"სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!" - ხალხით გადაჭედილი სტადიონი და ერთიანი, ვულკანისებური ქუხილი ჩვენი ნაკრების ყველა სახიფათო თუ ნაკლებად სახიფათო მომენტზე…

ეს ის მუხტია, რაც ამდენი ხნის მანძილზე აკლდა ქართულ ფეხბურთს. ყველა მომენტის მუხტს შენს სხეულზე რომ გრძნობ, როგორ აწვება შინაგანი გულის ფეთქვა გარეგანს, როგორ ერწყმის ეს ორი ერთმანეთს და როგორ გარდაიქმნება ერთიან გულის ფეთქვად. მთელი სტადიონი ერთი დიდი გულივით რომ ფეთქავს… ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ახლა განსაკუთრებით…

თამაშის დასრულებამდე მიტოვებული სტადიონებიც გვახსოვს, მაგრამ წყალს გავატანოთ ეგ ძველი გამოცდილება… ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ჩვენ "ჯვაროსნები" ვართ და სისხლის ბოლო წვეთამდე ერთად უნდა ვიდგეთ… ვიდგეთ გულზე მარჯვენახელმიდებულები, ჩვენი ბიჭების მხარდამხარ, ჩვენ ჩვენი ვალი უნდა აღვასრულოთ! ჩვენ ერთი გუნდი ვართ - ქართველებისთვის Deus Vult-ის საპირწონედ იქცა. ეს სიტყვები უდიდეს ძალას ღვრის თითეული ქართველი გულშემატკივრის სულში და თავისი სიდიადის ზეგავლენით სტადიონებს ავსებს… ტელევიზორებთან ატყვევებს გულშემატკივრებს…

ყაზახეთი, ლატვია, ანდორა - სამივეს მოუგო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და იმედი გაჩნდა… იმედის მკრთალად მოკაშკაშე სხივმა მოგვიკაკუნა დარაბებზე, რომელი დარაბების მიღმაც გაზაფხულის მაგივრად, ცივი და ბნელი ზამთარი იყო…

ერთა ლიგაზე ქართველი "ჯვაროსნების" გალაშქრებამ ხალხი სტადიონებზე დააბრუნა, რაც ყველაზე დიდ დამსახურებად შეგვიძლია ჩავუთვალოთ ამ ჩემპიონატს.

სხვა ნაკრებების გულშემატკივრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ფიქრობენ, ჩვენ კი ჯგუფური ეტაპი გვესახება იმედების კორინთოდ, მაგრამ ეს დასაწყისია…

ფერფლად ქცევის გარეშე თავიდან დაბადება შეუძლებელია. საქართველოც ამ ეტაპზეა, ახლა იღვიძებს, ახლა უახლოვდება სტანდარტებს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც ჩაკვეტაძის გოლი ვნახოთ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რომ გაუტანს გერმანიას, ესპანეთს ან არგენტინას…

იბერიის გაბრწყინებამდე იქნებ ქართული ფეხბურთი გავაბრწყინოთ და შემდეგ, იბერიის გაბრწყინებით დაქანცულებს, ქართული ფეხბურთი გვანუგეშებს და გაგვახარებს… ერთა ლიგაზე გავიბრძოლეთ და ეს ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. კონსტანტინეპოლის რა გითხრათ, მაგრამ ნურ-სულთანი ნამდვილად ავიღეთ...

ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლაა წინ და იმედჩასახულებს ახლა მხოლოდ გამარჯვება გვინდა. Deus Vult! კი არადა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

ავტორი: საბა ხიმშიაშვილი

ბაჩი
არა ივერია,არამედ სწორედაც რომ იბერია,ივერია რუსული ვარიანტია ამ ეთნონიმისა
Vakhtang Lobzhanidze
აბა, შენ ეგა თქვი. 39 წლის ვარ. სტადიონზე ყოველთვის თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოვდიოდი და არასდროს წავსულვარ საფინალო სასტვენამდე, მაგრამ შვეიცარიასთან 80-ე წუთზე ავდექი და წავედი..უჟილკო თამაშს ვერავის ვაპატიებ..იმედია გამოსწორდება რამე.
Vakhtang Lobzhanidze
აი უფრო ზუსტად ვერ ჩამოაყალიბებდი! საღოლ მეგობარო!
Vakhtang Lobzhanidze
მე მახსოვს ის დრო როცა მარტო შელია და ქეცბაია თამაშობდა სასტავში და ბევრად ძლიერი იყო ნაკრები. ეს ისე ხუმრობით..
SAMEGRELO
ლორია , კვირკველია, კაშია, ხიჭოლავა, კანკავა, კვეკვესკირი, ქვილითაია, კვარაცხელია. სასტავის 11 კაციდან 8 სამეგრელოს წარმომადგენელია. ეს ისე ხუმრიბით. ყველა ერთი ვართ გენაცვალეთ მიყვარხართ წარმატებები ნაკრებს
კობი
ნახევარი ნაკრები მეგრელები არიან და ნახევარი კიდევ ვერ გავიგე ვინარიან!
DATO
სვანებიც აკლია ნაკრებს კახელების გარდა!

მე მეგრელი არ ვარ მაგრამ ხომ არ ვამბობთ მეგრელი აჭიდავეთო :-) ყველას თავისი წილი ვალი გააჩნია ქვეყნის წინაშე.აღმოსავლეთ საქართველო ისევე როგორც მთის ხალხი ძლიერია ჭიდაობაში,ძიუდოში,რაგბიში.რაც შეეხება რიკოთს იქეთ იმერეთი,გურია,სამეგრელო, განსაკუთრებით სამეგრელოში ფეხბურთის თამაში გამოსდით ძალიან მაგრად.ამიტომ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და გვეყოფა დაყოფა.მეგრელი,კახელი,იმერელი და ა.შ. ყველამ ჩვენი ვალი მოვიხადოთ ერთმანეთის და ქვეყნის წინაშე.გაუმარჯოს საქართველოს ერთობას.
მ. ტ.
იბერიის კი არა, ივერიის, - წერეთ ის, რაზეც ელემენტარული წარმოდგენა მაინც გაქვთ. უკაცრავად...
გუჯა
რაც კარგები ვართ ქართველები ვართ! ყველაზე მაგრები კახელები ვართ! ნაკრებში ერთ კახელს მაინც დაუძახეთ რა იქნება!
Qomavi
რატო აკრიტიკებთ ავტორს? ადამიანს უყვარს თავისი ნაკრები და ქომაგობს და გულიდან წამოსულ სიტყვებს წერს,ამაში ცუდი არაფერია,პიტიქით ,მსგავსისულისკვეთება გვჭირდება სტადიონზე და არა კრიტიკა და მზესუმზირის კვნეტა.
ტორინო
- თოჯინები იცინიან. ლეგენდარული ეროსი მანჯგალაძე და იპოლიტე ხვიჩიას ეპიზოდი მახსენდება, სუფრაზე, რომ არიან... ავტორ სად ბრძანდებით? ფეხზე ფეხის დასადგმელად რომ მოვიდე და ისევ გავქრები..
ირაკლი
ავტორს თითქოს უნდა სულში ჩასწვდეს მკითხველს, მაგრამ ამის ნაცვლად გადაჭარბებული პათოსით გვესაუბრება და ეს დაახლოებით იმ შეგრძნებას ტოვებს ზედმეტ ტკბილს რომ მიირთმევ და ყელში უსიამოვნო წვას რომ შეიგრძნობ. ცოტა უფრო მარტივი საგაზეთო ენით წერეთ, არაა საჭირო სპორტული თემატიკის სტატიაში სადღეგრძელო წარმოთქვა და ალავერდი გადახვიდე.
ზორბეგი
ვინ დატოვა პარალელური სამყაროს კარები ღია? დაბრუნდი ავტორ ჩვენი სხვა სამყაროა სადაც კმაყოფილები ვიქნებით თუ ვაჟკაცურად იომებენ ჩვენები
sdfffff
თუ შეახვედრებ გაუტანს, მაგრამ თუ არ შეახვედრებ ვერ გაუტანს.
goga
სტატიაც ზუსტად ქეცბაიას და ვაისის დონის შესაბამისია, სანამ ესენი მწვრთნელები გვგონია მანამდე არაფერი გვეშველება
ზაზა
ერთი გუნდი ვართ, "ჯვაროსნებიც" ვართ და ა.შ. მაგრამ რამდენი ხანი უნდა ვკვებოთ გულშემატკივარი ტყუილი დაპირებებით? თამაში არ ვიცით, ყველაზე მთავარი რაც არის. ჩვენი ჩემპიონატი ჭაობია. ჩვენი ყველაზე კარგი ფეხბურთელი საშუალო ჩემპიონატის ასე თუ ისე ნორმალურ გუნდში თამაშობს. სხვა? ვტკეპით ერთ ადგილს. ჩვენი მისვლა უშველის სტადიონზე ამ დაქცეულ ფეხბურთს? რა ვიცი, რა ვიცი... ადმინ, არ დამბლოკო:) გულშემატკივრის აზრი მაინტერესებს..
giorgi
უკაცრავად. ეს სტატია უფრო თავის დაზღვევას ჰგავს, ვინიცობაა მომდევნო ორი თამაში ცუდათ ჩავატაროთ.
roma
დამბურძგლა ბ.......ი ვიყო. :D
irakli
გაუმარჯოს საქართველოს
სააკაძე
ჯვაროსნების გალაშქრება "ჭ" კლასის ნაკრებებზე.... სამარცხვინოა....
valderrama
სავსე სტადიონზეც ვგიჟდები და ნაკრებზეც მაგრამ მაპატიოს ავტორმა და სიტყვების რახარუხი გამოუვიდა:)
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
საქართველოს ნაკრების დიდი ნახტომი ფიფას ახალ რეიტინგში
გიორგი დევდარიანი: კარგია ყაზახეთის და ანდორის დამარცხება, მაგრამ ეს სხვა დონეა
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
irishnews.com: ჭკვიანი ქართველების წინააღმდეგ მარტივი არასდროსაა
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
საქართველოს ნაკრების ადგილი ფიფას რეიტინგში უცვლელია
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ფიფას ახალი რეიტინგი - საქართველოს ნაკრები ისევ იქ
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა