სამწვრთნელო ტრანსფერი ინგლისში
"ევერტონის" მთავარ მწვრთნელად რობერტო მარტინესი ინიშნება, რომელიც პოსტზე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასულ დევიდ მოიესს შეცვლის. 4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ "ევერტონმა" და "უიგანმა", სადაც 39 წლის ესპანელმა ბოლო 4 სეზონი გაატარა, კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

"მე და ბილ კენრაიტმა ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. ახლა ჯერი მარტინესზეა, რომელიც პირდაპირ "ევერტონის" წარმომადგენლებს უნდა დაელაპარაკოს," - განაცხადა "უიგანის" თავმჯდომარე დეივ უელანმა.

თავად მერსისაიდულ კლუბს ოფიციალური განცხადება, სადაც რობერტო მარტინესზე იქნებოდა საუბარი, არ გაუვრცელებია, თუმცა ბრიტანელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ "ევერტონს" ახალი მთავარი მწვრთნელი უახლოეს 48 საათში ეყოლება და ამ პოსტს სწორედ მარტინესი დაიკავებს.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მარტინესმა ბევრ კლუბში ითამაშა, მაგრამ ყველაზე უკეთ ის სწორედ "უიგანსა" და "სუონსიში" გამოიყურებოდა. ჯერჯერობით ხანმოკლე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ესპანელს სწორედ ეს ორი გუნდი ჰყავს გაწვრთნილი - 2007-09 წლებში ის უელსში მუშაობდა და "სუონსი" ჩემპიონშიპშიც გადაიყვანა, 2009-13 წლებში კი უკვე "უიგანის" დამრიგებელი იყო და წელს ამ გუნდთან ერთად ინგლისის თასიც მოიგო, რაც "უიგანის" ისტორიაში პირველი ტიტულია.

გარდა ამისა, ბოლო წლებში "უიგანმა" მთელი მსოფლიოს ყურადღება იმ საოცარი თამაშით მიიქცია, რომელსაც გუნდი ჩემპიონატების ფინიშზე ატარებდა და ამის ხარჯზე, პრემიერლიგაში ადგილსაც ინარჩუნებდა.

ისევ უელანს მოვუსმინოთ: "მე და რობერტო მეგობრები ვართ და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დავრჩებით. "ევერტონი" მისთვის საკმაოდ კარგი ვარიანტია. ეს გუნდი "უიგანზე" დიდია და რობერტოსთვის იქ მისვლა კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მერსისაიდული კლუბი დაეხმარება მას იმაში, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს, წინ წავიდეს და უფრო დიდი სიმაღლეები დაიპყროს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ევერტონი": ფილ ნევილი დევიდ მოიესის ნაცვლად?

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
"ეს მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა!" - სავარაუდოდ, თბილისში სანქცირებული რუსი მოფარიკავეები ჩამოდიან, ამ ამბავს უკრაინელთა დიდი პროტესტი მოჰყვა
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
პეპ გვარდიოლა: ეს მატჩი ფინალივით იყო
"ნამდვილი მაესტროა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - რობერტო მარტინესი პსჟ-ის ფეხბურთელზე
სერხიო აგუერომ "უიგანის" გულშემატკივარს ხელი გაარტყა [VIDEO]
რობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
სერხიო აგუეროს გულშემატკივრისთვის ხელის გარტყმისთვის არ დასჯიან
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ბეტმენისა" და "ვალენსიას" ამბავი გახსოვთ? - აი, კიდევ ვის შეუძლია სარჩელის შეტანა [PHOTO]
რა გააკეთა "უიგანის" ფანმა, რის გამოც სერხიო აგუერომ დაარტყა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
"ევერტონს" მის წამოსაყვანად ამ თანხის გადახდა დასჭირდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ "კანფეტებს" "ჩაკვეს" შეძენა ურჩია
"ევერტონს" მის წამოსაყვანად ამ თანხის გადახდა დასჭირდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ "კანფეტებს" "ჩაკვეს" შეძენა ურჩია
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
მხოლოდ 9 მატჩი - "უიგანმა" კოლო ტურე გაათავისუფლა
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"გოლების გატანას უმაღლეს დონეზე კვლავ აგრძელებს" - მარტინესი რონალდოთი აღფრთოვანებულია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
Record: პორტუგალიის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩში შემადგენლობაში ერთბაშად ცხრა ცვლილებას გეგმავს
გერმანული გრანდი და პრემიერ ლიგის კლუბი - მიქაუტაძის მსურველთა რიგები გაიზარდა
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
"ევერტონი" პიკფორდს კარიერის ბოლომდე კონტრაქტს სთავაზობს