ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ ფინალის წინ პსჟ-ს შემტევმა უსმან დემბელემ უეფას საიტთან ისაუბრა:

„იმ ათი წლიდან, რაც პროფესიულ ფეხბურთში ვთამაშობ, ჩემპიონთა ლიგაზე ცხრაჯერ ვიასპარეზე და ეს საკმაოდ გამორჩეული შედეგია. იმედია, ეს ჩემი კარიერის ბოლომდე გაგრძელდება. ვინაიდან ეს ყველაზე დიდი ტურნირია, ყოველთვის გინდა მასში მონაწილეობის მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოგებული არ გაქვს.

მახსოვს ჩემი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი „დორტმუნდის“ შემადგენლობაში „ლეგიასთან“. წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო. შემდეგ ტურნირზე „ბარსელონაში“ ვითამაშე. პსჟ-ს რიგებში ორჯერ გავედი ნახევარფინალში, ახლა კი ფინალი გველის.

ლუის ენრიკე თავისი იდეებით მოვიდა, ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ფეხბურთელთა საქმისადმი დამოკიდებულება. ყოველთვის ვცდილობთ 100%-ით დავიხარჯოთ, მით უმეტეს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების ამბიცია გვაქვს.

მე ძალიან შევიცვალე, განსაკუთრებით მოედანზე ჩემი პოზიციის და თამაშის სტილის მხრივ. ის ბევრ რჩევას მაძლევს და ჩემს თამაშში ბევრი რამ შევცვალე, თუმცა თანდაყოლილ უნარებს ისევ ვიყენებ, რამაც შედეგები გამოიღო. მწვრთნელი მოედნის მთელ პერიმეტრზე გადაადგილების უფლებას მაძლევს. შეტევის წინა ხაზზე „ცხრიანის“ პოზიციაზე არ უნდა დავრჩე. უბრალოდ ცენტრში სივრცის და ცოტა ქაოსის შექმნას ვცდილობ.

კვარაცხელიამ და დუემ სწრაფად მოახერხეს გუნდის თამაშთან და მწვრთნელის მოთხოვნებთან ადაპტაცია. ერთად თამაში, შეტევა და თავდაცვა ძალიან მოგვწონს. ტიტულები გვწყურია. მართლაც გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. გუნდში კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯონ.

ფინალის წინ გვირაბში ბევრი კონცენტრირებული სახე იქნება, ღიმილიც, რადგან ბავშვობიდან სწორედ ასეთ მატჩებზე ოცნებობ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობის მიღება შესანიშნავია, სრული მობილიზაცია და სიამაყეა. იმედია, გავიმარჯვებთ.

დიახ, ამის იმედი მაქვს, მაგრამ ამჟამინდელ „ინტერთან“ შეხვედრა ადვილი არაა. ამ გუნდს მთელი სეზონი ვაკვირდებოდი. იქ ჩემი კეთილი მეგობარი ტიურამი თამაშობს. ეს ძალიან რთული გუნდია, ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სასტარტო სასტვენის შემდეგ დავრჩებით თუ არა მე და ტიურამი მეგობრებად? მოედანზე - არა“.

კოკიტო
ბარკოლა ვისი ბუმბული გაიფანტა???🤣🤣🤣
123
დემბელე არა მესის შესტენიან ისევ ნახავთ.
გიგა
დემბელე, სუფთა დებილეა! ფუ ამან, რომ მოიგოს ოქროს ბურთი, სასაცილო არ იქნება?
ბარკოლა
4:0 რო წააგებთ მერე ვნახავ თქვენს ტრიოს ბუმბულს გაფანტულს ველადა:)))
zura222
ოო ეს უკვე ნარკოლას წინააღმდეგ საბოტაჟს გავს DDD
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ოსერთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას იდეალური პრეასისტი - პსჟ-მ "ოსერს" მძიმე მატჩი მოუგო
სუპერლიგის ოლ სტარისთვის სასტარტო ხუთეულები შეირჩა | მწვრთნელები სათადარიგოებს დაასახელებენ
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
ლუის ენრიკემ "ოსერთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"რეალიდან" წადი - არბელოამ ალექსანდერ-არნოლდს რჩევა მისცა
ზივზივაძე "ლაიფციგთანაც" ვერ ითამაშებს
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
პსჟ მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება? - პარიზელები შეტევით ხაზში გაძლიერებას გეგმავენ
ეს მართლაც შესაძლებელია? - საუდის არაბეთის კლუბმა ვინისიუსს გიჟური კონტრაქტი შესთავაზა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ხვიჩა სასტარტოში, სამი ქულისთვის ოსერში და ფიქრით "ნიუკასლთან"
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
პსჟ-ის აუტსაიდერთან სტუმრობის დღე - "ნიუკასლის" წინ
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება