Politico მოულოდნელად ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობაზე კანდიდატურა წამოაყენოს.

ანონიმურმა პიროვნებამ ზემოთ აღნიშნულ წყაროს განუცხადა, რომ ევროპული საფეხბურთო ასოციაციები მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელად, სწორედ კატარელის კანდიდატურას განიხილავენ.

ეს თემა აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც FIFA-მ განაცხადა, რომ მუნდიალისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის უფლებების ნაწილის გაყიდვას აპირებს.

ალ-ხელაიფის წარმომადგენლებმა ეს ამბავი არ დაადასტურეს და გამოცემას განუცხადეს, რომ მას არც ამბიციები და არც სურვილი აქვს, რომ FIFA-ში რომელიმე თანამდებობა დაიკავოს.

FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნებში ყველა ქვეყნის ფედერაციას თითო ხმა აქვს. ინფანტინოს ძალიან მყარი პოზიციები აქვს აფრიკაში, აზიასა და ოკეანეთში. შესაბამისად, მხოლოდ ევროპის მხარდაჭერა (55 ხმა 211-დან) არჩევნების მოსაგებად საკმარისი მაინც არ არის.

დიდი ალბათობით, ეს ინფორმაცია ევროპული ასოციაციების მხრიდან სტრატეგიული პოლიტიკური სვლაა. ალ-ხელაიფის სახელის წამოწევით ევროპული ფეხბურთის მმართველები ცდილობენ აჩვენონ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რომ მას უალტერნატივო არჩევნები არ ექნება. ასევე გაზარდონ თავიანთი გავლენა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მომავალ გადაწყვეტილებებზე.

FIFA-ს პრეზიდენტობა სრულ ნეიტრალიტეტს მოითხოვს და თუ კატარელმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება მართლაც გადაწყვიტა, მაშინ პსჟ-ის მმართველის თანამდეობის დატოვება მოუწევს.

FIFA-ს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2027 წლის 18 მარტს გაიმართება. არჩევნები FIFA-ს 77-ე კონგრესის ფარგლებში მაროკოს დედაქალაქ რაბატში ჩატარდება.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებასა და პოსტზე ხელახლა არჩევას გეგმავს.

"დინამოს" ყელში ხელით უნდა ვწვდეთ და პირველი წუთებიდან გავანადგუროთ" - ჟალგირისის პრეზიდენტს სასწაულის სჯერა და მიმართვას ავრცელებს
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
ედი ჰაუმ "ნიუკასლი" დატოვა - "კაჭკაჭებმა" მისი შემცვლელი შეარჩიეს
პირველი მარცხი ჯგუფურ ეტაპზე და რთული მეტოქე მეოთხედფინალში: U18 ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება
სფფ-ის დელეგაციის ვიზიტი კახეთის რეგიონში
საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
სავინიოს "ტოტენჰემში" გადასვლა უნდა - ბრაზილიელის წაყვანა რობერტო დე ძერბის სურს
"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან
ფაბრიციო რომანო: უელბეკი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ჩელსიში" გადავა
ფინანსური სირთულეების მიუხედავად - "ლიონმა" ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა
FIFA-მ ახალი რევოლუციური პროექტი დაანონსა, რის გამოც ევროპელები მუნდიალს ბოიკოტს გამოუცხადებენ? - სკანდალური ამბის დეტალები
[PHOTO] "ბედნიერი მამა" - რონალდომ ხუთივე შვილთან სურათი გამოაქვეყნა
U18. ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] ამჯერად 0:3 - "დილა" "აპოლონთან" კვიპროსშიც დამარცხდა
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლს კონტრაქტი გაუგრძელა
კიეზამ "ლივერპულში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
პსჟ აკლიუშს არ ეშვება
ხვიჩას პსჟ: ორი შემტევის გაშვება, "მანჩესტერთან" მატჩი - უახლოესი ამბები
შეთანხმება უკვე ძალიან ახლოსა - ბარკოლა და “ლივერპული” გადაწყვეტილი ამბავია?
სურს თუ არა პსჟ-იდან “ალ-ჰილალში” გადასვლა - დემბელემ საუდის არაბეთის კლუბს გადაწყვეტილება აცნობა
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"მერე რა, რომ მუნდიალზე არ ითამაშა?! იამალზე და კეინზე უკეთესი იყო და "ოქროს ბურთს" ხვიჩას მივცემდი" - ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა
"მას ჩემი ცოლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მე" - ხესემ ალ ხელაიფზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი 2026" - განახლებულ რეიტინგში კვარაცხელიას პოზიცია გაგაკვირვებთ
"დაინახეთ, კვარაცხელია ბოლო წუთებზე რას აკეთებდა?!" - პსჟ-ის პრეზიდენტი ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
ყველა ხელაიფის მსგავსი ვერ იქნება - "არსენალის" თანამშრომლები კლუბის სიწუწკემ გააღიზიანა
სერ ალექს ფერგიუსონმა ალ-ხელაიფის წერილი მისწერა და "არსენალი" გააკრიტიკა
ბარკოლას პსჟ-დან წასვლა სურს - პარიზულმა კლუბმა "ლივერპულს" თანხა დაუსახელა
პსჟ შეიძლება კიდევ ერთმა შემტევმა დატოვოს
"ის მსოფლიოში საუკეთესოა" - პსჟ-ს პრეზიდენტი ფინალის შემდეგ
ფასები განახლდა - კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია