ზაფხულში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ავსტრიაში ჰქონდა შეხვედრა და ჩივაძემაც პირველად მაშინ გამოიძახა ქვილითაია
ფეხბურთელს ბოლომდე რომ ენდობი, ეს წმინდა საქმეა - მოთამაშე მწვრთნელის ნდობას რომ გრძნობს, ტვირთი ეხსნება და თამაში უადვილდება.

თუ როგორი მწვრთნელია ალექსანდრე ჩივაძე, ამაზე კამათი შეიძლება, ოღონდაც ვერავინ უარყოფს, რომ ჩივაძემ კარგად იცის ფეხბურთელის ფასი - ისეთი ფეხბურთელი უყვარს, ვინც მართლა ფეხბურთს თამაშობს, "პიტბულის" ფორმაციის მოთამაშე მის გემოვნებაში არ ჯდება...

ჟურნალისტობასთან ერთად, სხვადასხვა კლუბში მომიწია სელექციონერობამ და საქართველოს ქვედა ლიგების მატჩებს ხშირად ვესწრებოდი. გიორგი ქვილითაიას თამაში პირველად მაშინ ვნახე, "სასკოს" ფეხბურთელი რომ იყო. მას რამდენიმე პოზიციაზე შეეძლო თამაში და ყურადღებას ამითიც იქცევდა.

"როცა "სასკოში" ვიყავი, მითამაშია შეტევის მარცხენა ფლანგზეც და შუა ხაზშიც, თავდამსხმელის უკან. როცა გუნდს დასჭირდებოდა, პოზიციის შეცვლა მიწევდა", - ამბობს ქვილითაია, ვინც უკვე ჩამოყალიბებული, ნომინალური ცენტრფორვარდია.

წინა სეზონში ქვილითაიამ გოლების გატანას ისე მოუხშირა, უმაღლესი ლიგის წამყვანი გუნდების ყურადღება დაიმსახურა. იმავე სეზონში, პირველი ლიგის შეხვედრაში, "სასკო" დიღმის ბაზაზე ესტუმრა "დინამო 2"-ს და 4:2 დაამარცხა. დინამოელებს სამი გოლი სწორედ ქვილითაიამ გაუტანა. იმ თამაშის მერე მისი, როგორც ფეხბურთელის, ფასი გაიზარდა.

"იყო დაინტერესება "დინამოდან", "ზესტაფონიდან", გორის "დილადან", რუსთავის "მეტალურგიდან", ქუთაისის "ტორპედოდან"...

მაგრამ უნგრეთში, "დიორი ეტოში" წავედი, ევროპულ კლუბი ვარჩიე. კონტრაქტი ექვსი თვე პლუს ხუთი წლის სისტემით გავაფორმე. ექვსი თვის მერე კონტრაქტში რაღაც-რაღაცები უნდა შეცვლილიყო, თუმცა ასე არ მოხდა და უნგრეთიდან წამოვედი", - გვითხრა ქვილითაიამ.

ზაფხულში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ავსტრიაში ჰქონდა შეხვედრა და ჩივაძემაც პირველად მაშინ გამოიძახა ქვილითაია. 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ამ თავდამსხმელით კმაყოფილი დარჩა - თავისი გემოვნების ფეხბურთელი დაინახა.

"დიორიდან" წამოსვლის შემდეგ ქვილითაიას უქმობა მოუწია, რამდენიმე ხანი უგუნდოდ იყო.

"უნგრეთიდან რომ ჩამოვედი, ტრავმა მქონდა და ვერც ერთ გუნდში ვერ მივედი. მერე გორის "დილაში" მიმიწვიეს ლევან სილაგაძემ და გიორგი დევდარიანმა, ვინც ჯერ კიდევ 19-წლამდელთა ნაკრებიდან მიცნობდა", - ამბობს ქვილითაია.

გიორგიმ საფეხბურთო გზა "ნორჩი დინამოელიდან" დაიწყო. მაშინ ამ გუნდს თენგიზ კაცია წვრთნიდა. შემდეგ გუნდმა სახელი შეიცვალა და ასე შეიქმნა "სასკო", რომელსაც ისევ კაცია ჩაუდგა სათავეში.

"ჩემს მწვრთნელებს, კაციას და შალვა კვარაცხელიას, მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის", - ესეც გვითხრა ქვილითაიამ.

ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან 0:6 რომ წააგო, მომდევნო შეხვედრა ოთხი დღის შემდეგ ჰქონდა შოტლანდიასთან. ჰოლანდიასთან ჩივაძემ ცენტრფორვარდად დავით სხირტლაძე ათამაშა, შოტლანდიასთან კი გარისკა და სხირტლაძის ნაცვლად ქვილითაიას ენდო.

"რისკის ფაქტორი მართლაც არსებობდა. შოტლანდიასთან თამაშის წინ ჩივაძე დამელაპარაკა. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი სათამაშოდ, ჯანს არ ვუჩივი-მეთქი. მწვრთნელიც მენდო და მისი მადლობელი ვარ".

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ჩივაძემ თქვა - ქვილითაია მეტს იმსახურებსო. ამ თავდამსხმელს "დილაში" ჯერჯერობით მეტწილად შეცვლებზე უწევს თამაში და ჩივაძე ალბათ ამას გულისხმობდა.

"ორი თვე გამიცდა, შესაბამისად, ვერ გავიარე წინასასეზონო მოსამზადებელი შეკრება. 25 დღეა, რაც თამაში დავიწყე", - განმარტავს ქვილითაია.

გიორგის ისიც ვკითხეთ, თუ რა კონკრეტული დავალება მისცა მწვრთნელმა შოტლანდიასთან მატჩისთვის:

"ბურთი უნდა შემენარჩუნებინა, ნახევარმცველებსა და მცველებს უნდა დავხმარებოდი წინ ამოსვლაში".

ქვილითაია შოტლანდიასთან გატანილ ორივე საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა.

"ვარჯიშებზე ვამუშავებდით მსგავს კომბინაციებს. იმას როდი ვამბობ, რომ ზუსტად ასეთი კომბინაციები გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ ჩივაძე შორეულ დარტყმებზე მიგვითითებდა და შოტლანდიასაც ორივე გოლი შორიდან გავუტანეთ".

ქვილითაია რბილი მანერით მოთამაშე თავდამსხმელია და თავით თამაშიც კარგად ეხერხება.

"ვფიქრობ, თავით თამაში ნორმალურად გამომდის, თუმცა მირჩევნია, ბურთი მივიღო და მერე გადავაწოდო თავისუფალ ზონაში თანაგუნდელს, ვიდრე მხოლოდ იმაზე ვიფიქრო, რომ როგორმე მოვიგო პირველი ბურთი და მცველების ზურგს უკან გავგზავნო. უფრო ბურთის შენარჩუნებაზე ვზრუნავ".

ბოლოს ქვილითაიამ ისიც გვითხრა - 20 წლის ვარ, რაღაც-რაღაცები ჯერ კიდევ მოსამატებელი მაქვს და იმედია, ასეც მოხდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]

ramo
კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ არ არის საჭირო წინასწარ ქება დიდება. ქართველს თუ გინდა უმტრო, უნდა აქო და ადიდო.
Jon
ქვილითაია კარგი შემტევია, კარგ პირობებში ბევრად უკეთ შეუძლია თამაში.მაღალ დონეზე შეუძლია თამაში,ტექნიკურია.
zizu
ქვილითაია კარგი შემტევია ის კარგ პირობებში ბევრად უკეთ ითამაშებს.შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
[ახლო ხედით] ვახტანგ ჭანტურიშვილი: ამას არავის დასანახად არ ვაკეთებ...
ᓝᓗაᓠ ᓩᓐᓤᓘᓫᓔ: ᓠᓝᓪᓐ ᓨᓔᓜᓡ ᓥᓕეᓧᓐᓜᓐᓨᓘ ᓐᓠᓐᓕᓘს ᓡᓭᓘᓠᓓᓔბᓘ, ᓛᓔᓢᓘ ᓒᓖᓐ აᓠ ᓒᓠᓩᓔბᓐ
თითქოს, ომში მივდივარ!.. 22 წლის დავით ლეგაშვილს ფეხბურთიდან წასვლა სურდა
ლაშა შინდაგორიძე: ქუთაისელი გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ
ᓪᓮᓘნᓕᓐᓚᓘᓡ "ᓡᓞᓐᓠᓢᓐᓙᓘს" ᓑᓝᓚᓝ ᓓᓐ ᓬᓐᓠᓛᓐᓢᓔᓑᓣᓚᓘ ᓡᓞᓐრᓘᓜᓒᓘ ᓡᓝᓮᓣმᓘᓡ "ᓪᓮᓣმᓗᓐᓜ"
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი