„სპორტინგის“ მწვრთნელმა რუი ბორჟესმა არაერთხელ განაცხადა, რომ გიორგი ქოჩორაშვილს შესაძლებლობების წარმოსაჩენად შანსი მიეცემა, მაგრამ არ ათამაშებს და ახლა Leonino ქართველის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ზაფხულში შეძენილმა ქოჩორაშვილმა იმედები ვერ გაამართლა, ძირითად შემდგენლობაში ვერ ხვდება და კლუბი სეზონის ბოლოს შეთავაზებებს განიხილავს, იქამდე კი გიორგი შეეცდება მწვრთნელის ნდობა მოიპოვოს, მაგრამ დანიელ ბრაგანსას მწყობრში ჩადგომის გამო (ტრავმირებული იყო და თებერვლის შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა), შეიძლება მისი მდგომარეობა გართულდეს.

თუმცა, მეტი რაღა უნდა გართულდეს...

ნაცმოძრაობა,გასაგონადაც კი მეჯავრება,მაგრამ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, ყველას აქვს უფლება,თავისი პოლიტიკური სიმპათიები ჰქონდეს და არავის აქვს უფლება,ამის გამო მასზე ზეწოლა(ბულინგი) განახორციელოს.მთავარია,პოლიტიკური სიმპათია,უკანონო,ან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში არ გადაიზარდოს.ნაცების თანამგრძნობებშიც მყავს ნაცნობები,წესიერი ხალხი რომ არიან და ოცნების მხარდამჭერებშიც.ნაკრების ბიჭებზე კი,უზარმაზარი ზეწოლა მიდიოდა,მოითხოვდნენ აზრის გამოთქმას,ზოგიერთს ძალით ამოათქმევინეს,რაღაცა და რაკი ეს აზრი,ყველას ვერანაირად ვერ მოეწონება,მერე უკვე ამის გამო აგინებდნენ,ვითომ პატრიოტები,ნებისმიერი მხრიდან.იმდენი ქნეს,რომ ჩააქრეს ეს ბიჭები და მერე ამის გამო დაუწყეს გინება,რატომ არიან ჩამქრალებიო.ეს ბიჭები ფეხბურთელები არიან და რაც კარგად იციან,იმით ემსახურებოდნენ საქართველოს.რა მნიშვნელობა აქვს,ვინ მოსწონთ და როგორი ქოჩორი აქვთ?აქ ფეხბურთელებზეა ლაპარაკი,მაგრამ საქართველოს სხვა გამოჩენილ სპორტსმენებსაც რამდენი შეურაცხყოფა არგუნეს,არარაობებმა,ეგეც ხომ ჩვენ თვალწინ მოხდა,ყველაფერი?! კახელ მიხოს ძმა მოუკვდა,რომელთანაც წლები იყო უნძრახად.მაინც უკმაყოფილოა,აგინებს ძმას.მეზობლები ეუბნებიან,მიხო,ახლა მაინც გაჩერდი,მოკვდა კაციო!-არა,მე რო მინდოდა,იგრე არ მოკვდაო! ეს ხალხიც იმ მიხოს დაემსგავსა.ყიამყრალები გახდნენ და ვიღაცას რომ შეურაცხყოფა არ მიაყენონ,არ შეუძლიათ.საქმით უნდა შეაფასოთ ადამიანი,ხალხო!საქმით!საქმით კი,ეს ბიჭიც და ნაკრების დანარჩენი წევრებიც,თავს იკლავდნენ მოედანზე.არ დაუნახეს თავგანწირვა და მათშიც გულგატეხილობა იგრძნობა.იქნებ საკუთარ თავშიც უნდა მოვძებნოთ,ხანდახან დამნაშავე?!საკუთარი თავი რატომ გვგონია წმინდანები და ისინი,ყველა უბედურების სათავეები?საკუთარი შრომით და ოფლით ცხოვრობენ ეს ბიჭები,არავის არაფერს ჰპარავენ და რატომ ამდენი აგრესია?
დავით 67
ყველამ თვითონ იცის სად ურჩევნია, ამიტომ ხალხის მოწოდებებს არა აქვს აზრი და არც გაითვალისწინებენ. ფეხბურთელისთვის პირველი მაინც ანაზღაურებაა, როგორც ეგრეთწოდებული "სოვეტჩიკებისთვის",შემდეგ თუ რომელ კლუბში შეუძლია თამაში, ისე რომ სათადარიგოზე არ ხვდებოდეს ხშირად. აქ მოძღვრავი ხალხი ფულს ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს ხიხია იყოს, არადა თვითონ ყველაფერს რომ იკადრებს ისეთებიც მრავლად არიან. საქართველოში ყოველთვის იყო და არის ზიზღი და შური მდიდარი ადამიანის მიმართ.ეს ღარიბი ქვეყნის დამახასიათებელი თვისებაა. არის მეორე მხარეც, როდესაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ გაძლევენ სახელმწიფო მაფიოზური სტრუქტურები,მხოლოდ იმიტომ რომ რომ თავად გამდიდრდნენ. ვგულისხმობ კორუფციას, არაჯანსაღ კონკურენციას, ნეპოტიზმს. ქოჩორა საშუალო დონის ფეხბურლია და ვფიქრობ ნებისმიერ საშუალო გუნდში გაქაჩავს.
QT
გავიხსენოთ მიქაუტაძე და აიაქსი, აქაც შეიძლება იგივე მეორდება, არაფერს აკლებს შეიძლება ეს ბიჭი, მაგრამ მწვრთნელს არ მოსდის თვალში, ამიტომ დროა შეიცვალოს კლუბი, თუნდაც ისევ ლევანტეში დაბრუნდეს.
Achi
Anu mesmis dziritadis pexburteli arxar magram ase mtladro xut cuts ar gendobian eg ukve cudia da ise sportingi exla vincxavs centrshi magat gayidis uechveli magram magat vin shecvlis da qochoras rols mand ver vxedav
რერო
იბერიაში დაბრუნდი ქოჩორ გაისად ლიგაზე გექნება თავის გამოჩენის შანსი,მადაც მაგიტომ არ გადახვედი?
Levani
"შესაძლებლობების წარმოსაჩენად" რომ ამბობთ ნეტავ რომელი შესაძლებლობების? კი კაი ფეხბურთელია,მაგრამ სხვა ნახევარმცველები ჯობნიან სამწუხაროდ. რამდენი ათამაშეს ვერაფერი დასამახსოვრებელი ვერ შექმნა,მარტო უკან და გვერდზე პასები. მისი კონკურენტები კიდე შეტევაში უკეთესად მიდიან,წინ პასი-გამწვავება უკეთესი აქვთ.იგრძნობა რომ კლასში სხვაობაა. გუნდი ეთამაშება ბენფიკას,მერე ბაიერნს და მწვრთნელი იმას დააყენებს ვინც უფრო მაღალი კლასისაა. არ არის ქოჩორა არც ჯამარაული და არც გახოკიძე შესაძლებლობები რო ქონდეს და არ ათამაშებდნენ. დადებითი ისაა რომ თავად ნახა სად აქვს მოსამატებელი და იგივე ლევანტესნაერ გუნდში უფრო უკეთესად ითამაშებს იმედია.
ვასიას
აშხაბადში რა ხდება ვასია? ვერ შეხვდით მამა-მარჩენალს?))))))))
კახა
ბუხუტი გამოდის რომ მაგათმაც უღალატეს აკაცუკებს? მაშინ მართლები ყოფილან ნაცები, რომ ამბობენ, ვინც გაქოცდა კარიერაში რეგრესი აქვსო.
ბუხუტი
ქოჩორა და ბუდუ სადაური ამბოხებულები არიან?! რაღაც კინკილა პოსტი დადეს, მერე მილიონი შეირგეს და კი არიან გაყუსულები.
ვასო
ვინც ნაცებს მიეკარება ის თავშივე შერეკილია და შერეკილების ადგილი კი სკამზეა და არა მინდორზე, ანუ პოლიტიკა არ არის მოქმედი სპორტსმენის საქმე, პოლიტიკა ბინძურია და ბინძური კაცის ადგილი სპორტში არ არის.
ნანა
რა ოცნებას გაეკარა რეებს ბოდავ?
FOOTBALL_HUB
ბუნებრივია თავად გიორგის გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი, თუმცა პრაგმატულად რომ განვსაჯოთ პრიმერაში დაწინაურებული ლევანტეს ძირითადში ყოფნა ნამდვილად ჯობდა სპორტინგში სათადარიგო სკამის ხეხვას და ამას არგუმენტირებულად ვამბობ: 1) პრიმერაში მუდმივი პრაქტიკა ნიშნავს ფორმის პიკში ყოფნას 2) სეზონში მინიმუმ 2 თამაში გიწევს ისეთი გრანდების წინააღმდეგ, როგორებიცაა რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო - ეს კი საუკეთესო შანსია საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის და პოტენციურად უფრო დიდი ესპანური (და არა მხოლოდ) კლუბების რადარზე აღმოჩენის. 3) რჩები კლუბში, ქვეყანასა და გარემოში, რომელთანაც კარგად ხარ ადაპტირებული და ცვლილებებთან გამკლავება არ გიწევს, რაც თავისთავად კომფორტის ზონაში გტოვებს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სავარაუდოდ უფრო მსუყე ხელფასმა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შესაძლებლობამ გადაძალა, თუმცა ამ ორიდან აქტუალური მხოლოდ პირველი დარჩა, სამაგიეროდ დაზარალდა გიორგის სათამაშო ფორმა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და პროგრესი. დიდი ალბათობით უკვე ჩვენებურიც ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას, ხოლო დანარჩების განსჯა მკითხველისთვის მიმინდია...სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში ჩემი აზრია, რომ კლუბი უნდა დატოვოს, თუ რა თქმა უნდა უკვე გადაწყვეტილი არ აქვს პენსიონერის როლის მორგება.
კახი
ვინც ოცნებას გაეკარა ყველას რეგრესი აქვსო ასე ამბობდნენ დვალიშვილის მარცხის მერე ნაცები. ახლა რაღას იტყვით? სახეზეა ქოჩორას რეგრესი,დათუნაშვილმა კი კარიერა სულ გაინადგურა,ვერც ბუდუ არის მოწოდების სიმაღლეზე!
ვაჟა მასწავლებელი
დროზე გამოასწარი ქოჩორ მაქედან სანამ ქოჩორი კიდევ შეგრჩენია თავზე - ბედს ეწიე. საიდანაც მანდ მიხვედი იქ რომ დაბრუნდე?
შესანიშნავი გამონათება ნისლიან "სენტ-ეტიენში" - დავითაშვილი ბრუნდება
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
რა ხდება პსჟ-ში უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ - ხვიჩამ ივარჯიშა, ტრავმირებულები დაბრუნდნენ, დრო დაიმატეს
პროფესიონალური კონტრაქტი მარსელოს შვილს - "რეალი" მას პერსპექტიულ ფეხბურთელად განიხილავს
კოტნრაქტის გაწყვეტასთან ახლოს - ქვილითაია "პადერბრონს" უახლოვდება
ოფიციალურად - დრო ფერნანდესი პსჟ-ს ფეხბურთელია
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
მალდინი "ატალანტადან" "ლაციოში" გადავა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
დაბრუნება ყოფილ გუნდში? ქოჩორაშვილის თაობაზე "სპორტინგი" შეთავაზებას ელოდება
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
"ამას მართლა ფიქრობთ?" - რაფინიამ კრიტიკოსებს უპასუხა
"არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ამ მიზეზების გამო დამარცხდა" - პატრიკ ვიეირა
2026 წლის სუპერლიგის ოლ სტარს რუსთავმა უმასპინძლა | ლეგიონერებმა ადგილობრივებს 148:134 აჯობეს
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ ძირითად ხუთეულში - "ტორონტომ" "ოკლაჰომაც" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა, "რასინგმა" "რიასორზე" გაიმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლმა პსჟ "სპორტინგთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სპორტინგთან" მატჩში?
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
დაბრუნება ყოფილ გუნდში? ქოჩორაშვილის თაობაზე "სპორტინგი" შეთავაზებას ელოდება
პსჟ-ის გადამწყვეტი მატჩი - ველით ხვიჩას და ჰაკიმის დაბრუნებას