22-23-24 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგის "იუბილეინის" 7-ათასიანი სპორტდარბაზი სამბოში მსოფლიოს 37-ე ჩემპიონატს უმასპინძლებს
სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში, ტრანსპორტში, მეტროს სადგურებში, ერთ კვირაზე მეტია გამოკრულია აფიშები და ბილბორდები, რომლებიც იუწყებიან სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას.

22-23-24 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგის "იუბილეინის" 7-ათასიანი სპორტდარბაზი მსოფლიოს 37-ე ჩემპიონატს უმასპინძლებს სამბოში, სადაც ყველა კონტინენტის წარმომადგენლები, მათ შორის, ქართველებიც გამოვლენ.

წლეულს სამბოს 75 წლის იუბილეა. სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატებიც საიუბილეოა. 40 წლის წინათ, 1973 წელს, პირველი თეირანში დაიწყო. დღემდე კი სულ 36 ჩემპიონატი გაიმართა.

1976-78 და 1980 წლებში სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ასპარეზობა ჩავარდა.

მოახლოებულ საიუბილეო ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: გივი ნადარეიშვილი (52 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), უშანგი კუზანაშვილი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ), ნიკო კუცია (82 კგ), გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), ლაშა გურული (100 კგ), ნოდარ მეტრეველი (+100 კგ).

ქალები: შორენა შარაძე (60 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ), ირინე ლეონიძე (+80 კგ).

მსოფლიოს ჩემპიონატზე, სპორტული სამბოს პარალელურად, პირველად იასპარეზებს ჩვენი ორი სპორტსმენი საბრძოლო სამბოშიც. ესენი არიან: გორელები - დავით ჭაბუკაშვილი (82 კგ) და ნიკო ბიბილაშვილი (100 კგ).

22 ნოემბერს იჭიდავებენ: 52-68-90 კგ, 23 ნოემბერს - 57-74-100 კგ, 24 ნოემბერს - 62-82- +100 კგ.

ქალები: 22 ნოემბერს - 60-72 კგ, 24 ნოემბერს - +80 კგ. საბრძოლო სამბო - 22 ნოემბერს 100 კგ, 23 ნოემბერს 82 კგ.

ცნობისთვის: საქართველო სამბოში მსოფლიოს 19 ჩემპიონს მოითვლის. გვეყოლება თუ არა მეოცე ჩემპიონი, ეს სანკტ-პეტერბურგში გახდება ცნობილი.

2011-12 წლებში კი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ: ავთანდილ ცინცაძე (52 კგ) და გიორგი ბაინდუროვი (90 კგ).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს