საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატია 90:81 დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად ბოლო მატჩის მოგება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 4 შემორჩა ისეთი, კონტინენტის ჩემპიონობისთვის რომ იბრძვის, 2-მა უარესი შედეგის მქონე გუნდმა – ბულგარეთმა და ხორვატიამ – A დივიზიონი უკვე დატოვა და დარჩა 1 გუნდის გამოვლენა, რომელიც B დივიზიონში დაქვეითდება და რომელიც საქართველო-პოლონეთის მატჩში დამარცხებული იქნება.

საქართველო ხვალ პოლონეთს მე-13-ე ადგილისთვის ხვდება და გამარჯვებული A დივიზიონში დარჩება, ხოლო წაგებული, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასულ ბულგარეთსა და ხორვატიასთან ერთად B დივიზიონში დაქვეითდება. ფინეთთან დასანანი მარცხის შემდეგ ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ძალები მოიკრიბა და უაღრესად პრინციპულ მატჩში ხორვატია დაამარცხა. თან ისე, რომ პირველი პერიოდის შემდეგ 9 ქულით აგებდა.

ხორვატიამ შარშან B დივიზიონი მოიგო, წელს კი ელიტაში თამაში ვერ მოიგო და დღეს, საქართველოსთან მარცხის შემდეგ კვლავ B-ში დაბრუნდა. საქართველოს მიმდინარე ტურნირში პოლონეთი უკვე დამარცხებული ჰყავს. ეს გუნდები ჯგუფში ერთად იყვნენ და საქართველომ 67:62 სძლია პოლონეთს. ამ გუნდების მე-2 მატჩი ბევრად მნიშვნელოვანია – სასწორზე A დივიზიონის საგზური დევს.

ხორვატიასთან მატჩის ყველაზე შედეგიანო მოთამაშე მათე ყავლაშვილია, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო, შეხვედრა კი 28 ქულით დაასრულა. პირველი პერიოდის 9 ქულით წაგების შემდეგ ქართველებმა მეორე სწორედ ამ სხვაობით მოიგეს და დიდ შესვენებაზე ფრე დაფიქსირდა. მესამე ათწუთეული თანაბარი გამოდგა, რომელიც საქართველომ ქულით მოიგო და გადამწყვეტ პერიოდს მინიმალური ლიდერობით შეხვდა.

ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომლის საწყის წუთებში საბა ჟღენტმა 2 უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და საქართველო დამაჯერებლად გაალიდერა – 70:62. ჟღენტმა შედეგიანი თამაში განაგრძო და ყავლაშვილისა და ილია სულაძის ზუსტი სროლების შემდეგ ზედიზედ კიდევ 4 ქულა მოაგროვა და საქართველო თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 10 ქულით – 76:66 იგებდა.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა იოლად შეინარჩუნა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულთაგან 28 ქულითა და 4 პასით საუკეთესო იყო მათე ყავლაშვილი. 14 ქულა და 7 მოხსნა ილია სულაძემ მიითვალა, საბა ჟღენტმა 14 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, მათე ხატიაშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა.

პოლონეთმა დღეს 87:66 დაამარცხა ბულგარეთი. საქართველოსა და პოლონეთის ყოფნა-არყოფნის მატჩი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა და მერვედფინალში მეტოქეს ელოდება
ოვერტაიმში, ბოლო წამებზე ფინეთთან განცდილი მარცხი და მომდევნო მეტოქე ხორვატიაა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა