ჯონ ტორტორელას დებოშისთვის დასჯიან
სერიოზული პრობლემები ელის "ვანკუვერის" მთავარ მწვრთნელს, ჯონ ტორტორელას. ორი დღის წინ, "კალგარისა" და "ვანკუვერის" მატჩის დაწყებიდან 2 (!) წამის შემდეგ, მოედანზე გრანდიოზული ჩხუბი დაიწყო, რის შემდეგაც მსაჯებს ორივე გუნდის 10 ჰოკეისტის მატჩის ბოლომდე გაძევება მოუწიათ. თითქოს ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ პირველი შესვენების დროს ტორტორელა "კალგარის" გასახდელში შეღწევას ცდილობდა და ამით ტრიბუნების ქვედა ტერიტორიაზე ზედახორა წარმოშვა.

სავარაუდოდ, ტორტორელას რამდენიმე მატჩით დისკვალიფიკაციას მისცემენ. სწორედ ასე მოიქცა ლიგის ხელმძღვანელობა 1999 წელს, როცა "მონრეალის" ფორვარდმა შეინ კორსონმა "ფლორიდას" გასახდელში შეღწევა სცადა მცველ ედ ჯოვანოვსკისთან ურთიერთობის გასარკვევად.

ამასობაში, კანადის ჰოკეის ფედერაციამ სოჭის ოლიმპიადისთვის ნაკრების კაპიტანი დანიშნა. პირველად ეროვნულ გუნდს კაპიტნის რანგში ყინულზე გაიყვანს "პიტსბურგ პინგვინზის" ლიდერი, 26 წლის ფორვარდი სიდნი კროსბი. მისი ასისტენტები იქნებიან: ფორვარდი ჯონათან ტეივზი და მცველი ში უებერი.

"ეს უდიდესი პატივია ჩემთვის, მაგრამ არ მგონია, რომ ბევრი რამ შეიცვლება კაპიტნის სამკლავურის მიღების შემდეგ. ჩვენს გუნდში ბევრი ლიდერი და გამოცდილი მოთამაშეა. ადრე არასოდეს ვყოფილვარ ოლიმპიური ნაკრების კაპიტანი. ამიტომაც წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო", - განაცხადა კროსბიმ.

2010 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში სწორედ კროსბიმ გაუტანა ოვერტაიმში გამარჯვების შაიბა აშშ-ის ნაკრებს და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა.

სოჭის ოლიმპიადაზე კანადის ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს ფინეთის, ავსტრიისა და ნორვეგიის ნაკრებებთან ერთად.

ჩიკაგო-ბოსტონი 3:2 (ბ)

1:1, 1:1, 0:0, 0:0, 2:1

გოლები: 1:0 მარიან ჰოსა-20 (შარპი-25, ჰიალმარსონი-18), 1:1 მარჩანდი-13 (პ. ბერჟერონი-18, მაკუეიდი-5), 1:2 მარჩანდი-14 (რ. სიტი-20, ბოიჩაკი-12), 2:2 ბოლიგი-5 (კრუგერი-17, კიტი-42).

ბულიტები გაიტანეს: ტეივზი (ჩიკაგო), მარჩანდი (ბოსტონი), პ. კეინი (ჩიკაგო).

კაროლინა-ტამპა ბეი 3:5

0:3, 2:2, 1:0

გოლები: 0:1 ბარბერიო-1 (კილორნი-17, პალატი-14), 0:2 პალატი-10 (სან ლუი-25, ტ. ჯონსონი-18), 0:3 კუჩეროვი-8 (პიატი-2, მელოუნი-7), 0:4 პურსელი-10 (გუდასი-13, მეტიუ კარლი-23), 1:4 სიომინი-9 (ე. სტაალი-28), 2:4 ე. სტაალი-11, 2:5 ბარბერიო-2 (ბრიუერი-8, პალატი-15), 3:5 ჰეინსი-4 (ლაილსი-1, ტლუსტი-5).

რეინჯერსი-ვაშინგტონი 4:1

3:0, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 რიკ ნეში-13, 2:0 რიკ ნეში-14 (ბ. რიჩარლსი-24, მაკდონაჰი-21), 3:0 სტეპანი-9 (დელ ზოტო-9, ჟირარდი-10), 3:1 ოვეჩკინი-35 (მაიკ გრინი-21, ბექსტრიომი-38), 4:1 კელეჰანი-9 (დ. მური-5, ჟირარდი-11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
NHL. ფინალი. IV მატჩი: მხიარულება ბოსტონში
NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი მაინც გავიდა
NHL. ᓞᓚᓔᓘ ᓝᓤᓘ: ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘ ᓛᓝᓒᓔᓑᓘᓗ ᓘᓬᓧᓔᓑᓡ
NHL. პლეი ოფი: უგოლო "პიტსბურგი"
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი ლემიეს ჩაგრავს
ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓛᓐᓦᓐᓚᓐᓜᓐᓖᓦᓐᓣᓠᓔᓑᓐᓓᓘ ᓩᓘᓙᓐᓒᓝᓔᓚᓔᓑᓘ
ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓗᓐᓡᓘ 2016 ᓬᓔᓚᓡ
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: გათიშე კროსბი და მოიგე
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარის" კაპიტნები ცნობილია
NHL. პლეი ოფი. ფინალი: "ჩიკაგოს" ერთი ნაბიჯი დარჩა
სიდნი კროსბი პირველი აღარ არის
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: ᓚᓝᓡᓐ
სიდნი კროსბი ოლიმპიადას გააცოცხლებს?
ჰოკეი. NHL. ფინალი: პიტსბურგი და კროსბი - ზედიზედ მეორედ
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ოპერაცია: კროსბი უნდა მოვიშოროთ
NHL. ᕞᓚᓔᓘ ᓝᓤᓘ: ᓛᕝᓜᕠᓔᓐᕚᓘ ᓗᓘᓗᕥᓛᓘᕡ ᓒᕐᓜᓬᓘᕠᕣᓚᓘᕐ
17 წამში მოგებული სტენლის თასი