მილანის "ინტერის" ყოფილ თავდამსხმელს ფეხბურთი თითქმის ორი წელია, 2012 წლის მარტიდან არ უთამაშია
მილანის "ინტერის" ყოფილი თავდამსხმელი ადრიანო მინდორს უბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მას ფეხბურთი თითქმის ორი წელია, 2012 წლის მარტიდან არ უთამაშია.

"იმპერატორს" კონტრაქტი "ატლეტიკო პარანაენსემ" გაუფორმა და 31 წლის ფორვარდიც, რომელიც 17 თებერვალს 32-ის შესრულდება, დიდი ოპტიმიზმით ეკიდება თავის ახალ თავგადასავალს და კლუბს ემადლიერება გამოცხადებული ნდობისთვის.

როგორც იცით, ადრიანოს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რომლებიც მას მამის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო. ამას ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება მოჰყვა. ბრაზილიელ ფეხბურთელებს მსგავს რთულ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება შველით ხოლმე, მაგრამ ადრიანოს შემთხვევაში ამან არ გაჭრა. პირიქით, ბრაზილიაში მის თავსატეხებს ჭარბი წონის პრობლემაც დაემატა.

ადრიანომ ვერც ერთ გუნდში ვერ მოიკიდა ფეხი და ალბათ, აღარავის ეგონა, რომ ის მინდორს დაუბრუნდებოდა, მაგრამ "იმპერატორმა" მოინდომა და დეკემბრიდან მოყოლებული, ფორმის აღსადგენად "კურიტიბას" ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა და აი, შედეგიც...

"ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო მომენტია. ამდენხნიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, "ატლეტიკოს" წყალობით, მინდორზე დაბრუნების საშუალება მაქვს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ გუნდმა კონტრაქტი გამიფორმა.

მთელ ამ პერიოდში, ეს კლუბი გვერდში მედგა და ყველა მამხნევებდა. აქ ძალიან მეგობრული ატმოსფეროა. ლიბერტადორესის თასი ერთადერთი ტიტულია, რომელიც არ მომიგია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს მის მოგებაში დავეხმარო.

მართლაც ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ფეხბურთს დავბრუნებოდი და ის გამეკეთებინა, რაც ყველაზე უკეთ ვიცი - გოლები გამეტანა. მინდა "ატლეტიკოს" დავეხმარო და ფანები გავახარო", - განაცხადა ადრიანომ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერის" გარდა, "იმპერატორს" "ფლამენგოში", "პარმაში", "ფიორენტინაში", "რომაში", "სან პაულუსა" და "კორინთიანსში" უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
U16 გოგონთა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
ადრიანო 24-დღიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს შორდება - მიზეზი ცნობილია
ადრიანოს სასტუმროში მოდელებთან სექსი განრიგის მიხედვით აქვს
"ღმერთი ამ ცუდ ხალხსაც აპატიებს" - ადრიანო ტანმოვარჯიშეს მიმართავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბრაზილია. სერია A. III ტური: ჩემპიონი ქულებს არ კარგავს, ვიცე-ჩემპიონი კი ვერ იგებს
"ბარსელონა" ბრაზილიელ თავდამსხმელს 40 მილიონად შეიძენს
კლარენს ზეედორფი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯალმა სანტოსი გარდაიცვალა
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
ტოპ 5 ბრაზილიელი, ვინც იმედები ვერ გაამართლა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბრაზილიის ახალგაზრდული ჩემპიონატი მასობრივი ჩხუბით დასრულდა [VIDEO]
12 000 € თვეში, ადრიანომ სახლი გაყიდა და მდიდრულად ცხოვრება გადაწყვიტა
ბრაზილიელი მეკარე მატჩის მიმდინარეობისას ტელეფონით ერთობოდა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები