გეტებორგში "გოთია ქაფზე" "საბურთალოს" ორმა გუნდმა სამი მატჩი გამართა და სამივე მოიგო
გეტებორგში "გოთია ქაფზე" "საბურთალოს" ორმა გუნდმა სამი მატჩი გამართა და სამივე მოიგო.

ვოვა მუსერიძის ბიჭებმა შვედეთის "ჰულიეკი" გაანადგურეს 4:0 (საბა მამაცაშვილი, გუკა ხვედელიძე, ლუკა ურთმელიძე, ლაშა ჩიხრაძე), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და სამოცდამეოთხედფინალში ნორვეგიულ "ლინფუტბალს" შეხვდებიან.

ასევე იყოჩაღა "საბურთალოს" მეორე გუნდმა - გიორგი გეგუჩაძე ცნობილ მამას არ ჩამორჩა და ზედიზედ ორი თამაში მოიგო, ბიჭებმა შვედურ "ინგელშტადს" გადაურბინეს (4:0) სანდრო ღუდუშაურისა და მისი სეხნია გამრეკელაშვილის კარგი თამაშით - პირველმა ორი გოლი შეაგდო, მეორემ კი ორი საგოლე პასი გაახერხა, თითო-თითო ნიკა ალექსიძემ და ლუკა ჩითინშვილმა გაიტანეს.

მეორე მატჩში შვედურვე "უტბიუნესთან" თაზო სახვაძემ, ნიკა ალექსიძემ, გიორგი კილოსანიძემ და გუკა ჯაფარიძემ დაბომბეს მეტოქე, მაგრამ გოლი არა და არ გადიოდა, რომ არა ლუკა ხვისტანის სისხარტე - ზაზა თაფლაძის დარტყმულს დაამატა და 1:0. ასევე კარგად ითამაშა ყველაზე პატარა შოთა ჯანელიძემ და პატარა საბურთალოელებიც გავიდნენ 64 საუკეთესო გუნდს შორის, სადაც მათ ისევ შვედური "ჰაკენი" დაუპირისპირდება.

ხვალ გეტებორგში მცხოვრები ოცამდე ქართველი ვაპირებთ ბიჭების საქომაგოდ წასვლას.

სამწუხაროდ დამარცხდა "საქართველოს უნივერსიტეტი", რაც გიორგი თიგიშვილის ტრავმამ გამოიწვია - ამ ნიჭიერ ბიჭს ბურთს ვერ ართმევდნენ და ზედიზედ ორი ფეხბურთელი გააძევეს მასთან ორთაბრძოლაში, სამწუხაროდ მეორე წითელზე მეტოქემ ისე უხეშად ითამაშა, თიგიშვილი ვეღარ წამოდგა და ალბად კარგა ხნით გამოაკლდა გუნდს.

ლალი დვალი გეტებორგიდან

ლალიკო
ბრავო ლუკა ხვისტანი წარმატებებიი.მაგარი ბიჭი ხარ,გაიხარეე
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
"საბურთალო": რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში ბერლინის "უნიონის" სკაუტები?
მამაცაშვილი "იბერიადან" შვედურ გუნდში გადავიდა
უსტადიონო ქართველების ყოჩაღობა შვედეთში
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში: ახლა "მილანიდან" "ტორინოში" 1-წლიანი იჯარით ვარ
მამაცაშვილმა "დინამოს" კუთხურიდან ჩაუხვია - ულამაზესი გოლი ეროვნულ ლიგაში [VIDEO]