გიორგი კანდელაკის შვილი ჭაბუკებში ქვეყნის ჩემპიონი მესამედ გახდა

თარაშ კანდელაკი ამ დღეებში ახალქალაქში გამართულ საქართველოს კრივის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის თავისზე ორი-სამი წლით უფროსებთან პაექრობაში დაეუფლა ოქროს მედალს. მანამდე ორჯერ გახდა ჭაბუკებში ქვეყნის ჩემპიონი.

"ვერ ვიტყვი, რომ წარმატება იოლად მოვიდა. თანაც, ახალგაზრდებს შორის და 81 კგ-შიც პირველად ვიასპარეზე", - გვითხრა თარაშმა.

გამარჯვებულმა ისიც გვითხრა, რომ ოთხ წელიწადში დაახლოებით 30 კგ მოიმატა. შარშანწინ ჭაბუკებში ჩემპიონი 60 კგ-ში გახდა, შარშან - 75-ში. როგორც ვხედავთ, ადაპტაციის ეტაპებს ეს ნიჭიერი ახალგაზრდა წარმატებით ძლევს.

"ქვეყნის ჩემპიონატების რეგიონებში ჩატარება ურიგო ნამდვილად არაა, მაგრამ ადგილის შერჩევა დროის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ახალქალაქში ზამთარში ძალიან ცივა, ქვეყნის ჩემპიონატი წელიწადის ამ დროს სხვაგან უნდა გამართულიყო. არაერთმა მოკრივემ გაციების გამო ან კარგად ვერ გამოავლინა შესაძლებლობები, ანდა სულაც ვერ გავიდა რინგზე", - გვითხრა გიორგი კანდელაკმა.

მსოფლიოს ჩემპიონი შვილის წარმატებებით, ბუნებრივია, უკმაყოფილო ვერ იქნება, მაგრამ მაინც კრიტიკულია.

"თარაშის გამარჯვებები მახარებს, თუმცა შექებაზე მეტად ყოველთვის შეცდომებზე ვუთითებ. ამჟამად მისი ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება დამაკმაყოფილებელია, რის ხარჯზე იგებს კიდეც, მაგრამ ფიზიკური მომზადების ხარისხით ვარ ჯერჯერობით ძალიან უკმაყოფილო.

ვფიქრობ, რომ ნაკრებშიც არავის აწყენდა გაცილებით უფრო გაძლიერებული ვარჯიშები. წარმატებები უდიდესი შრომის ფასად მოდის. ხანდახან შინ მისულს სპორტულების გახდის ძალა აღარ მქონდა, ისე ვიხარჯებოდი ვარჯიშებზე. სამწუხაროდ, დღეს ასეთ მონდომებას ნაკლებად ვხედავ. სპორტსმენი თავისი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულით არა უნდა კმაყოფილდებოდეს. მთავარია, შენი სამშობლოს სახელი უცხოეთში გაიტანო", - ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ ათ წელიწადზე მეტია, გიორგი კანდელაკი საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის პრეზიდენტია და მოკრივეებს გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ სწორედ პროფესიულ რინგზე გადასვლას ურჩევს. აღმოჩნდა, რომ შვილის კარიერაც მომავალში ამ მიმართულებით გაგრძელდება.

"სამოყვარულო კრივი პოპულარობით ადრეც ჩამოუვარდებოდა პროფესიულს, ბოლო რამდენიმე წელიწადში კი სულაც ჩამორჩა. თარაშსაც წელიწად-ნახევრის ან ორი წლის შემდეგ გადავიყვან პროფესიულ რინგზე. მინდა, რომ სწორედ იქ მიაღწიოს წარმატებებს", - გეგმავს გიორგი კანდელაკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
"ეს მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა!" - სავარაუდოდ, თბილისში სანქცირებული რუსი მოფარიკავეები ჩამოდიან, ამ ამბავს უკრაინელთა დიდი პროტესტი მოჰყვა
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
"მოჭიდავეს წაგება არ უნდა აშინებდეს, მის გარეშე მოგება არ მოდის"
ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓙᓐᓜᓓᓔᓚᓐᓙᓘ: ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓛᓝᓜᓐᓬᓘᓚᓔᓝᓑᓓᓔᓡ ᓓᓐ ᓑᓐᓓᓛᓘᓜᓢᓝᓜᓡᓐᓪ ᓕᓣᓧᓣᓠᓔᓑ
ქართველმა მოკრივეებმა სეზონი გახსნეს
დაუვიწყარი 1993 წელი
ვერის პარკის კრივის დარბაზში საქართველოს საჩემპიონო ქამრის მფლობელი გამოვლინდა [VIDEO]
ვარიანმა კადეტ მოკრივეთა შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა