "დინამოში" იჯარის წესით გადავიდა, "ვოივოდინამ" კი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა.

"ვოივოდინა" ჩემპიონატის სტარტზე "ცრვენა ზვეზდასთან" 0:5, ხოლო "პარტიზანთან" 0:2 დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი "აპოელთან" ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 1:2 წააგო.

gionat
სერბეთისთვის არ მემეტებოდა, წარმატებები!

მოკლედ რუსეთი აღარ და სერბეთი გაჭრეს მაგარმა აგენტებმა, არადა კარგი ფლანგის შემცველია,შეტევაშიც ერთვება კარგი აგენტი ტოპ ჩემპიონატშიც მოაწყობდა

ჯუღელის ნაჩალიჩარი მეგონა
stf
არ უნდა ჩახვიდე სერბეთში რუსეთის სმირნაზე დაგაყენებენ ეგრევე და იდექი გაჭიმული უსმინე ღრუსეთის დიდებას ეხლა
ვარლამი,პოლონეთიდან
წარმატებები გურამს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ბათუმის "დინამომ" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
Geo Team: გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ზაგლებიემ" თორნიკე გაფრინდაშვილის ტრანსფერიც დაადასტურა
გაიტანა და გააძევეს - გაფრინდაშვილმა "ზაგლემბეს" გამარჯვება მოაპოვებინა
გურამ გიორბელიძე "ერზრუმსპორში" გადავიდა
"ლეხი" სახლში აუტსაიდერთან დამარცხდა - წიტაიშვილი მაინც არ ათამაშეს