„ეკიპმა“ პსჟ-ს გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „რატომაა „კვარა“ პარიზში ასეთი პოპულარული?“

„თავისი თამაშით და მნიშვნელოვან მატჩებში შეტანილი წვლილით „პარი სენ ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი ევროპული სეზონის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახდა. ის ფეხბურთელია, რომელიც ყველას მოსწონს.

ზოგჯერ ფეხბურთელის პუბლიკასთან ურთიერთობა გათვლილ მოქმედებას წარმოადგენს. საუბარია იმაზე, რომ გონივრულად დაიხარჯო, ლიდერად წარმოაჩინო თავი, დრო და დრო აჩვენო, თითქოს დაცვაში მონაწილეობ, ეფექტური დრიბლინგები განახორციელო და შექმნა საკუთარი ლეგენდა ბურთის უსარგებლო და ლამაზი ფლობით. ხანდახან ამაში გარდა სანახაობისა სასარგებლო არაფერია, თუმცა ამ შემთხვევაში არავითარ სიცრუეს არ აქვს ადგილი - არც ფეხბურთელი, არც გულშემატკივარი და შესაბამისად არც ისინი, ვისაც „კვარა“ უყვარს. იანვარში გადმოსვლისთანავე დიდ ევროპულ მატჩებში პსჟ-ს მთავარი ფიგურა გახდა, რასაც ლამაზი თამაშითა და დაცვის თავდაუზოგავი დახმარებით მიაღწია. ის არა ვარსკვლავად, არამედ ყველასათვის საყვარელ ფეხბურთელად იქცა, ეს კი ხშირად გაცილებით უფრო ფასეულია. სწორედ ასეთია ხვიჩა კვარაცხელია.

მხოლოდ სტატისტიკის გამო არ უყვართ. თვით ჩემპიონთა ლიგაზე „ასტონ ვილასთან“ გატანილი ბრწყინვალე გოლი არ ცვლის საერთო სურათს. მის ანგარიშზე ტურნირზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, ეს კი თავისთავად ვერ ხსნის იმ აჟიოტაჟს, რომელსაც ხვიჩა იწვევს.

საქმე სხვა რამეშია - რაინდულ შეუპოვრობაში, რომლის მეშვეობით ისევ და ისევ მიიწევს შეტევაში. დაცვაში მუშაობით, რაც სწრაფად თავის აუცილებელ მოვალეობად აღიქვა. ეს იდეალურად ასახავს კვარაცხელიას ხასიათს. მისი საქციელი: მოუსვენარი სახე, ჩამოწეული წინდები, ოდნავ მოხრილი ზურგი - თითქოს პრობლემის არსს დრიბლიორის გარდაუვალი მაგიით უღრმავდება.

ინგლისში მასში ჯორჯ ბესტს ხედავენ. Canal+ის ექსპერტი სიდნეი გოვუ „კვარას“ ახასიათებს: „მასთან უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ, ვიდრე ბომბარდირებთან. იშვიათია, როდესაც ასეთი ტიპის მოთამაშეები ფანებს და თანაგუნდელებს მოსწონთ. შესაძლოა, ამაშია ცვლილებების ნიშანი. პსჟ-ს სხვა თავდამსხმელების გარჯა მხოლოდ სტატისტიკით ფასდება. ის უფრო საბრძოლო სულისკვეთებითაა გამორჩეული და ეს განსაკუთრებით დასაფასებელია, როცა საქმე მისი სტილის მოთამაშეს ეხება. მე მისით სრულად აღფრთოვანებული ვარ“.

ბესტთან „კვარას“ სათამაშო სტილის მსგავსება პირველად ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შეამჩნია: „ჩემი აზრით, ბურთით მოძრაობის და კონტროლის, აგრეთვე დრიბლინგის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სალაჰთან, ვინისიუსთან, საკასთან, როდრიგოსთან და რაფინიასთან ერთად ტოპ-ხუთეულში შედის“.

ეს მოსაზრება მას შემდეგ უფრო განმტკიცდა, რაც „ემირეითსზე“ იურიენ ტიმბერი აწამა. „ტაიმსი“ წერდა: „ჩაჩაჩული წინდები, სისწრაფე, შემოქმედებითობა, ფიზიკური სიმძლავრე... ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ შედარება არასწორია, მაგრამ სავსებით არაა შეუსაბამო“.

ჯორჯ ბესტის სინარნარე, საფეტ სუშიჩის მანერა - და არა მხოლოდ ძლიერი კუნთების გამო. კვარაცხელიას ლეგენდებს ინგლისში და საფრანგეთში ადრებენ, ვინაიდან დიადები ყველგან ისე გრძნობენ თავს, როგორც სახლში. შეიძლება თვით მიუნხენშიც“.

ამატაკი
მადლობა ეკიპს! შესანიშნავი სტატიაა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ პრესასაც არაერთი დიდებული სტატიები მიუძღვნია ხვიჩასათვის, ასე ზუსტად მაინც ვერ აღწერდენენ: "ხვიჩა არ არის ვარსკვლავი, ის ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელია" !
გიორგი
მაგარია როცა ქართველზე ასეთ რამეებს წერენ. მსგავსი აღმატებული სიტყვებით, იქიდან რაც მე წამიკითხავს, მხოლოდ პაიჭაძეზე, მესხზე და ყიფიანზე დაუწერიათ.
Pepelu
ქართველებს და არა მხოლოდ ჩვენ, ფინალის შემდეგ კვარათი კიდევ უფრო მეტი სიამაყის საფუძველი გაგვიჩნდება!! ფინალში იფრენს კვარა!!! ლეგენდაა!!!!!!!!!!! კვარა ქართველია!!!! დიდება უფალს!!!!! დიდება საქართველოს!!!!!!!!!
ზურა
კვარა არის ჩვენი სიამაყე.
ვასო67
ხალხის სიხარული, ასე იხსენიებდნენ ბრაზილიაში გარინჩას… კვარა ჩვენი ხალხის სიხარულია, წარმატებები ჩვენს მაგარ კაცს… შაბათს კიდევ ერთხელ გაგვახარებს იმედია, შეეწიოს უფალი
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
მენსანამ რუსთავში იმარჯვა და 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება