ქუთაისის მერი შოთა მურღულია Sportall.ge-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
ქუთაისის მერი შოთა მურღულია Sportall.ge-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას ქუთაისური კლუბის შეძენაზე უარი არ უთქვამს, პროცესს კი ქუთაისის მერია აფერხებს.

- ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას ქუთაისის "ტორპედოს" ყიდვაზე უარი არ უთქვამს?

"ზაალ ჩაჩავას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა სიმბოლურ ფასად სურდა, მერიას კი კანონით არ აქვს უფლება, კლუბი ვინმეს სიმბოლურ ფასად გადასცეს. სახელმწიფო ქონების სიმბოლურ თანხად გაყიდვას წყვეტს მთავრობა და არა ვინმე სხვა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სწორად და საჭიროდ მიგვაჩნია, კლუბი კერძო ინვესტორის ხელში იყოს, დავაყენეთ შუამდგომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სპორტის სამინისტროსთან და ისინი საქმის კურსში ჩავაყენეთ...

დაახლოებით 8 წერილი იქნება ჩვენი მხრიდან გაგზავნილი იმ დაწესებულებებისთვის, ვისაც ეს საკითხი ეხება, მაგრამ "ტორპედოს" სიმბოლურ თანხად გასხვისებაზე უარი ითქვა.

რადგან ეს ვერ ხერხდებოდა, სამხარაულის ექსპერტიზაში მივედით, ხელშეკრულება გავაფორმეთ და "ტორპედოს" შეფასება გადავწყვიტეთ. ეს დასკვნა 3-4 დღეში უნდა იყოს. ამ თემაზე მუშაობა ყოველდღე მიმდინარეობს, "ტორპედოსთვის" დამატებითი თანხებიც კი გამოვყავით და ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, როცა ამხელა საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ იწერება, თითქოს ჩვენ ვაფერხებთ პროცესს.

რაც შეეხება კლუბის პრეზიდენტად დანიშვნას... ზაალ ჩაჩავა მე გავიცანი, ჩემთან მოვიდა და ვინ არ ნიშნავდა კლუბის პრეზიდენტად? ჩემი დასანიშნი იყო და განცხადება როგორც კი დაწერა, მეორე დღესვე დავნიშნეთ. ჩაჩავა იყო კლუბის პრეზიდენტი და მან ნამდვილად ჩადო "ტორპედოში" თანხა. ოფიციალურად, აუდიტმა რაც აღიარა, 110 000 ლარი, მაგრამ ამის გარდა კიდევ დახარჯა, გუნდი შეკრებაზე წაიყვანა და ამისთვის დიდი მადლობა მას. მასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და აუქციონზე როცა გავა გუნდი, თუ ექნება სურვილი, შეიძინოს.

კიდევ ვამბობ, რომ 3-4 დღეში გვექნება ესპერტიზის დასკვნა, გვეცოდინება "ტორპედოს" ფასი, როგორი გამოცდილების უნდა იყოს ინვესტორი, რა თანხა უნდა ჩადოს მან კლუბში და უკვე იანვარში კლუბი აუქციონზე გავა.

გადაყოლილია მერია "ტორპედოზე", თამაში არ არის, გვერდში რომ არ დავუდგეთ გუნდს და რანაირად ვაფერხებთ საქმეს? "ტორპედო" არაა მხოლოდ მერიის, ის მთელი ქალაქისაა და მათ შორის, ჩემიც, როგორც ერთი მოქალაქის და ასე ხელაღებით ვინმემ შეურაცხმყოფა მიაყენოს, ამას არ დავუშვებთ!", - გვითხრა მურღულიამ.

Guadua
ტორპედო თავისი ინფრასტრუქტურით და რეგალიებით,სტადიონ ყევლაფრიანად ღირს 25-30 მილიონი ლარი, ეს მინიმუმი იქნება სამხარაულის შეფასება და ვინ იყიდის მაგას 30 მილიონ ლარად როცა უფრო ადვილია დაარსო კლუბი "ქუთაისი" და 3 მილიონ ლარად 3 წელიწადში უმაღლესში აღმოჩნდე ,პატიოსნად და მაიმუნობის გარეშე?
giga
ე ბიჯო, ჩემი ბრალი ყოფილა ჩემი DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ladu
he kai adamiano eg vicit rom torpedo merísagan ukuradgeboda araa.magram amdeni xani rom gacelet eg ambavi.sad ikavit aqamdis.
barsa
გორში რაც გააკეტეს ის იყო ბლეფი იმის ხარჯზე რომ ვითომ ვერავინ ვერაფერს ხვდებაო
გოგი ქუთაისელი
ბატონო შოთა ჩვენ თყვენ გვერდში ვართ. გისურვებთ წარმატებებს!
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
"ტორპედო" აუქციონზე - ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად აფასებთ?
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ქუთაისის "ტორპედო": მზადება დაიწყო, ინვესტორი ქალაქის მერს შეხვდა...
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი გადადგა, კლუბში ჟორდანია-უგულავას ჯგუფი მოდის
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა სურს?
"ტორპედო", როგორც "ვიტესი"? კლუბის პრეზიდენტი ჟორდანიასა და შტელინზე
ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]
"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში
ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]