"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველო 7 ოქტომბერს ნანტში, „სტად დე ლა ბოჟუაზე“ ჯგუფის ლიდერ უელსთან, ჩვენი დროით 17 საათზე გამართავს.

ფიჯისთან ბორდოში გამართული ბრძოლის შემდეგ სასტარტო რაზმში ხუთი ცვლილებაა. ახალი სახეებია მარქაფაში.

ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც 99-ე კეპს მოიხვეჭს და კვაჭი შალვა მამუკაშვილი (102 კეპი).

ცენტრში შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. ღერძზე კვლავ ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ, დავით ნინიაშვილმა და აკა ტაბუცაძემ ფრთებზე ადგილი შეინარჩუნეს, ფულბეკი კი გამოცდილი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელიც თავის მეოთხე მსოფლიო თასს თამაშობს, თუმცა საფრანგეთში საქმეში პირველად ვიხილავთ. ხმალაძე 97-ე კეპს მოიხვეჭს.

შერკინების პირველ ხაზში ბრუნდება კვაჭი შალვა მამუკაშვილი. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მიმდინარე მსოფლიო თასზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშა. მარჯვენა ბურჯი კვლავ ბექა გიგაშვილი იქნება.

შერკინების მეორე ხაზში ბრუნდება და კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში კვლავ მიხეილ გაჩეჩილაძეს, ბექა საღინაძეს და თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

მარქაფაშია "ბრივის" კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც გუნდს ტრავმების ფონზე ახლახან შეუერთდა და მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველ თამაშს ჩაატარებს. 2019 წლის მსოფლიო თასზე მან ასევე ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ბურჯის პოზიციაზე მარქაფიდან შევლენ ნიკა აბულაძე და ირაკლი აფციაური, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ფიჯისთან ჰქონდა. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძე, ხოლო მესამეში გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება. ღერძზე და ხაზში შეცვლაზე არიან გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე და დემე თაფლაძე.

უელსთან მატჩში "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობის კეპების ჯამი 806-ს (399 ხაზი, 407 შერკინება) შეადგენს.

საქართველოს უელსთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. პირველ სამ შეხვედრაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, 2022 წელს კი "ბორჯღალოსნებმა" კარდიფში 13:12 იმარჯვეს. იმ შეხვედრაში 15 ისეთმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 7 ოქტომბერსაც მოედანზე იქნებიან. ესენი არიან: მერაბ შარიქაძე, ლაშა ხმალაძე, დავით ნინიაშვილი, ლუკა მატკავა, ვასილ ლობჟანიძე, გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, კოტე მიქაუტაძე, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, დემე თაფლაძე, თედო აბჟანდაძე, ნიკა აბულაძე და ლადო ჩაჩანიძე.

2023 წლის მსოფლიო თასი. V ტური. გ ჯგუფი

საფრანგეთი. ნანტი. „სტად დე ლა ბოჟუა“. 7 ოქტომბერი

საქართველო – უელსი (17:00 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (ბრივი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).

rugby.ge

ანდრი
მაგარი ჯახი დადეს ბიჭებმა ფიჯისთან. უელსთან იღბალი და კარგი თამაში მადლი იქნება. წარმატება ბიჭებს.
ჯალა
ისე, ქართული კლუბებიდან მხოლოდ შავი ლომის მორაგბები არიან, რაც მინიმუმ გაოგნებას იწვევს

"ჯიგრულათ" არა - "ჯიგრულად"
" Zviads"-ს
კარკაძეს რამდენი ხანი ჰქონდა ტრავმა? და მელიქიძესაც ჰქონდა ტრავმა და ახლაც აქვს? და ჩილაჩავას? გოგიჩაშვილს, რომ არ ათამაშებს, ნარიაშვილი ფომაშია? გაბვაგრძელოთ?
Zviads
ბიჭებმა თავი დადესო აქ ყველა წერს და მადლობას უხდიან და ეგრეც არის, მაგრამ მწვრთნელებმა არ დადეს? იცით რამხელა შრომა ჩადო მაისაშვილმა? გიკითხიათ ვინმეს? ან ფედერაციამ? მაგ, იტალიასთან ბათუმში რამხელა შრომა გაწიეს, რამდენი პირადი ფული დაიხარჯა მუხტი რომ შექმნილიყო და ხალხი მისულიყო სტადიონზე, ძალიამ ბევრი ბილეთი უფასოდ დაარიგეს (რამდენიმე ათასი), მაგრამ ხომ ნახეთ მაინც არ იყო სულ სავსე 20 ათასიანი სტადიონი.. გადახედეთ სად თამაშობენ ჩვენი ბიჭები, ზოგი ძირითადშიც არ არის, "შავი ლომი" რომ არ ყოფილიყო რაც ვითამაშეთ ამასაც ვერ ვითამაშებდით...
Zviads
კარკაძეს ტრამვა ქონდა..
დათო
მაისაშვილი ბევრ რამეში სცდება, დროა მადლობა ვუთხრათ და ახალი ეტაპი დავიწყოთ ნაკრების ისტორიაში
123
კარკაძე ბრივში არ თამაშობს მონპელიეში გადავიდა. გვიან გაახსენდა მაისაშვილს დღეს საუკეთესო ქართველი ჰუკერია
ანდრო
ეს ოთია გიორგაძე რისთვის გამოიძახა, ტრამვირებული გორგაძის ნაცვლად? არც მარქაფაში ჰყავს და როგორი მძიმე სიტუაციაში უნდა იყოს მორაგბე, ჯერ ჩემპიონატის წინ გუნდის გარეთ დატოვა, მერე გამოიძახა და საერთოდ არ აძლევს შანს თამაშის. თუ მე ვცდები და ინფორმაცია მისი გამოახების შესახებ ტყუილი იყო?
დათო
თუ აზრი არ აქ, მაშინ შენ არ გახვიდე მოედანზე. ჯიგრულათ შენ საქმეში უფრო კომპეტენტური ხარ, თუ მაისაშვილი რეგბში? ისე მაისაშვილს ის მაინც ექნება ცხოვრებაში სათქმელად რომ იტალია და უელსი დაამარცხა :)

ბიძო რომ არა , რაგბი რა არის, არ გეცოდინებოდა.
Master
ნეტავ რა აზრი ამ თამაშს,ყველამ იცის რა მოხდება...რა უგემურად,უემოციოდ ითამაშეს ეს მსოფლიკალათბურთელებზე გაცილებით ცუდად.არაკომპეტენტური პრეზიდენტი პლუს არაკომპეტენტური მწვრთნელი...არადა რა კარგი და ნიჭიერი ბიჭები გვყავს.მაგრამ ტყემალზე ვზივართ,ბიძოს ტყემალზე...
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
წელიწადში 30 მილიონზე მეტი - ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ - "ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა
[VIDEO] ეს უკვე მეტისმეტია - ცარუკიანმა თოფურიას დასცინა
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
"ჩელსიმ" "აიაქსის" მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა - ამსტერდამული კლუბი 60 მილიონს ითხოვს
სამადლობელი "ბორჯღალოსნებს" - ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელებას ველით, უთუოდ, შემოდგომაზე, საფრანგეთში!
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება