საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შედეგები შეაჯამა
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ქალაქ კრემაში სამ-სამი ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ვახტაგ ჩიდრაშვილმა (57), ნიკო კუციამ (82), ნოდარ მეტრეველმა (+100); ბრინჯაოსი - უშანგი კუზანაშვილმა (62), კახა მამულაშვილმა (74), ლაშა გურულმა (100).

ქართველი სამბისტებისგან წარმატებებს მიჩვეულნი ვართ და მათგან მედლები ამ შეჯიბრებაზეც მოსალოდნელი იყო.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა ეს მოლოდინი კონტინენტის ჩემპიონატის წინ "ლელოსთან" ინტერვიუშიც დაადასტურა. მწვრთნელს ამჯერად შედეგების შეფასება ვთხოვეთ.

- მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე 6 პრიზიორი გაგიხდათ, თუ ელოდით, რომ ოქროს მედლის გარეშე გუნდის დარჩენა შესაძლებელი იყო?

- ვერ წარმომედგინა, თუ შინ ოქროს მედლის გარეშე დავბრუნდებოდით. მეტიც, რამდენიმე ფალავნისგან ველოდი ჩემპიონობას.

გულდასაწყვეტია, რომ სამი ფინალური პაექრობა წააგეს ჩვენმა სამბისტებმა. განსაკუთრებით, ვახტანგ ჩიდრაშვილის (57 კგ) მარცხი უნდა აღვნიშნო. იგი შეხვედრას იგებდა, ბოლო წამებში გადაწყვიტა დროის გაყვანა და მოწინააღმდეგის (ბელორუსი არიფ ბაგიროვი) ილეთზე მოჰყვა.

ნოდარ მეტრეველმა (+100 კგ) კი ფინალამდე მართლაც უძლიერეს და ტიტულოვან რუს და ბელორუს სამბისტებს დამაჯერებლად მოუგო. მეტრეველი ფინალს ბულგარელ ილიევთანაც იგებდა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

ნიკო კუციას (82 კგ) ოქროს მედლის გარეშე დარჩენა კი დიდწილად მსაჯების სინდისზეა. მისი მეტოქე რუსი პოლიანსკოვი იყო.

მოგეხსენებათ, ჩვენამდე ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა გუნდური შედეგით აჯობა რუსეთს და უფროსებში იმავეს აღარ დაუშვებდნენ. ამასთან, ყველაფრის არბიტრებზე გადაბრალებასაც არ ვცდილობ. სპორტსმენებს აშკარად მეტი შეეძლოთ, ზოგიერთმა ისეთი შეხვედრა დათმო, რომ თავადაც ვერ ხსნიდნენ მიზეზს და არენიდან გამოსულები თვალებში ვერ მიყურებდნენ.

- ჩემპიონები რომ ვერ გახდნენ, უშანგი კუზანაშვილი (62) წონის გამოცვლამ, ნოდარ მეტრეველი კი ტრავმის შემდეგ საშეჯიბრებო პრაქტიკის უქონლობამ ხომ არ დააღალატა?

- მეტრეველის შემთხვევაში, შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, თითქოს საშეჯიბრებო პრაქტიკა ჩვენი ნაკრების სხვა წევრებს ჭარბად ჰქონდათ. სამბოში წამყვანი ქვეყნები რუსეთი და ბელორუსია.

ისინი სეზონის განმავლობაში ძალიან ხშირად ატარებენ ერთობლივ ან ამ სახეობაში ძლიერ ქვეყნების ნაკრებებთან ერთად შეკრებებს. დადიან ერთმანეთთან შეჯიბრებებზე. ეს ყოველივე ჩვენ გვაკლია.

მაგალითად, ძიუდოს ნაკრები დადის შეკრებებზე ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს სახეობა უმაღლეს დონეზეა განვითარებული და შედეგსაც სასურველს იღებს.

იგივე ჩვენც რომ შეგვეძლოს, შედეგები უკეთესი გვექნებოდა უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებებზე. წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ვგეგმავთ მინსკში ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას, რაც უდავოდ წაგვადგება.

- უმედლოდ დარჩენილთაგან რომლის ხელმოცარვა იყო უფრო დასანანი?

- პაატა ღვინიაშვილის (90), რომელიც არათუ მედლის, პირდაპირ ჩემპიონობის კანდიდატი გახლდათ. იგი ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა კონტინენტის ჩემპიონატს. პაატა ფინალში გადამსვლელში უმნიშვნელო უპირატესობით დამარცხდა რუს რუმიანცევთან, რომელიც შემდეგ ოქროს მედალს დაეუფლა.

სამწუხაროდ, ამ მარცხის გამო ფსიქოლოგიურად ვეღარ განეწყო ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა. წარმოუდგენლად მიმაჩნდა ლევან ნახუცრიშვილის (68) ხელმოცარვა.

ის გამოცდილი სამბისტია და თითქმის არსად უმედლოდ არ რჩება, მაგრამ აქ სხვაგვარად მოხდა. საერთოდ, ჩვენებიდან, ვინც უმედლოდ დარჩა, საწყის ეტაპზე არავის წაუგია, ყველა ფინალში გადასასვლელ შეხვედრებში დამარცხდა.

- მსოფლიოს ჩემპიონატამდე შეკრება უცხოეთში ან საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა თუ იგეგმება?

- იგეგმება ერთობლივ წვრთნებზე ჩვენი მონაწილეობა მინსკში. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გროზნოში ასლახანოვის სახელობის საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირზეც გამოვალთ. შევეცდებით, ყველა ეტაპი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე გაცილებით უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
"ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ..." - ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
ჯონდო მუზაშვილი: წელს უკეთესი ხარისხის მედლებით ან უფრო მეტი ჩემპიონით
ნინო ოძელაშვილი: ცუდს არაფერს არ ვაკეთებთ, პირიქით - სამშობლოს ვასახელებთ
ჯონდო მუზაშვილი: დანაკლისის მიუხედავად, მაინც კარგი ჩემპიონატი გამოვიდა
ოთხგზის ჩემპიონი - ინტერვიუ ვახტანგ ჩიდრაშვილთან
საქართველოს სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა
ᓡᕐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᕝᕡ ᓡᓐᓛᓑᓘᓡᓢᓗᓐ ᓜᕐᓙᓠᓔᓑᓘ ᕔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓓᓐᓘᕠᓐᓖᓛᓐ
სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი ცვლილებით
სამბო. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი ნაკრებისთვის
სამბო. ევროპის ჩემპიონატი: მინსკში ძველი შემადგენლობით
ხარლამპიევის მემორიალი: ქალების ნავაჟკაცარი ვაჟების სკანდალით