დროებითიდან ნამდვილ მწვრთნელობამდე?
"ქუინზ პარკ რეინჯერსს" ჰარი რედნაპის შემდეგ სამი დროებითი მწვრთნელი ჰყავს - კრის რემზი, კევინ ბონდი და ლეს ფერდინანდი. ეს სამეული პირველ ქულასთან ახლოს იყო, მაგრამ "ქუინზ პარკმა" "საუთჰემპტონისგან" ბოლო წუთზე გაუშვა გოლი.

ქპრ-ს აქტიურად უკავშირებენ ტიმ შერვუდს, რომელიც "ტოტენჰემის" მერე უმუშევარია და ამის შესახებაც გაუწყეთ. თუმცა რემზიმ საჯაროდ გამოთქვა სურვილი, რომ მას კლუბი სრულფასოვნად ჩააბარონ. იგი მიიჩნევს, რომ გუნდის კრიზისიდან გამოყვანა და კარგად ათამაშება ხელეწიფება.

ბოლო დროს, დროებითი მწვრთნელების პოსტზე ხანგრძლივი ვადით დატოვება მოდაში შემოვიდა და ამის ნათელი მაგალითი სწორედ ხსენებული შერვუდია. ასევე, "ნიუკასლში" ჯონ კარვერის ბოლო მაგალითი შეგვიძლია ვახსენოთ. მიანდობს თუ არა ტონი ფერნანდესი თავის გუნდს აკადემიის მწვრთნელ რემზის, უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

ბევრი რამ "სანდერლენდთან" დღევანდელ პრინციპულ შეხვედრაზეც არის დამოკიდებული. ქპრ-ს "ლაითზე" უწევს სტუმრობა და შეგახსენებთ, რომ გუნდი სრულ ანტირეკორდზე მიდის, აქამდელი 11-ივე საგარეო შეხვედრა წაგებული აქვს.

"თუ პრემიერლიგის გუნდის მწვრთნელობას შემოგთავაზებენ, გასაკვირი არ იქნება, რომ დათანხმდე და მეც სიამოვნებით ვიმუშავებდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თუმცა უმთავრესი ის არის, რომ გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს და მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოსტზე ვიქნები მე ან საერთოდ ვიქნები თუ არა ქპრ-ში. საგარეო მატჩებს რაც შეეხება, გასვლაზე თამაშის ერთგვარი კომპლექსი ჩამოგვიყალიბდა და მიმაჩნია, რომ დიდწილად ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომელიც უნდა დავძლიოთ. ბიჭები ძალიან შემართულები არიან და იმედი გვაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევთ" - ამბობს რემზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
რედნაპი: თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ მინდა "ლივერპული" ჯერარდმა ჩაიბაროს
რედნაპი ავარიის შემდეგ მკვდარი ეგონათ, ექიმმა ზეწარიც გადააფარა; ის გადარჩა, ყნოსვა დაკარგა და სახის ტიკი დარჩა
უცნობი ქართველი ფეხბურთელები: კახეთიდან "ქუინზ პარკ რეინჯერსამდე"
"ნაპოლი" ფავორიტთა შორისაა - რედნაპის აზრით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია
ქპრ: ფერნანდესმა და ფერდინანდმა კრის რემზი აკურთხეს
პრემიერლიგა. გადადებული მატჩი: "ტოტენჰემმა" ჰარი კეინის დუბლით მოიგო
ჰარი რედნაპი: ტუალეტის ქაღალდი დიდად არ მჭირდება, მე ღარიბ ოჯახში გავიზარდე
73 წლის რედნაპმა შეიძლება ნიგერიის ნაკრები ჩაიბაროს
რატომ დატოვა ჰარი რედნაპმა "ქუინზ პარკ რეინჯერსი"?
ჰარი რედნაპი: ბეილი ბუცების თასმებსაც ვერ იკრავს
ქპრ: რემზიმდე და რემზისთან ერთად
ფანტასტიკური ჩარლი ოსტინი - ვინ ქაჩავს აუტსაიდერ "ქუინზ პარკს"
ინგლისი. პრემიერლიგა: ინგლისის ნაკრების კანდიდატთა დუელი