ლევან სეთურიძემ და ლევან ლალიანმა "ვერონას" პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს ქართულ კლუბებთან თანამშრომლობის ვარიანტები შესთავაზეს
ლევან სეთურიძე 25 წლის კაცია. თამაშობდა რუსთავის "მეტალურგში", "გაგრაში", "ზესტაფონში", იყო ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატი. მაგრამ ბოლო ორი წელია, აღარ ჩანს და როცა დავინტერესდით, იტალიაში აღმოვაჩინეთ.

"უკვე მეორე წელია, რაც იტალიაში წამოვედი და ვერონასთან ახლოს პატარა ქალაქ ტრენტოში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ვსწავლობ. ფეხბურთსაც არ ვეშვები. ტრენტოს სამოყვარულო ლიგის გუნდი ჰყავს, სადაც ვთამაშობ. მაგრამ მომავალზე ფიქრი საჭიროა და სწავლაზე ყურადღება ამიტომ გადავიტანე", - ამბობს სეთურიძე.

ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ საინტერესო კავშირები დაამყარა:

"ჩემი მეგობარია ლევან ლალიანი, რომელიც "გაგრას" კაპიტანი იყო. იქიდან მოყოლებული, ვმეგობრობთ. მისი დიდი დამსახურებაც არის, რომ საინტერესო თანამშრომლობის იდეა გაგვიჩნდა.

ორი დღის წინათ, "ვერონას" პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს შევხვდი და ქართულ კლუბებთან თანამშრომლობის რამდენიმე ვარიანტი შევთავაზე. ისინი დაინტერესდნენ, როცა ჩვენი გეგმა გავაცანი და ახლა მათი და ერთ-ერთი ქართული კლუბის მოლაპარაკებას ვამთავრებთ.

ასე რომ, შესაძლოა, მალე იტალიელები საქართველოში ჩამოვიყვანოთ და ერთ-ერთ კლუბთან პარტნიორობა დაიწყონ. ასეთი თანამშრომლობა არც ერთ ქართულ კლუბს არ აწყენს. აქ ვცხოვრობ და მინდა, ეს კავშირები ჩვენს ფეხბურთს მოვახმარო".

სეთურიძის თქმით, მოლაპარაკება მხოლოდ ფეხბურთელების იტალიაში წაყვანას არ ითვალისწინებს:

"ვერონა" ტრადიციული და საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე კლუბია, სერიოზული სამწვრთნელო შტაბი, განათლებული მენეჯერები და სპეციალისტები ჰყავს. თუ ურთიერთობა აეწყობა, მათი გამოცდილება და ცოდნა ბევრი მიმართულებით შეიძლება გამოვიყენოთ".

როგორც გავარკვიეთ, სეთურიძეს სხვა გეგმებიც აქვს:

"ლევან ლალიანთან ერთად, ვაპირებ საფეხბურთო ორგანიზაციის დარეგისტრირებას. ლევანი საბერძნეთში სპორტის მენეჯმენტს სწავლობს, მეც იტალიაში ამავე პროფილით ვსწავლობ. დეკემბერში საქართველოში ჩამოვალთ და საზოგადოებას ამ ორგანიზაციის მიზანსა და ხედვებს გავაცნობთ.

პროგრამაზე უკვე ვმუშაობთ, რაშიც ბერძენი და იტალიელი სპეციალისტები გვეხმარებიან. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოში დიდი ცვლილებების დრო დადგა.

მესმის, რომ ახალგაზრდები და გამოუცდელები ვართ, მაგრამ საქმე ახლა თუ არ დავიწყეთ და არ გავაკეთეთ, ყოველთვის გამოუცდელებად დავრჩებით, ქართული სპორტის მენეჯმენტი კი უკეთესობის სურვილს გვიჩენს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
"ამას პირველად ვაცხადებ" - შესაძლოა, მამარდაშვილის მენეჯერმა ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი ათამაშოს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"საბურთალოს" სპორტულ დირექტორად ლევან სეთურიძე დაინიშნა
იტალიელთა ჩანაფიქრი - "ვერონას" საქართველოში საფეხბურთო სკოლის დაფუძნება სურს!
ვინ და როგორ დაითანხმა მილანის "ინტერი" თბილისში ჩამოსვლაზე
"ჯორჯიამანია" იტალიაში - მამარდაშვილის მენეჯერი "იუვენტუსის" ინტერესზე საუბრობს
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
"მილანი" "ვერონას" 21 წლის მცველის შეძენას გეგმავს
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
"დინამო თბილისმა" "სამგურალს" მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"ვერონა" გაიყიდა - სერია A-ში ამერიკელი მფლობელები მერვე გუნდს ეყოლება
"ვფიქრობ, დაიმსახურა, აისრულოს ის ოცნება, რასაც საქართველოს ნაკრებისთვის თამაში ჰქვია" - სეთურიძე გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
ლევან სეთურიძე: მინდა, ჩემი რესურსი "საბურთალოს" მოვახმარო
კონტე: კვარაცხელიას ვესაუბრე - ჯაჭვებით ვერავის ვერ დავაბამ
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
ეროვნული ლიგა. III ტური. "დინამო" (ბთ) - "გაგრა" [LIVE]
"ვერონასთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" "ვერონას" მოუგო და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა