IHF/EHF-ის თასი. ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტური
საქართველოს ნაკრებმა IHF/EHF-ის თასის გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურის მატჩში, როგორც მოსალოდნელი იყო, აუტსაიდერ ალბანეთს დიდი ანგარიშით სძლია 44:6 და პირველობა არავის დაუთმო.

ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა აშკარად სუსტ მეტოქესთან საქმეში ყველა ხელბურთელის ნახვა გადაწყვიტეს და თამაშის საშუალება პირობითად სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცეს. ქართველთა გუნდში საუკეთესო იყო თინათინ ქიტესაშვილი, რომელმაც მეტოქის კარი 15-ჯერ დალაშქრა. მატჩის შემდეგ პრიზიც მას გადაეცა. თერთმეტი გოლი მიითვალა აქტივში ქრისტინე ღვალაძემ.

A ჯგუფში მეორე ადგილი ლატვიის ნაკრებს ერგო, რომელიც მხოლოდ ჩვენს ნაკრებთან დამარცხდა.

ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე ბოლო ტურის შეხვედრას უნდა გამოევლინა. ესტონეთის ნაკრებმა სომხეთის გუნდს დიდი ანგარიშით კი სძლია 39:9, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა საიმისოდ, რომ ჯგუფში მეორე ადგილი დაეკავებინა.

ჩვენი მეტოქე ნახევარფინალში ბელგია იქნება, რომელმაც ბოლო ტურში ფარერებთან წააგო 14:21. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მშვენივრად მოთამაშე კუნძულელები, ამ ტურნირის ფავორიტები არიან.

IHF/EHF-ის თასი

A ჯგუფი

საქართველო-ალბანეთი 44:6

საქართველო: ანა ვარდიშვილი, ქრისტინე ჯავახია, მარიამ ჩაჩუა, თინათინ ქიტესაშვილი (15), ქრისტინე ღვალაძე (11), თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი (1), თათია გადელია (6), ანა ყველაშვილი (1), ჯულია ჩირგაძე (3), ქეთი კუნელაშვილი (2), მაია ბერიძე (2), მედეა ჩოხელი, მარიკა ჯავახაძე (3)

ალბანეთ: პოლიკსენია მუჟა, კელი დელია, ჰაჯდი ზაიმი, კრისტინა კონინი (1), ენქსი ალიაჯი (2), აჯლა გოზდარი (2), სარა ბექო, საბრინა ზაიმი, იდაჯეტე ზავალანი (1)

კვიპროსი-ლატვია 17:31

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 6 ქულა, 2. ლატვია - 4, 3. კვიპროსი - 2, ალბანეთი - 0.

B ჯგუფი

ესტონეთი-სომხეთი 39:9

ფარერები-ბელგია 21:14

სატურნირო მდგომარეობა

1. ფარერები - 6 ქულა, 2. ბელგია - 3, 3. ესტონეთი - 3, 4. სომხეთი - 0

V ადგილისთვის

12 მარტი

ესტონეთი-ალბანეთი

კვიპროსი-სომხეთი

ნახევარფინალი

საქართველო-ბელგია

ფარერები-ლატვია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
"ის უბრალოდ ამას ცდილობდა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს ჟოაო პედროსთან კონფლიქტზე ისაუბრა
კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში IHF/EHF-ის თასის გათამაშება დაიწყება
როგორც ნაკრები და როგორც ოჯახი - ულამაზესი ქართველი გოგონები [PHOTO]
მეორე მოგება, ამჯერად ლატვიასთან
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა IHF/EHF-ის თასზე კვლავ იმარჯვა
საქართველო-ფარერები 14:28 - ქართველი გოგონები ვერცხლს დასჯერდნენ
ზურაბ კაკაბაძე: ქართულ ხელბურთს ცხელი ზაფხული ელის
საქართველო-ლატვია 31:25 - ქართველმა გოგონებმა ნახევარფინალი გაინაღდეს
IHF/EHF-ის ქალთა თასი: საქართველო VS კვიპროსი [LIVE]
საქართველოს ნაკრებმა IHF/EHF-ის თასის გათამაშება მოგებით დაიწყო