ინდოეთის ახლახან დაარსებულ საკლუბო ჩემპიონატში ქართველმა ფალავნებმა წარმატებული სტარტი აიღეს
ერთი კვირაა, სტარტი აიღო ინდოეთის ახლახან დაარსებულმა საკლუბო ჩემპიონატმა, რომელშიც 4 ქართველი გამოდის, თუმცა ერთი - მძიმეწონოსანი ლევან ბერიანიძე უკვე სომხეთის სახელით ჭიდაობს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) აუქციონის წესით "პენჯაბმა" შეიძინა და ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული უცხოელიც გახდა; ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97) და ბერიანიძე "მუმბაიში" გამოდიან, ხოლო ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი დავით მოძმანაშვილი (125) კი "ბენგალურუში" ასპარეზობს.

ხინჩეგაშვილი არა მარტო ძვირად ღირებული, არამედ დაფასებული უცხოელიც გახდა - მის ჩასვლას პენჯაბელებმა საგანგებო ვიდეორგოლი მიუძღვნეს და ამით კიდევ ერთხელ გამოხატეს, რამდენად აფასებენ ჩვენებურს. ისიც მოგებებით უხდის სამადლობელს მასპინძლებს.

ქართველმა ფალავნებმა ჩემპიონატში წარმატებული სტარტი აიღეს. პირველ ტურში ერთმანეთს ჩვენებურთა კლუბები - "პენჯაბი" და "მუმბაი" დაუპირისპირდნენ და "მუმბაიმ" 43:24 გაიმარჯვა (აქ საერთო ქულები იკრიბება და არა ტექნიკური შედეგები). სადებიუტო შეხვედრა სამივე ქართველმა მოიგო: ხინჩეგაშვილმა ინდოელი რაჰულ ავარე 6:0 დაამარცხა, ოდიკაძემ ასევე ინდოელი მაუსამ ჰატრი 8:3 დაჯაბნა, ბერიანიძემ კი მონღოლ იარგალსაიხან ჩულუუნბატს 2:1 მოუგო.

ამ ტურში მოძმანაშვილს არ უჭიდავია, რადგან ის მეტოქის კაპიტანმა... დაბლოკა. იქაური წესით, კაპიტნებს აქვთ უფლება, მეტოქე გუნდიდან თითო მოჭიდავე დაბლოკონ. ჩვენთვის ერთგვარად საამაყოცაა, რომ "ბენგალურუს" მეტოქე "უორიორზმა" ქართველი მძიმეწონოსანი მიიჩნია ყველაზე საშიშად, თუმცა "ბენგალურუმ" უმისოდაც მოიგო - 36:19.

ამავე მიზეზით მეორე ტურს უკვე ხინჩეგაშვილი და ოდიკაძე დააკლდნენ. არადა, მაშინ ოდიკაძის "მუმბაი" სწორედ მოძმანაშვილის კლუბს ხვდებოდა, მაგრამ მეტოქის კაპიტანმა ოდიკაძის განეიტრალება მოისურვა. თუმცა მძიმე წონაში ქართული პაექრობა შედგა და ბერიანიძემ 4:1 მოუგო მოძმანაშვილს, ხოლო გუნდურ ჩათვლაში "მუმბაიმ" 41:19 იმარჯვა.

გუშინწინ "ბენგალურუმ" "ჰარიანა ჰამერს" 42:26 მოუგო, მოძმანაშვილი კი ისევ დაბლოკილი იყო ინდოელ ჰიტენდერთან შესახვედრად. გუშინ "მუმბაიმ" მორიგი გამარჯვება მიითვალა "ორიორზთან" - 54:21, რაშიც თავისი წვლილი ოდიკაძემაც შეიტანა - ინდოელ კადიან სატიავრატს სუფთად, 11:0 მოუგო, ბერიანიძე კი დაბლოკილი იყო ინდოეთის ნაკრების წევრ ჯოგინდერ კუმართან საპაექროდ.

დღეს, 18 დეკემბერს, პენჯაბელები დელის უნივერსიტეტის კლუბს ესტუმრებიან, რომელსაც 21-ში "მუმბაიც" ეწვევა, მანამდე კი, 20 დეკემბერს ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთი შეხვედრაა - "პენჯაბი" "ბენგალურუს" მიიღებს.

საკლუბო ჩემპიონატს 138 მოგებით "მუმბაი" ლიდერობს, 97-ით მეორე ადგილზეა "ბენგალურუ", 95-ით კი მესამეზე "უორიორზია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა - პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნამდვილი საჭიდაო შოუ ინდოეთის ლიგაში [VIDEO]
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?
დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ჭიდაობა. ინდოეთის ლიგა: სამი ქართველი ინდურ დრაფტზე
მეტოქე: გიორგი კეტოევი აქტიურ სპორტს დაუბრუნდა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
მსოფლიოს ჩემპიონატი: პეტრიაშვილის ოქრო, ხინჩეგაშვილის ბრინჯაო! [VIDEO]
დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...