რევაზ ჩელებაძე: "გია გურული ირაკლი ბალაძის კონსულტანტად დარჩება, მისთვის ხელი არ მიკრავს..."
ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგაში წლეულს პირველი გუნდია, მთავარი მწვრთნელი რომ შეიცვალა - თბილისის "დინამოსთან" წაგების (0:5) შემდეგ გია გურულის ნაცვლად, გუნდი ახალგაზრდა სპეციალისტ ირაკლი ბალაძეს ჩააბარეს, რომელიც მანამდე იმავე გურულის ასისტენტი იყო, ოღონდ აქამდე მთავარ მწვრთნელად არასოდეს უმუშავია.

გორის "დილასთან" მე-8 ტურის საშინაო შეხვედრაში გუნდი სათამაშოდ სწორედ ბალაძემ გაიყვანა.

მწვრთნელის ცვლილება მოულოდნელი არ ყოფილა: გურულმა ქობულეთური კლუბი 2016 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მისი დამსახურებაა, "შუქურამ" უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა. გუნდმა წლევანდელი სეზონიც კარგად დაიწყო - მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიასა" და თასის მფლობელ "ტორპედოს" ქულები გაუყო, მაგრამ... მერე აირ-დაირია და შვიდ ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, ბოლო ორ შეხვედრაში კი (თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამოსთან") ერთნაირი ანგარიშით, 0:5 დამარცხდა.

კლუბის დირექტორის, რევაზ ჩელებაძის თქმით, მან ბალაძეს შანსი მისცა:

"შესაძლოა, დროებითი მწვრთნელი არც იყოს და მუშაობა გააგრძელოს. ახალგაზრდა კაცია, შანსი მივეცი და თუ გუნდი ფეხზე დააყენა, რატომ უნდა გავათავისუფლო? გურული კონსულტანტად დარჩება, მისთვის ხელი არ მიკრავს...

ბოლოს "დილასთან" 0:0 ვითამაშეთ, მაგრამ მოსაგები თამაში გვქონდა... ასე მგონია, მდგომარეობის გამოსწორება კიდევ შეიძლება".

ქობულეთელთა დირექტორმა საკადრო სიახლეებიც გაგვიმხილა:

"სერიოზული პრობლემები გვაქვს და ამიტომაც გადავწყვიტეთ ახალი მოთამაშეების აყვანა. ახლა ივან რუდნიცკის ვიმატებთ. უკრაინელია, 25 წლისაა, ფლანგის ნახევარმცველად თამაშობს. აქამდე გამოდიოდა ლუგანსკის "ზორიაში", კიროვოგრადის "ზვეზდაში", ტერნოპოლის "ნივაში", შემოდგომაზე კი ბელორუსულ "ნემანში" ჩაირიცხა.

მის გარდა, კიდევ 2-3 ფეხბურთელი დაგვემატება".

ჩელებაძისავე თქმით, გუნდს დიდი ხნით დააკლდება მთავარი მეკარე, ხოლო მისმა ვაჟმა ოპერაცია გაიკეთა:

"გიორგიმ სტამბოლში ჯვარედინი იოგების ოპერაცია გაიკეთა. შოთა არველაძე დაგვეხმარა, რეაბილიტაცია სერიოზულ ცენტრში გაიარა და ამ დღეებში ჩამოვა.

რაც შეეხება სანდრო გურულის უთამაშებლობას, მან კუნთი დაეჭიმა და "დილასთან" ამიტომ არ გამოჩენილა.

სამწუხაროდ, დაგვიშავდა მეკარე აზამატ ჯიოევიც - ჯვარედინი იოგები დაუზიანდა და კარგა ხანს ვერ დაგვეხმარება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jarji21
იქნებ კლუბს ყველაზე მეტად ჩელებაძის წასვლა უშველის? არავის უფიქრია ამაზე? სირცხვილია რომ მერანი მეორე ლიგაშია და ესენი პირველში.
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
შუქურა-სიონი 2:0 - მამაშვილობაც ასეთი უნდა! [VIDEO]
როგორ მოხვდა "სპარტაკის" მეკარე "შუქურაში"? ინტერვიუ აზამატ ჯიოევთან
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
ეროვნული ლიგა. XXVII ტური. სრული სიგიჟე "დავით პეტრიაშვილზე" [VIDEO]
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება
გურია-შუქურა 0:0 - ქართველს დაარტყმევინეთ, ქართველს!
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
უმაღლესი ლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
რევაზ ჩელებაძე: თბილისის "დინამოს" მაისურა რომ გაცვია, გაცილებით მეტი მოგეთხოვება!
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
ლეგიონერები საქართველოში: რაოდენობა იზრდება, ხარისხი?
რევაზ ჩელებაძე: ჯერ ყურებჩამოყრილი ვარ, რადგან ბიუჯეტში ფული არ გვაქვს
ქობულეთის "შუქურაში" აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებს ელოდებიან
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
ილია სტურუა: უნდა მოვუმატო და რაც შეიძლება, ძლიერ ლიგაში მოვხვდე
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძემ მოსკოვის "სპარტაკიდან" ქართველი ჩამოიყვანა
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
თემურ შალამბერიძე: შეიძლება, თავიდან გაგვიჭირდეს...
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ეროვნული ლიგა. XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გორის "დილას" ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი დატოვებენ?
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე