პარიზის დიდ საერთაშორისო ტურნირში საქართველოდან რვა კარატისტი მონაწილეობდა
ფოტოზე: რიუტარო არაგა და გოგიტა არქანია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დამთავრდა კარატისტთა (JKF-ის ვერსიით) დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მრავლად მოიყარეს თავი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა. არც არის გასაკვირი, რადგან სპორტის ეს სახეობა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი, ფედერაციები აქედანვე ზრუნავენ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებისთვის სპორტსმენთა შერჩევა-მომზადებას.

შეჯიბრებაში საქართველოს რვა კარატისტი მონაწილეობდა. სხვებზე უკეთ იასპარეზა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა გოგიტა არქანიამ (84 კგ), რომელმაც ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია: დაამარცხა დემიან სეილერი (შვეიცარია, 8:0), ანტონიო დი სტეფანო (იტალია, 2:0), ტიმოთი პეტერსენი (ჰოლანდია, 2:2), პაბლო არენასი (ესპანეთი, 3:).

მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი იაპონელ რიუტარო არაგას დაუპირისპირდა. 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არქანიამ სწორედ ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელს სძლია. ამჯერად არაგამ რევანში აიღო - 6:1, შემდეგ იაპონელმა გადამწყვეტ პაექრობაში რუს ილია გრანოვერსოვს აჯობა 4:1 და მთავარი პრიზი დაიმსახურა.

არქანია ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჩაება, სადაც ვენესუელელ ფრედი ვალერას კი მოუგო 2:1, მაგრამ ირანელ პურშაბ ზაბიჰოლახისთან დამარცხდა 1:5 და მე-5 ადგილს დასჯერდა. ირანელთან ერთად კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ბერძენი ზანოს გეორგიოსი ავიდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა მოიგო დავით ტყებუჩავამ. პირველ წრეში იტალიელი ანტონიო ვასტოლა დაჯაბნა - 5:0, მერე მის გზას გაუყენა მამუდუ მამადუ (საფრანგეთი, 2:0), ლუიშ ფერნანდესი (პორტუგალია, 3:1) და მასინისა ბენ ელ ჰოსინე (საფრანგეთი, 6:1), მეხუთე წრეში კი თავად დამარცხდა მინიმალური ანგარიშით შვეიცარიელ ნოაჰ პისინოსთან (1:2). ოთხი გამარჯვება კი დამამშვიდებელში გადასართავად და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

სამ შეხვედრაში მიაღწია წარმატებას დავით პატარიძემ (67 კგ): სძლია გონსალო ნავაროს (არგენტინა, 4:1), დანიელ პერეს გუილენს (ესპანეთი, 8:0), ადამ ელ შაფეის (შოტლანდია, 3:2), ბრაზილიელ ვინიკუს ფიგუეირას კი ვერ გასცდა - 0:3.

ამავე წონაში ჰენრი ვეკუამ სულ ორი ორთაბრძოლა ჩაატარა: სტარტზე დავიდ ჰონინგს (უნგრეთი, 8:0) აჯობა, მეორე წრეში ჯალალ ბუზჰერთან (მაროკო) დამარცხდა - 0:2 და ასპარეზობას გამოეთიშა.

პირველივე პაექრობები წააგეს 55 კილოში დიანა დარჩიაშვილმა (თურქ ასენა პეკმეზოღლუსთან - 2:3) და 75 კილოში თამაზ გოჩელაშვილმა (მაროკოელ რედა მასუდისთან - 0:1), ირაკლი ტყებუჩავამ (67 კგ) კი სტარტზე ვალდარიმ რაშიტისთან (კოსოვო, 0:0) ორთაბრძოლა ფრედ დაამთავრა, მაგრამ არბიტრების გადაწყვეტილებით, მომდევნო ეტაპზე კოსოვოელი გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
არქანიას გამარჯვებით - ქართველი სპორტსმენებისთვის 2020 წლის ოლიმპიადა დასრულდა
კარატე. ოლიმპიადა: მედლებიც, სალიცენზიო ქულებიც
მამლუქების ნაკრები: რამდენი უცნობი, რამდენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში?!
კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა
მინსკი 2019: ქართველი კარატისტი ნახევარფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა!
კარატე: გოგიტა არქანიამ სტამბოლის A კატეგორიის ტურნირში გაიმარჯვა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მინსკი 2019. კარატისტი გოგიტა არქანია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
ქართველმა კარატისტებმა სტამბოლში საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი მოიპოვეს
წარმატება ყატარში საქართველოს დამოუკიდებლობას მიეძღვნა
ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ
ქართველმა კარატისტებმა ჩეხეთში ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
ევროპის ჩემპიონატზე კარატეში გოგიტა არქანიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა