"შავი ლომის" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ისრაელის "თელ-ავივ ჰითთან" 27:17 მოგებული მატჩი შეაფასა და გუნდის უახლოეს გეგმებზე ისაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში 17 ქულით დავწინაურდით, რთული თამაში გამოვიდა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით, მაგრამ პირადად ჩემთვის გაუგებარია რაზე გვაჯარიმებდა რეფერი და რატომ აჩვენა წითელი ბარათი გიორგი კერვალიშვილს, მაშინ, როდესაც მსგავსი თავი თავში კონტაქტი პირიქითაც ძალიან ბევრი იყო.

გარდა ამისა, ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ "ჰითი" ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. მთავარია, რომ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება და თასი ზედიზედ მესამედ შევმართეთ. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს. მიუხედავად იმისა რომ თამაში ასეთ უხერხულ დროს დაინიშნა, რაც სუფთად რაგბი ევროპის პასუხისმგებლობაა, მაინც მოვიდნენ "ავჭალაზე" და თითქმის სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშეთ".

"შავ ლომს" უახლოეს პერიოდში კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი თამაში ელის ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე – 13 იანვარს "კასტრთან" საფრანგეთში და 20 იანვარს თბილისში "მიხეილ მესხზე", ასევე ფრანგულ გრანდ "კლერმონთან".

"ფრანგული გუნდის წინააღმდეგ "შავ ლომს" ჯერ არ უთამაშია და ეს ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, "კასტრიც" და "კლერმონიც" ამ შეხვედრებისთვის განსაკუთრებით მოემზადება, მით უმეტეს "სქარლეთსთან" გამარჯვების შემდეგ. ვისურვებდი, რომ "კლერმონთან" მატჩზე "მიხეილ მესხის" ტრიბუნები გადაჭედილი იყოს. ფრანგებს უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ გვიყვარს ქართველებს რაგბი“.

Rugby.ge

რეზო
1. რა გაგახამათ?!!!! ყოველ დაჭერაზე რეკლამის ამოხტომა რა უბედურებაა?????? 2. მერაბი მართალია. ფედერაციას მეტი ნასტირნობა გვმართებს. ასე არ შეიძლება! 2 უმნისვნელოვანესი მატჩი წაგვართვეს წელს: ფიჯი და გლისტერი! აქ ყველაფერი ქნეს, საკუთარი დეიდები მოიყვანეს, რომ წაგვეგო! 3. და ისევ ავტორს: ჩემო ოქრო, სადაც კლერმონმა თქვას- გრანდი ვარო, კასტრის არ დაივიწყოს! ბევრად დიდი გუნდია კასტრი!
Zviads
ნამდვილად არ ეხატებათ, ფაქტია ეს უკვე... სტადიონზე კი მოვალ ნამდვილად და ხალხსაც წამოვიყვან...
Lelo
გლოსტერთან არ ვყოფილვარ … კლერმონთან აუცილებლად მოვალ!!!
ზაზა
მოვალთ ! წლებია ნაკრების და ეხლა უკვე "შავი ლომის" თამაში არ გამომიტოვებია.. აუცილებლად მოვალთ და მხარს დაგიჭერთ !!
მიხო
რაღა სულ მოწინააღმდეგების სასარგებლოდ ცდებიან, ეჭვი ჩნდება რომ ვიღაც ვიღაცეებს ჩვენი რაგბის განვითარება წინსვლა გულზე არ ეხატება
ქორ-პარიკმახერი
ნამდვილად ტრიბუნები უნდა გაივსოს!
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში
"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
მერაბ შარიქაძე: სამხრეთ ამერიკაში განსხვავებულ გამოცდილებას შევიძენთ
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე