მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ისრაელის დამარცხების შემდეგ (71:69) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან რთული თამაში იყო, ჩვენ ორ დღეში მოვახერხეთ მომზადება და მივაღწიეთ გამარჯვებას. ასეთ მცირე პერიოდში იდეალურია ითამაშო კარგი დაცვა და გადაფარო ის ხარვეზები რაც სხვა კომპონენტებში გვქონდა.

ჩვენმა გუნდმა 200% დადო თავისი შესაძლებლობებისა და დაამარცხა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, კიდევ ერთხელ გილოცავთ. ჩვენი ნაკრების რამდენიმე კალათბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ამის გამო გაგვიჭირდა ამ შეხვედრაში რიტმში ჩაჯდომა.

რა თქმა უნდა, გვყავს სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებიც რომელთაც ვაკვირდებით და მთ აუცილებლად მიეცემათ შანსი. რატი ანდრონიკაშვილს ბოლომდე ვერ დავეყრდენით, რადგან გამოცდილება აკლია.

მოთამაშეებს არ გამოვარჩევ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის ერთად თამაში. სასიხარულოა, რომ ბექა ბურჯანაძე დაბრუნდა ნაკრებში და ჩაჯდა სისტემაში. მინდა გამოვყო ახალგაზრდა ანდრონიკაშვილიც, რომელიც გამოვიდა მოედანზე და მშვენივრად ითამაშა. ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ახალგაზრდებით თამაში და შევაჩვიოთ ნაკრებს.

კარგად ითამაშა ბურჯანაძემ, თუმცა არჩეული ტაქტიკის გამო მწირი სათამაშო დრო მიეცა.

ქართველებს აქვთ დიდი გული და შეუძლიათ დიდი მხარდაჭერა. დარბაზში ეს ემოცია, ხალხის გულშემატკივრობა, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. მე საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ საქართველოში ამაყი და მებრძოლი ხალხია. თორნიკე შენგელიამ დაგვირიგა ყველას სამაჯური წარწერით: "ქართული სული", რამაც ერთ გუნდად შეგკვრა და მე ვგრძნობ ქართულ სულს.!

დიდი მადლობა ყველას, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ! "

ირაკლი
დავით სოსლანი ოსი არ ყოფილა, ბაგრატიონი იყო, უბრალოდ იზრდებოდა ალანიაში.
პაატა
რომ წერთ თაობათა ცვლა წარმატებით მიმდინარეობსო რას გულისხმობთ?ამ ეტაპზე ახალგაზრდებიდან ერთი გოგა ბითაძეა ნათელი წერტილი და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მეგა ბიმაქსში თამაშობს, რომელიც სრულიად განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს!!!ბიჭი უკვე მაღალ დონეზე თამაშობს და ვერც შეატყობ საქციელში რომ მომავალი ვარსკვლავია! გადახედეთ სხვებს რა დგეში არიან, ანდრონიკაშვილი უკვე "მარიაჟობით' დაღლილი ბავშვია...ყველა ასაკობრივ ნაკრებში სრული ჩავარდნაა! ამ ორის გარდა გუსინ რომელი პერსპექტიული ახალგაზრდა კალათბურთელი იყო პარკეტზე ან საერთოდ განაცხადში??? ისევ ფაცაცია, ლონდარიძე და რა ვიცი კიდე ვინ იყვნენ ზოგიერთები. ჩვენს კალათბურთს მართლა ექნება კარგი მომავალი და ნაკრებიც სერიოზული ძალის გუნდად ჩამოყალიბდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კალათბურთის ფედერაციაში იქნებიან ძლიერი სპეციალისტები!!! გურასპაული კარგი კალათბურთელი იყო და მშვენიერი კომენტატორი, მაგრამ ფედერაციას გაცილებით ფართო დიაპაზონის აზროვნების მქონე პიროვნება ჭირდება, რომელსაც დაგეგმვის და მართვის თანამედროვე უნარები გააჩნია! ხალხო ბავშთა და ასაკობრივების კალათბურთია საფუძველი, იქ უნდა აღმოაჩინონ ტალანტები...ჩვენთან კი რაც ხდება ყველაფერზე ნათელი პასუხი გასცა ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლებმა... როგორ შეიძლება ეროვნულ გუნდს გამთამაშებლის პოზიციაზე სულ პრობლემა გქონდეს??? როგორ დავიჯერო ამდენი წლის მანძილზე ამ პოზიციაზე ერთი ნიჭიერი ქართველი ვერ გამოიზარდა?! ნებისმიერი დონის გუნდთან პრესინგის დროს ბურთის გადმოტანაც კი გვიჭირს...იმედი მაქვს უახლოეს მომავალში თუ არა, როდესმე მაინც კალათბურთის ფედერაციის სათავეში მცოდნე ხალხი მოვა, რომ თაობები არ დაგვეკარგოს და ჩვენში კალათბურთი მართლა განვითარდეს!
zaza
რა შუაშია ეროვნება ამ თემასთან .ქართველებშიც ბევრია მინახია ახვარი მაგრამ ჩემ ერს რო ვინმე აუგათ შეეხოს გავხსნი შუაში.ისე დავით სოსლანიც ოსი იყო საქართველოს რო იცავდა და შადიმან ბარათაშვილი კიდე ქართველი ამ ქვეყანას რო დედის ანდერძს უგებდა.
tali
შენ ავლიპი კი არა საავლიპე ჩანხარ, რამ დაგბოღმა?
Fani
დიდი მადლობა ბიჭებს და ილიას ზუროსს! მართლაც ბრმა და დაუნახავი უნდა იყო რომ თაობათა ცვლის პროცესში მყოფ გუნდს თავდადება დაუკარგო, ან კიდევ ზუროსის მიერ გაწეული შრომა უგულებელყო. თანაც, ეს გამარჯვება მოპოვებულია იმ ფონზე, როცა ისრაელის ნაკრებს უფრო მეტად სჭირდებოდა მოგება და უფრო მოტივირებულიც იყო, შემადგენლობაც ჩვენზე ძლიერი ჰყავდა შეკრებილი. თუმცა, ბიჭებმა თავი დადეს ღირსებისთვის და მხარდამჭერი მაყურებლის სასარგებლოდ. მე პირადად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი საკალათბურთო ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და წარმატებულია და რომ ქართულ კალათბურთს მომავალი ნამდვილად აქვს!
ჩანერგილი
როგორ შეიძლება ეს კაცი არ გიყვარდეს, გაგვიმართლა მწვრთვნელებში; ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი. მაგრამ ისევ ბერძნებთან ვერ მოგების გამო ვერ გავდივართ ჯგუფიდან))
ავლიპი
ეს ქართულ სულს გრძნობს, ის ბრძოლაში ბედნიერია,. მგონი გაგვშიფრეს უცხოელმა ტრენერებმა, ქართველებს ერთი ორი შესაქები სიტყვა უთხარი და მერე რაც გინდა ის ქენი, ყველაფერზე დაგიწვებიან. (სამწუხაროდ არასრულფასოვნების კომპლექსითაა დაავადებული ქართველი და სულ თავზე ხელის გადასმა სჭირდება.)
zaza
თუ ესე გაგრძელდა როგორც დღეს ხდება ძალიან გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა ძალიან უჭირს გუნდს უკანა ხაზში ბულაშვილის ნაკრებს მიღმა დატოვება არ შეიძლება ჩემი აზრით ანდრონიკაშვილი ნაკრებში სათამაშოდ დღეს მზად არარის ხოლო ბოქოლიშვილი ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებს. და თუ ევროპაზე ვერ გავიდა ეს გუნდი ამას დღევანდელი ფედერაციაც შეეწირება და ობსტრუქციაც არ დააყოვნებს გულშემატკივრის მხრიდან..მაგარი კაცია ცინცაძე მაგრამ მისი საუკეთესო პერიოდი ჩავლილია გუშინ ეტყობოდა რო თავის თავს გადაახტა და ისე ითამაშა.ბითაძე კიდე რა უნდა ვთქვა ამ ბიჭზე კარგია რო მშრომელია და გაუმართლა სერბების ხელში რო იზრდება როგორც პროფესიონალი.
ზვიადი
თუ ოდნავ კალათბურთში ჩახედული ხარ და მართლა დაბოღმილი სომეხი ან ოსი არ ხარ ზუროსზე ან ამ ბიჭებზე აუგი მრატომ უნდა თქვა, ჩვენ ფუფუნება გვაქ ვეომოთ მოწინავე ევროპულ ქვეყნებს და ახლე ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ამას სომხები რომ აკეთებდნენ რა ამბავში იქნებოდნენ.
ბაზი
ზუროს შენი მოხერხება საბერძნეთში გამოჩნდება
გლახუნა
ერთი - რატომ ხარ ასე ზიზღით და სიძულვილით ?! - რა დაგიშავა ან ზუროსმა , ან ბიჭებმა?! თუ შურით სავსე ოსი, ან სომეხი ხარ ?! და ...ანთხევ და ანთხევ ?! - ან რა გასაკვირია რომ ვერ გავედით ?! - არც ვფიქრობდი. თაობათა ცვლა არის დაწყებული და ფაქტიურად ახალი თაობა მოვიდა და ახალი ნაკრები დადგა და საკმაოდ პერსპექტიული- ც ,რაც ზუროსის დამსახურებაა. რაც შეეხება საბერძნეთთან წაგებას, ეს გამოუცდელობის, ან ქართული ზედმეტი ემოციურობის ბრალია და მეტი არაფერი და მაგრადაც დავისაჯეთ , რასაც მომავალში გაითვალისწინებენ. ბერძნების - სერბებთან მოგებას ა რ ც ველოდით, არ ჭირდებოდათ და არც მოიკლავდნენ თავს. ამ დროს ზუროსმა მართლა კარგი პერსპექტიული ნაკრები შექმნა, 2-3 კიდევ ბითაძე, შენგელია და კარგი გამთამაშებელი და თავისუფლად გავალთ მსოფლიოზეც და თქვენ რ ა ს ან რ ა ტ ო მ იღრინები, მით უმეტეს ევროპაში საკმაო ძლიერი ძალა უკვე ვართ ?! ამას ვერ იტან თუ ... რომ ვერ გავედით მიტომ გვეჩხუბები ?! წამყვანი ნაკრებები თაობათა ცვლის პროცესში ვერ გადის მსოფლიოზე და რამ გაგაბრაზა ?!
Shterebs....
ჭააგეს ბერძნებმა ოცი ქულის სხვაობით ეგეც თქვენი ბერძნების თანადგომა ზუროსიანად .მარტო ლაყაFი ქართულ სულზე და ფულის კეთება უთავო ქართულ ფედერაციის მესვეურEბთAN KONთღAQტისას.ეხ სერბი კოკშკოვი არ უნდა გაეVათ.....
რუსთავი
სამარცხვინოდ მარცხდება საბერძნეთი :(
კუ
ხსენებული სამაჯური შეიძლება ჩვენც დაგვანახოთ?
შალვა 73
მადლობა ბიჭებს და მადლობა ბატონ ილიასს!!!
ბესო
ფაჩულია რატო იყო სათადარიგო?
Biankoberi
პატივსაცემი ადამიანი! მადლობა ჩვენს ბიჭებს! მადლობა ჩვენს გუნდს!
Biankoberi
პატივსაცემი ადამიანი! მადლობა ჩვენს ბიჭებს!
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
გიორგი შერმადინი: იმ მომენტში გაფრენა შემეძლო [VIDEO]
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
რატომ თამაშობს ყაზახეთი ევროპაში და ავსტრალია აზიაში? - გაიცანით 6 ნაკრები, რომლებიც სამყაროს უცხო ნაწილში გამოდიან